გართობაუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 13

1337626131 black and white claws devil hand nails newspaper favim.com 84585

საშიში ისტორიები ნაწილი 13

1.ერთ გოგონას მოხუცი მშობლები ჰყავდა. დედა 45 წლის იყო, მამა კი – 50-ის. ახლა გოგონა ცხრა წლისაა, დედა – 54-ის, ხოლო მამა – 59-ის.

მშობლები ხშირად ავადმყოფობდნენ. გოგონა პატარა და სუსტი იყო, ასე რომ, ისიც ხშირად ხდებოდა ავად. მშობლები ძალიან წუხდნენ ასეთი მდგომარეობის გამო. ისინი მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევდნენ და სპორტით იყვნენ გატაცებულნი.
ერთხელ ოჯახი ტელევიზორს უყურებდა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ძალიან სასარგებლოა შიშველი ფეხით მიწაზე სიარული. მშობლებს ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ, მაგრამ ზამთარი იყო, მაისამდე, როდესაც შიშველი ფეხით შეძლება მიწაზე სიარული, დიდი დრო რჩებოდა. მამამ იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მიწას სახლში, იატაკზე დაყრიდნენ. დედას ეს აზრი ძალიან მოეწონა.
ისინი ვიღაცას შეუთანხმდნენ და სახლთან მიაყვანინეს მანქანა, რომელშიც მიწით სავსე ტომრები ეწყო. მტვირთავები დარბოდნენ, ტომრები სახლში შეჰქონდათ და მიწას პირდაპირ იატაკზე ყრიდნენ. სახლში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ოქროსფერი პარკეტი ბზინავდა, ახლა შავი მიწა ეყარა.
მშობლები მთელი საღამო მოძრაობდნენ სახლში, ტკბებოდნენ ახალი შეგრძნებებით, თუმცა, გოგონას რატომღაც არ მოეწონა ეს მიწა. მას ისეთი საშინელი სუნი უდიოდა, რომ იქიდან გაქცევა მოგინდებოდათ, გაქცევა ისეთ ადგილას, სადაც პარკეტი, ხალიჩა ან ლინოლიუმია.
რამდენიმე დღეში მიწიდან ბალახი ამოიწვერა და გაჩნდა ბილიკები, ისევე როგორც ქუჩაში. იქ, სადაც ყველაზე ხშირად ხვდებოდა ფეხი, მიწა დაიტკეპნა, ხოლო სადაც ნაკლებად – პირვანდელ ფორმას ინარჩუნებდა. მშობლები ბედნიერები იყვნენ. ამბობდნენ, რომ საკუთარ მიწაზე დადიოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, მიწაზე ყვევილები ან რაიმე სხვა მცენარეები დაეთესათ.
მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. შემდეგ აი რა მოხდა: გოგონა ღამით ტუალეტში გავიდა. უცებ ვიღაცამ ფეხზე წაავლო ხელი. შეშინებულმა გოგონამ დაიყვირა, ცდილობდა გაეთავისუფლებინა ფეხი, მაგრამ ამ დროს იგი მეორე ხელმა დაიჭირა. მან თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა, შემდეგ კი დაინახა მიწიდან ამოსული გახრწნილი ხელები. ისინი მას იჭერდნენ, ბავშვი ყვიროდა, მაგრამ საშველად არავინ მისულა. გოგონამ იქვე ტილოების საჭრელი დიდი ჟანგიანი მაკრატელი დაინახა, აიღო და მისი საშუალებით ცდილობდა თავის დაღწევას. ძვლები დაიმტვრა და ხელებიც გაქრნენ. გოგონა მშობლების ოთახში გაიქცა, სადაც ნახა, როგორ ჭამდნენ მატლები მის მშობლებს.
აღმოჩნდა, რომ ეს მიწა მუშებმა სასაფლაოდან მოიტანეს. ისინი საფლავებს თხრიდნენ, ხოლო მიწას კი ტომრებში ყრიდნენ.

