არქივი

ნაცისტები თამბაქოს წინააღმდეგ

7c2f11398349
ჩემს სტატიებში განვიხილე ნაცისტური გერმანიის ეშმაკისეული საქმიანობა,რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ახლა კი ცოტა “გავათეთრებ” ნაცისტებს და მათ ერთ სასარგებლო პროექტზე გიამბობთ.ეს პროექტი სწორედ გერმანიაში შეიმუშავეს პირველად და იმ მეთოდებიც დღესაც აქტიურად სარგებლობენ.ამ პროექტში თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობას ვგულისხმობ,რომელსაც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნაცისტები,ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი თავად ადოლფ ჰიტლერი იყო.

თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობის ნიშნები გერმანიაში ნაცისტების გამოჩენამდეც შეიმჩნეოდა,ჯერ კიდევ 1904 წელს შეიქმნა “გერმანელი საზოგადოება თამბაქოს წინააღმდეგ და არამწეველთა მხარდასაჭერად”,თუმცა ეს მოძრაობა მცირე ხანში დაიშალა.1910 წელს შეიქმნა “გერმანიის ფედერაცია თამბაქოს წინააღმდეგ”.მოძრაობა აქტიურად გაიშალა ჰანოვერში,დრეზდენში,ასევე პრაღასა და ვენაშიც.ამ გაერთიანებების წევრები ბეჭდავდნენ გაზეთებს,ბუკლეტებს და ხალხს მოუწოდებდნენ სიგარეტის მასიური ბოიკოტისკენ.

ჰიტლერის სათავეში მოსვლის შემდეგ კი ამ მოძრაობამ მასიური ხასიათი მიიღო და შედეგიც გამოიღო.თუმცა აქამდეც მივალთ…
ალბათ საინტერესოა თუ რა აზრის იყო ადოლფი თამბაქოზე,ის ახალგაზრდობაში აქტიური მწეველი იყო და დღეში 40მდე ღერ სიგარეტსაც კი აბოლებდა,თუმცა შემდეგ მასზე უარი თქვა.

“მე ვენაში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი,რამდენიმე თვეა ცხელი საჭმელიც კი არ მიჭამია,რადგან ფულს სიგარეტში ვხარჯავდი,ყოველდღიურად 40მდე ღერ სიგარეტს ვეწეოდი.ერთხელაც თავში მომივიდა აზრი-რა იქნება იმ ფულით კარაქი ვიყიდო და ბუტერბროდი მოვიმზადო და შევეშვა სიგარეტს? მალავე სიგარეტის კოლოფი დუნაის გავატანე…”

ჰიტლერი საკუთარი გარემოცვის ყველა წევრს აიძულებდა უარი ეთქვათ თამბაქოზე,თუმცა ევა ბრაუნთან და მარტინ ბორმანთან ვერაფერს გახდა.ჰიტლერის ეს “სიძულვილი” იყო თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

9c0a70d48a08

მოძრაობას დიდ ბიძგს აძლევდა სამედიცინო გამოკვლევები,რომელიც აქტიურად ტარდებოდა გერმანიაში.სწორედ ნაცისტმა ექიმებმა დაადგინეს,რომ სიგარეტის მოხმარება იწვევს ფილტვის კიბოს.ტერმინი-“პასიური მწეველიც” პირველად გერმანიაში გავრცელდა,დამტკიცდა ასევე,რომ ნიკოტინი იწვევს გულის დაავადებას და საბოლოოდ ინფარქტს(მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანელ ჯარისკაცებს შორის გახშირდა ინფარქტის ფაქტები და მედიკოსებმა ამის მიზეზად ნიკოტინი დაასახელეს).
ამ გამოკვლევებს ჰიტლერი კურირებდა,ის არ იშურებდა ფინანსებს ამისთვის,მისი ბრძანებით იენის უნივერსიტეტში შეიქმნა მეცნიერთა გაერთიანება რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიაში.

მეცნიერული გამოკვლევების შემდეგ საჭირო იყო მოსახლეობის სწრაფი ინფორმირება და საქმეში პროპაგანდის რაიხსსამინისტრო ჩაება,რომელსაც იოზეფ ჰებელსი მეთაურობდა.
ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში მალევე გამოჩნდა სტატიები რომლებიც მოსახლეობას აუწყებდნენ ახალი საზიზღარი არსებისა და მონსტრის შესახებ რასაც “თამბაქო” ერქვა.ასევე ბერლინისა და მრავალი ქალაქის “შტრასეები” აჭრელდა პლაკატებითა და ბანერებით სადაც ისევ ეს მონსტრი იწონებდა თავს.
ამ კამპანიაში ასევე ჩაებნენ ჰიტლერიუგენდისა(ახალგაზრდული ნაცისტური,სამხედრო ორგანიზაცია) და გერმანელ ქალთა კავშირი.

e63c8ecc627c

1938 წლიდან კი დაიწყო აკრძალვების ტალღა.იკრძალებოდა მოწევა სამედიცინო დაწესებულებებში,ტრამვაიში,რესტორნებში,ავტობუსებში,მატარებლებში,ბომბსაფარებში.აეკრძალათ მოწევა ვერმახტის ოფიცრებს,18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს,ს.ს_ის ოფიცრებს,პოლიტიკური პარტიის წევრებს.

