არქივი

ეგზოტიკური გართობა

it11b
მათთვის, ვისაც არ აშინებს დაბრკოლებები, უყვარს ადრენალინი და გართობა, უამრავი საშუალება არსებობს იმის გასაგებად, თუ რამდენის ატანა შეუძლია მკერდის მარცხენა მხარეში მფეთქავ ორგანოს და სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი.


1. მას შემდეგ, რაც 1953 წელს ედმუნდ ჰილარიმ და ტენცინ ნორგაიმ დალაშქრეს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტის მთა იქცა თავგადასავლებისა და რისკის სინონიმად. ყოველ გაზაფხულს, მიუხედავად საშინელი სიცივისა, ზვავებისა, შტორმისა, ათეულობით ადამიანი იკრიბება, რათა ამ გიგანტის მწვერვალს მიაღწიოს. მათი ასაკი იწყება 13 წლიდან, არიან ასევე ბრმებიცა და ფიზიკური დეფექტის მქონეებიც.

wete8
2. ცვალებადი ამინდის პირობებში 1800 მეტრი სიმაღლის ალპების მთიდან საფრენი კოსტუმით გადმოშვება ექსტრემალურიცაა და ცხადია, სიცოცხლისთვის სახიფათოც. ამ გართობას 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა ეს ვერ აჩერებს ისეთ ადამიანებს, როგორიცაა მაგალითად დენ პოტერი (სურათზე). 2009 წელს ის 2743 მეტრის სიმაღლიდან “გადმოფრინდა” და ჰაერში გაატარა 2 წთ და 50 წამი. ცხადია, ეს სპორტი ულაპარაკოდ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშად, სამაგიეროდ საშუალებას იძლევა, ადამიანმა აიხდინოს საუკუნეების ოცნება – იფრინოს.

y50o9
3. ავსტრალიაში, ტასმანიის კუნძულის შორეულ სამხრეთ სანაპიროზე დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ბობოქარი ზღვა – შიპსტერნი ელის სტუმრებს. ეს ადგილი სერფინგის მოყვარულთა სამოთხეა – ტალღები იწყება 2 მეტრიდან და შეიძლება 6 მეტრზეც ავიდეს. თუმცა მას პროფესიონალი სერფერებიც კი, როგორებიც არიან მაგალითად კელი სლეიტერი და რაიან ჰიპვუდი, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.

qkcru
4. აშშ-ში ლაშქრობების სპეციალური გზებიდან სამი ყველაზე გრძელი რომ გადააბა, სიგრძე მიაღწევს 7,700 მილს (12,400 კმ), რაც ეკვატორის მესამედს უტოლდება. ალბათ ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომაა მათი რაოდენობა 100-ზე ნაკლები, ვისაც “სამმაგი გვირგვინის” დალაშქვრის ბედნიერება ხვდა წილად. იმისთვის, რომ სრულად დაფაროთ გზა, რომელიც მოიცავს წყნარი ოკეანის სანაპიროსა და აპალაჩის მთებს, საჭიროა წლები და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი. გზაში კი უხვად წააწყდებით კლდეებს, ჩანჩქერებს, ვულკანებს, უდაბნოებს და ა.შ.

pfkup
5. ევერესტის შემდგომ, K2 დედამიწის რიგით მეორე უმაღლესი მწვერვალია 8611 მეტრიანი მაჩვენებლით. სამაგიეროდ, სტატისტიკურად ეს მთა უფრო მეტ მთამსვლელს იტოვებს თავისთან. ბევრ ადამიანს თეთრი (და არამარტო თეთრი) შურით შურს მათი, ვისაც აქვს საშუალება, K2-დან თხილამურებით დაეშვას. მძვინვარე ქარი, ზვავები და უჩინარი ღრმულები მხოლოდ დასაწყისია. პროფესიონალმა ამერიკელმა მოთხილამურემ დეივ უოტსონმა (სურათზე) 2009 წელს აისრულა ეს ოცნება, შვედი ფრედრიკ ერიქსონი კი სამწუხაროდ ამ წამოწყებას შეეწირა 2010 წელს და დაიღუპა.