2.ერთი გოგონა ძალიან ცრუმორწმუნე იყო. ბებიამ მას ასწავლა, რომ მელოტს თუ დაინახავდა, ცალი თვალით უნდა შეეხედა მისთვის, თორემ თვითონაც გამელოტდებოდა; თუ მზე ანათებდა და თან წვიმდა, პირჯვარი უნდა გადაეწერა. და რათქმაუნდა, თუ შავი კატა გადაურბენდა გზაზე, სხვა გზით უნდა წასულიყო, ან დაეცადა სანამ სხვა ვინმე გაივლიდა, თორემ მალე უბედურება შეემთხვეოდა.
გოგონა ყველაფერს ზუსტად აკეთებდა და ეს შველოდა კიდეც, თუმცა შავ კატას მისთვის არასოდეს არ გადაურბენია გზაზე. ყოფილა წითური კატაც, კოპლებიანიც, ნაცრისფერიც, ჭრელიც, მაგრამ შავი – არასდროს.
ერთხელაც, გოგონამ ნახა შავი კატა. მან გზაზე გადაირბინა, გოგონამაც დაიწყო ლოდინი, სანამ ვინმე არ გამოივლიდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. ცოტა ხანში ერთმა ჯოხიანმა მოხუცმა გამოიარა. გადააბიჯა კატის გადარბენილს, გზა გააგრძელა და ცოტა ხანში წაიქცა. მოხუცმა ლანძღვა დაიწყო, ხოლო გოგონამ თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან მოხუცი არ გააფრთხილა კატის შესახებ, თუმცა რაღას იზამდა. იგი სახლისაკენ გაიქცა, მაგრამ გზა კიდევ ერთმა კატამ გადაუჭრა. ბავშვმა იფიქრა რომ ეს ის კატა იყო, თუმცა ცდებოდა. ეს კატა წინაზე პატარა იყო. მან კატას დაუძახა. კატა გაჩერდა და უკან გაბრუნდა. გამოდის, რომ გზაზე არ გადაურბენია! გოგონამაც თამამად განაგრძო გზა, თუმცა ამჯერად მას ერთდროულად სამმა კატამ გადაირბინა გზაზე, სამი მხრიდან. გოგონა ადგილიდან ვერ იძვროდა. დაიწყო ლოდინი. მანქანები მოძრაობდნენ, ის კი შუა ქუჩაში იდგა და მოძრაობას ხელს უშლიდა. მძღოლები უყვიროდნენ, ეჩხუბებოდნენ,ის კი ისევ იქ იდგა.
გამოიარა სასწრაფოს მანქანამ, მოხუცის დასახმარებლად მიდიოდა. გოგონა იძულებული გახდა უკან დაეხია, ფეხი დაუცდა და საკანალიზაციო ჭაჩი ჩავარდა, სადაც თითქმის მდუღარე წყალი ესხა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღმოჩნდა, რომ ერთი ბოროტი კაცი სპეციალურად ამრავლებდა შავ კატებს და როდესაც მათმა რიცხვმა 33-ს მიაღწია, გამოუშვა გარეთ ცრუმორწმუნე ხალხის შესაშინებლად.

3.ერთ-ერთ სკოლაში რემონტისთვის ფულს აგროვებდნენ. ერთმა ბიჭმა არ მიიტანა ფული, რადგან, დედამისის აზრით, ისინი არ იყვნენ ვალდებულნი. მასწავლებელი ბიჭზე ძალიან გაბრაზდა.

