არქივი

მალე ასწლეულის ყველაზე მკაფიო კომეტა გამოჩნდება

image12440268

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ კომეტა ISON-ის ჩავლა ჩვენს მზესთან მიანიჭებს მათ დაუვიწყარ სანახაობას.როგორც Meridian-ი იუწყება NASA-ზე დაყრდნობით, კომეტა ISON გახდება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ობიექტი ცის კაბადონზე 2013 წლის შემოდგომით. სპიტცერის ობსერვატორიამ, რომელიც ორბიტაზე იმყოფება, უკვე გადასცა მეცნიერებს ISON-ის ფოტოსურათები.

ნოემბერში კომეტა მზეს საშიშ სიახლოვეზე ჩაუვლის და წარსდგება მთელი თავისი სილამაზით. ნათების ბრწყინვალებით ის მხოლოდ მთვარეს თუ ჩამოუვარდება. კომეტა აღმოაჩინეს არტემ ნოვიჩონკმა (რუსეთი) და ვიტალი ნევსკიმ (ბელორუსია). ისინი პირველები აკვირდებოდნენ კომეტას 22012 წლის სექტემბერში კისლოვოდსკთან ახლოს მდებარე ობსერვატორიიდან. ამა წლის ნოემბერში კომეტა მზეს 1,2 მლნ. კილომეტრის სიშორეზე მიუახლოვდება. ამ პერიოდში კომეტის სიკაშკაშე და ნათება სავსე მთვარის ნათებას გაუტოლდება. შესაძლებელია, ის გახდეს ასწლეულის ყველაზე მკაფიო კომეტა.

image13308320

დღეისთვის კომეტა შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია და მისი დანახვა ტელესკოპის გარეშე შეუძლებელია. მაგრამ სპეციალისტები დიდი ხანია მას აკვირდებიან ინფრაწითელი და ოპტიკური ტელესკოპებიდან. ჰაბლის ტელესკოპმა კომეტის ფოტოსურათები მიიღო ამა წლის გაზაფხულზე, როდესაც იუპიტერის ორბიტაზე იმყოფებოდა. ფოტოებზე ჩანს კომეტის ატმოსფერო, რომელიც ნეიტრალური აირების მოლეკულათა გროვისგან შედგება.

86216537

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კომეტა ნახშირორჟანგისგან შედგება. შესაძლოა ის ორთქლდება ყინულოვანი ბირთვიდან მზესთან მიახლოვების კვალად. დეკემბერში კომეტა დედამიწას მინიმალურ მანძილზე მიუახლოვდება – პლანეტის ორბიტის 0,4 რადიუსამდე. ახლა კომეტა მზისგან 3,3 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. ის მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს.

როგორც “კომპიულენტა” (ინტერნეტ-გამოცემა – რედ.) იუწყება – ISON-ი ჩვენსკენ უშუალოდ ოორტის ღრუბლიდან მოიწევს. ის მზეს უფრო ახლოს ჩაუქროლებს, ვიდრე ცნობილმა კომეტამ კოჰოუტეკამ ჩაუქროლა, ამიტომაც, ასტრონომებს მისი დათვალიერება დეტალურად შეეძლებათ.

Halebopp

ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი კომეტები გვიახლოვდებიან ას წელიწადში ერთხელ. “კომეტები, რომლებიც მზეს უახლოვდებიან, ბევრია, – განმარტავს მაიკ ა’ ჰირნი მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტიდან. – კომეტების რაოდენობა, რომლებიც ოორტის ღრუბლიდან პირდაპირ ჩვენსკენ მოფრინავენ, ასევე ბევრია. მაგრამ კომეტები, რომელთა შემჩნევა შესაძლებელია მზიდან ექვსი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, არც ისე ბევრია. ხოლო ერთის, მეორისა და მესამის დამთხვევა უიშვიათესი მოვლენაა”.

ISON-ის სავარაუდო ტრაექტორია მზის ფონზე 26 ნოემბრის 9 საათიდან 30 ნოემბრის 4 საათამდეა მოსკოვის დროით. ერთი წერტილი ერთი საათია.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მზის ახლოს ჩავლისას კომეტა უფრო პატარა ნაწილებად დაიშლება: ეს შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაწილები ერთმანეთთან დაკავშირებულია სუსტად, და მზე აღგვის მისგან ყველა მფრინავ ნივთიერებას უფრო მალე, ვიდრე დარჩენილი მტვერი შესძლებს გაერთიანებას.

ახლა კი ყველაზე საინტერესო: ყოველივე ამას დააკვირდება სამი ამერიკული აპარატი, რომელიც მზეს სწავლობს (იმ დროისთვის ISON დედამიწიდან დაკვირვების არეალს გასცილდება). კარელ შრეივერი კორპორაციიდან Lockheed-Martin კომეტას მზის უფასო ზონდს უწოდებს, რომელიც მნათობს იმ მანძილზე მიუახლოვდება, რომელზეც ჩვენი ხომალდები ვერც კი იოცნებებენ.

 

წყარო : http://apocalypse.ge

Back to top button