it11b
6. ნიუ-იორკის Empire State Building-ზე ორჯერ მაღალი (910 მ) კლდე ელ კაპიტანი იოსემიტის ეროვნულ პარკში მდებარეობს და ყოველწლიურად სიძნელის უფრო მეტ მოყვარულს იზიდავს. ამ საქმეში პიონერები იყვნენ 1958 წელს უორენ ჰარდინგი, უაინ მერი და ჯორჯ ვაითმორი, რომელთაც ამისთვის 47 დღე დასჭირდათ. დღესდღეობით კი კლდეზე მცოცავებს რამდენიმე საათი ჰყოფნით. ზემოდან ულამაზესი ხედი იშლება, რაც მნახველს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.

j9yne
7. ქვიშის ყველაზე ვრცელი და ფართო ზღვა, მთლიანობაში 8.5 მილიონი კმ². საჰარას ბევრი მოგზაური შეუტყუებია თავისთან, რომლებსაც გამკლავება უწევდათ საშინელ ქარებთან, მტრულად განწყობილ ტომებთან, წყურვილთან და არაბუნებრივ სიცხესთან. დღესდღეობით ბევრი მამაცი ადამიანი ცდილობს საჰარას დალაშქვრას ფეხით, აქლემით ან 4X4-ზე ყველგანმავლით. თან მიაქვთ თავდაცვის უამრავი მექანიზმები, მაგრამ რამე ისე თუ ვერ გააკეთე, გადარჩენის შანსი მაინც მცირეა. მხოლოდ ადგილობრივმა მომთაბარე ხალხმა იცის ზუსტი გზა და უდაბნოს ყველა წერტილი ზეპირად, ბედის ანაბარა წასული ადამიანი კი კვირებისა და თვეების განმავლობაში ვერაფერს იხილავს, გარდა ქვიშისა.

ufnbm
8. მხოლოდ მცირეოდენი ბედავს, ჩაჯდეს კაიაკიში და გადმოხტეს ჩანჩქერიდან. გონზე მოსვლას ალბათ ვერც მოასწრებთ, რომ უკვე ქვემოთ, მდინარეში ხართ, რასაც სულ მინიმუმ, მცირეოდენი ტკივილი მოჰყვება. გასულ წლებში რამდენიმე ახალგაზრდა თავზეხელაღებულმა გაბედა და ისკუპა. მაგალითად 2009 წელს ტაილერ ბრეტი გამოჰყვა 57 მ სიმაღლის ნაკადს პალუსის ჩანჩქერზე (სურათზე) და 3.7 წამში დაფარა ის. “მე მინდოდა ამის გაკეთება, რადგან ვიცოდი, რომ დავძლევდი. რაც მაქეზებდა, იყო ის, რომ არ მიმაჩნდა შეუძლებლად.”

63oh4
9. როგორც წესი, ლავის დანახვა ახლოდან არავის სურს, თუმცა არიან გამონაკლისები ჯეფ მაკლის მეთაურობით, რომლებიც ვანუატუს ვულკანებისკენ მიეშურებიან და და 200 მეტრის სიღრმეზე ჩადიან, რომ გავარვარებული მასით ახლოდან დატკბდნენ. გარდა იმისა, რომ ვულკანი არასტაბილურია, მის სიახლოვეს ჩვეულებრივი მოვლენაა მომწამლავი აირები, საშინელი სიცხე, მოძრავი ლოდები და მოულოდნელი აფეთქებები. თუმცა ცხადია, სიცოცხლისთვის საშიში არ ნიშნავს შეუძლებელს.

oizf0
10. ექსტრემალური პირობების ძიებაში ადგილი აღარ დატოვეს აუთვისებელი და ჩრდილოეთ პოლუსსაც მიუახლოვდნენ. გასულ წლებში 6 კაციანმა ჯგუფმა ლაფოტენის კუნძულის (ნორვეგია) ტალღებზე ინებივრა სერფინგის დაფით (სურათზე). მოთხილამურემ კრის დევენპორტმა კი შეკრიბა ღონიერი ხალხი და ანტარქტიდის ჯერ კიდევ უსახელო მთებზე ისრიალეს. მსოფლიოს ყველაზე ცივ ადგილას წასვლა და ყინულის სამეფოში მოგზაურობა მართლაც რომ დიდ მამაცობას მოითხოვს. ამას ემატება ის გრძნობაც, რომ აკეთებ იმას, რაც ჯერ ვერავინ შეძლო.