აკრძალვებმა შედეგი მალევე გამოიღო და მწეველების რაოდენობამ კლება იწყო,ასევე დიდი გავლენა იქონია ჯარიმების დაწესებამ.ვინც ამ აკრძალვებს დაარღვევდა ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

ეს მოკლე მიმოხილვა თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობის ბრძოლის მეთოდებისა.ახლა კი თვითონ პროცესზე გიამბობთ,თუ რამდენად ეფექტური იყო ისე და შემოგთავაზებთ სტატისტიკურ მონაცემებსაც.

პირველ ეტაპზე მოძრაობა უშედეგო აღმოჩნდა და 1933-1937 წლებში მწეველთა რაოდენობამ იმატა.სიგარეტის მწარმოებლები კონტრპროპაგანდას მიმართვადნენ და 4 წლიან შუალედში შეაფერხეს გერმანული ერის “ფილტვების წმენდა”,თუმცა ეს დროებითი მოვლენა აღმოჩნდა.
1939-1945 წლებში კი ჰიტლერის დამოძღვრილმა მოძრაობამ სპრინტერული გარბენი გააკეთა და საბოლოოდ წელში გატეხა მონსტრი სახელად “თამბაქო”.საილუსტრაციოდ შეადარეთ მდგომარეობა ამერიკაში და გერმანიაში-

1944 წელს ერთი ამერიკელი მწეველი წელიწადში საშუალოდ ეწეოდა 3059 ღერ სიგარეტს,ხოლო გერმანელი სულ რაღაც 733ს,

eac5a4f89d8a

354f66a25b71

9c216c17526f

თუმცა ყველა ზღაპარს დასასრული აქვს და ასე დასრულდა ნაცისტური გერმანიის ეპოპეა.ამ კრახის შემდეგ რათქმაუნდა წარმატებული თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობაც დაიშალა.ამერიკულ “თამბაქო გიგანტებს” სხვა რაღა უნდოდათ და შეესივნენ ხარბად გერმანულ ბაზარს.განსაკუთრებით აყვავდა სიგარეტის კონტრაბანდა.1949 წლის მონაცემებით კონტრაბანდული სიგარეტი ყოველთვიურად 400 მილიონ კოლოფს აღწევდა.
“მარშალის გეგმის” ფარგლებში 1948 წელს აშშ_დან გერმანიაში შეიტანეს დაახლოებით 24 ტონამდე თამბაქო,ხოლო 1949 წელს 69 ტონა.”მარშალის გემის” მისია იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დახმარებოდა დაზარალებულ ქვეყნებს და მე პირადად აქ ვერ დავინახე რაში დაეხმარა დანგრეულ გერმანიას ამერიკული თამბაქო,თუმცა იანკი რა “ბიძია სემი” იქნებოდა ყველგან მერკანტილური მიზნები რო არ ჰქონოდა..

როგორც ზევით ავღნიშნე 1944 წელს წელიწადში ერთი გერმანელი მწეველი საშუალოდ 743 ღერ სიგარეტს ეწეოდა,1963 წელს კი ეს მაჩვენებელი 1523ზე ავიდა.1944 წლის მაჩვენებელს კი დღემდე ვერ მიაღწიეს “შვაბებმა” და ჰიტლერის დამოძღვრილი აქტივისტები ლიდერებად დარჩნენ და ასევე “პირველწყაროებად”.

ბოლოს ავღნიშნავ იმასაც,რომ გერმანულ “ანტი-თამბაქო” მოძრაობას რასისტული ნიშნებიც მრავლად ჰქონდა.ნაცისტები მიიჩნევდნენ,რომ სიგარეტი გერმანიაში ებრაელებმა შემოიტანეს,რომ ებრაელები იყვნენ პირველი მწეველები(აი რა დეგენერატულ ხასიათს ატარებდა გერმანული ქსენოფობია).მცირე ნაწილი ნაცისტებისა კი ამაში შავკანიანებს ადანაშაულებდა.

P.S.აი მეც მოვედი(ეს თავში უნდა დამეწერა,მაგრამ ბოლოშიც წავა ;) ).1 თვეა არ დამიპოსტია და მგონი დავბრუნდი.იმედია საინტერესო იყო ეს სტატია.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button