cagmr
11. 1931 წელს ავსტრიელებმა შექმნეს სასრიალო დაღმართი ჰანენკამის მთებში, რომელიც დღემდე უკონკურენტო ადგილია ექსტრემისთვის. მისი მთლიანი სიგრძეა 3312 მ, სიმაღლე კი 85 მ. ყოველ წელს ტარდება შეჯიბრიც, სადაც საპრიზო ფონდი 550 000 ევროა. დაშვებისას შეიძლება 140 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება. შეჯიბრს სტუმრობს 85 000 შვეიცარიელი და ავსტრიელი გულშემატკივარი.

wheor
12. მიუხედავად მრავალი საფრთხისა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის სნეულებებს, წურბელებს, იაგუარებს, ბეისბოლის ბურთის ზომის ტარანტულებსა და მდინარის პრეისტორიულ ქმნილებებს, ამაზონი თავგადასავლების მაძიებელთა შეკრების ადგილია და იზიდავდა ისეთ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ პერსი ჰარისონ ფოსეტი, თეოდორ რუზველტი და რა თქმა უნდა, ინდიანა ჯონსი. 4000 მილის (6437 კმ) სიგრძის გზა საკმაოდ ძნელი გადასალახია და კარგი ფიზიკური ამტანობა სჭირდება, თუმცა ეს ნაკლებად აშინებს ვინმეს, თუნდაც ბრიტანელ ედ სტაფორდს, რომელმაც ეს გზა 2010 წელს დაფარა.


13. ალბათ ადამიანი ერთადერთი სახეობაა, რომელიც ძალით იგდებს თავს საფრთხეში და ამასთან, ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე აქვს ფეხი დადგმული. ერთ-ერთი ასეთი მწვერვალია მთა იალბუზი, რომელიც ეკუთვნის კავკასიონს, მდებარეობს საქართველოს საზღვართან ახლოს და არის რუსეთის შემადგენლობაში. მისი სიმაღლეა 5642 მ და არამარტო რუსეთში, არამედ ევროპაშიც ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლება. მის დასაპყრობად სხვადასხვა დროს წასულან ადამიანები 17-დან 73 წლამდე, მოთხილამურეები და მთამსვლელები, იაპონელები და ლატვიელები, ქუვეითელები და არგენტინელები.


14. ბაჰამას წყლის სიღრმეებში ჩასულს თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაეშლება, ბუნებრივად ჩამოყალიბებული კირქვის გამოქვაბულები და ე.წ. ლურჯი ხვრელები. უფრო ქვემოთ კი დაგხვდებათ უძველესი ნაშთები და ნამარხები. მხოლოდ ცოტას ძალუძს, გადალახოს მომწამლავი აირით გაჯერებული შრეები და ჩავიდეს ქვედა ფენებში, სადაც 10 000 წლოვან ქვის კლდეებსა და გამოქვებულებს იხილავს, გამოქვაბულებში კი სტალაქტიტებს, პრეისტორიული ადამიანის ნარჩენებს, ნიანგისა და კუს გადაშენებული სახეობების ჩონჩხებს. ვისაც ეს ბედნიერება ხვდება წილად, დარწმუნდება, რომ ბაჰამას გულში სხვა სამყარო ცოცხლობს.

43sho
15. ალასკას პრუდოუს ყურიდან არგენტინის ტიერა დელ ფუეგოს არქიპელაგამდე დაახლოებით 32 000 კმ-იანი გზაა, რომელიც მოიცავს მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ციცაბო მთებსა და 14 ქვეყანას: კანადას, აშშ-ს, მექსიკას, გვატემალას, სალვადორს, ჰონდურასს, ნიკარაგუას, კოსტა რიკას, პანამას, კოლუმბიას, ეკვადორს, პერუს, ჩილესა და არგენტინას. ველოსიპედით ამ მანძილის დაფარვას 2 წელიწადი სჭირდება, რასაც დათანხმდება მხოლოდ ისეთი, ვისთვისაც ველოსიპედი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. გზაში გაეცნობით განსხვავებულ ეთნიკურ რასებს, დაათვალიერებთ ბუნების ღირსშესანიშნაობებს, დაგეუფლებათ შიში, მარტოობა, სევდა, უფრო ხშირად კი აღფრთოვანება და ბედნიერება.

5rf3p
16. მაგელანის შემდეგ დიდი დრო გავიდა. დედამიწის გარშემო მოგზაურობა გაცილებით გაადვილდა და არაოფიციალურად თინეიჯერების გარკვეული ჯგუფებიც კი იბრძვიან იმისთვის, რომ მოიპოვონ დედამიწის გარშემო ყველაზე ახალგაზრდა მოგზაურის ტიტული. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზღვები და ოკეანეები ისევ ისე ბობოქრობენ, როგორც მაგელანის დროს და დიდი შანსია, 30-40 მეტრიან ტალღებსაც “გადააწყდეთ”, რომლებიც ანძას ნაკუწებად აქცევენ. ყველაზე მეტად კი მაშინ დაგეუფლებათ სიამაყე, თუკი დედამიწის გარშემო ზღვით სრულიად მარტო იმოგზაურებთ.

lb66w
17. ფილმ “ყბების” წყალობით მილიონობით ადამიანი უფრთხის ზვიგენს და მასთან მიახლოებასაც კი სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევს, თუმცა არიან მამაცებიც, რომლებიც მტაცებელთან ახლოს მისვლას ბედავენ. ასეთია მაგალითად ჯებ კორლისის გუნდი, რომელიც მექსიკაში ესტუმრა ზვიგენების ერთ-ერთ უმსხვილეს წარმომადგენელს, გიგანტურ თეთრ ზვიგენს. National Geographic-ის ფოტოგრაფ ამოს ნაქუმის განცხადებით, ზოგჯერ დისტანციას 1 ფუტამდეც (30 სმ) ამცირებდნენ, მტაცებელი კი ჩვეულებრივ ჩაუვლიდა ხოლმე მათ. შეიძლება იმიტომ, რომ ამ სახეობის ძირითად მენიუში ადამიანი არ შედის, თუმცა სიმშვიდე და სიფხიზლე მაინც საჭიროა.

oo3t9
18. მონტ ბლანკის ტური ფეხით დასაფარი ყველაზე გრძელი და ყველაზე პოპულარული გზაა ევროპაში. ის მოიცავს დაახლოებით 170 კმ-ს და მიუყვება სამი ქვეყნის ტერიტორიას – შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი. წინ გელით ცოცვა და ძრომიალი 9200 მ მანძილზე, ერთსაათიანი ბობღვა აღმართზე, სადაც ზოგიერთი ლოდის ზომა ადამიანის ნახევარია, ასევე დაღმართები, სადაც თავის შეკავება და ნელა ჩასვლა ძალიან ძნელია. თუმცა ეს მხოლოდ სტიმულია მათთვის, ვინც ამ რთულ პროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტს. ამ ყველაფერს ემატება არაჩვეულებრივი ხედები მონტ ბლანკიდან და გულთბილი მისალმებები ადგილობრივი მოსახლეობისგან.

g435p
19. ნიჩბოსნებისთვის მისწრებაა ციმბირის მდინარე ბაშკაუსი. 219 კმ-ის მანძილზე მოგიწევთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ბობოქარ ტალღებს, რომლებიც ლოდებს მოაგორებენ თან. 2010 წელს “ადიდასის” სპონსორობით აქ შეჯიბრი ჩატარდა და მონაწილის, სემ სატონის (სურათზე) განცხადებით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, სახიფათო და რთული თავგადასავალი მის ცხოვრებაში. 1976 წელს აქ 6 გამოცდილი კაიაკერი დაიღუპა, მათ პატივსაცემად ნაპირზე მემორიალია აგებული.

dgn0i
20. ვენგერის სახელობის ექსპედიცია ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც ჩილეში, პატაგონიის მთებში ტარდება. პატაგონიის ყველაზე უხეში მონაკვეთების გავლას, რომელიც სიგრძეში 565 კმ-ზეა გადაჭიმული, 4-დან 10 დღემდე სჭირდება. მონაწილეებს მხოლოდ უბრალო რუკები და კომპასები აქვთ. დიდ ნაწილს ფეხით გადიან, შიგადაშიგ კაიაკსაც იყენებენ, დღე-ღამეში რამდენიმე საათი სძინავთ. ურთულესი პირობების მიუხედავად, მონაწილეებს უხარიათ ამ ყველაფრის გამოცდა, რადგან ნახულობენ ისეთ ადგილებს, რომლებიც ადამიანთაგან მხოლოდ მცირეოდენს უხილავს.

=======================
ეს იყო პირველი 20 მაგალითი ეგზოტიკური გართობისა. შემდეგ მაგალითებს იხილავთ მეორე ნაწილში.

ზი ენდ :mamao:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button