გავიდა დრო. მათემატიკის საკონტროლო იყო. მასწავლებელმა ყველას მისცა ტესტი, თუმცა ამ ბიჭის ტესტი განსხვავებული, უცნაური იყო: „სამ ყუთში აწყვია ბანანი. ერთად ისინი 40კგ-ს იწონის. პირველ ორ ყუთში – 22კგ, ხოლო მესამეში რაღაც მოკვდა. ამოცანა გვეკითხება: რატომ იყო მაიმუნი ასეთი ძუნწი?“ ბიჭი დაფიქრდა და უპასუხა: „18კგ“, რაშიც ორიანი მიიღო.
სახლში მან დედას მოუყვა ამ ამოცანის შესახებ. დედამისი განაწყენდა. იგი მიხვდა, რომ მასწავლებელი მის შვილს დასცინოდა, რადგან რემონტის ფული არ მიიტანა.
ბიჭი სახლში ზის, მეცადინეობს, თუმცა გონებიდან ვერ იგდებს იმ უცნაურ ამოცანას: „სამ ყუთში აწყვია ბანანი…“ ის დასაძინებლად დაწვა. მთელი ღამე ბანანის სამი ყუთი ესიზმრებოდა. ერთში 11კგ იყო, მეორეშიც, ხოლო მესამეში – 18კგ და მკვდარი მაიმუნი.
გავიდა რამდენიმე დღე. ბიჭს ისევ ის კოშმარი ესიზმრებოდა. ერთხელაც, მას ისევ დაესიზმრა მაიმუნი, ოღონდ, ცოცხალი. მან მასწავლებლის ხმით უთხრა: „გთხოვ, მაჭამე!“ ბიჭმა ყუთიდან ბანანი ამოიღო და მისცა მაიმუნს. ამ დროს საშინელი ტკივილისგან გამოეღვიძა. ხელებზე დაიხედა. თითები აღარ ჰქონდა.. ის საავადმყოფოში წაიყვანეს.
სხვა ბავშვები სკოლაში მივიდნენ და დაინახეს მასწავლებელი, რომელიც იღიმებოდა, პირი კი სისხლიანი ჰქონდა.

4.ისტორია, რომელზეც ორი ფილმია გადაღებული, ნამდვილად მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1974 წლის 14 ნოემბერს ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა.

ოპერატორი:გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
უცნობი:სასწრაფოდ გამოგზავნეთ დახმარება, აქ… ექვსი გვამია, ყველანი დაიღუპნენ… სროლა იყო.
ოპერატორი: სერ, დამშვიდდით და ისე მითხარით რა ხდება, სად ხართ?
უცნობი: ბარში ვიყავით, როცა ბავშები შემოვარდნენ და გვითხრეს, რომ დეფოების სახლში სროლაა… ჩვენც უკან გავყევით და … ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
ოპერატორი:თუ შეიძლება ზუსტად ჩამაწერინეთ მისამართი, სად ხართ?
უცნობი: ამიტვილი, მარჯვნივ მერიკის გზიდან, 1–12.
ოპერატორი: დაწყნარდით სერ, დახმარება მალე მოვა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს დეფოების 7 კაციანი ოჯახიდან 6 გვამი დახვდათ, მხოლოდ უმცროსი დეფო გადაურჩა სისხლიან სასაკლაოს და სწორედ ის დააპატიმრეს ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

რონალდ დეფომ აისრულა თავისი ამერიკული ოცნება, როცა იყიდა ეს სახლი ლონგ აილენდზე, ის თავდაუზოგავად მუშაობდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საკმარისი შემოსავალი ჰქონოდა და თავისი ოჯახი შეენახა. რონალდი ძალიან მკაცრი და უხეში კაცი იყო, მას მის ცოლს ლუისს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ხმაურიანი ჩხუბები. თავის შვილთან, რონალდ ჯუნიორთან, იგივე ბატჩთან ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო.

მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წარმოიდგენა, უმცროსმა დეფომ მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი და–ძმა ძილში გამოასალმა სიცოცხლეს და არც დედ–მამა დაინდო. ხმები დადიოდა მისი სულიერი ავადმყოფობის შესახებ. ხალხს უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭმა ეს საღ გონებაზე მყოფმა გააკეთა.

ერთი წლის მერე ჯორჯ და კეით ლატსები თავისი სამი შვილით გადავიდნენ ამ დაწყევლილ სახლში, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. უცნაურმა მოვლენებმაც მაშინ დაიწყო განვითარება. ჯორჯი ძალიან შეიცვალა, დაიწყო სმა, ხშირად ესმოდა დემონური ხმები და ხედავდა მოჩვენებებს, მაგრამ ამას სასმელს აბრალებდა. სახლში თავისით იღებოდა და იკეტებოდა კარები, ქრებოდა შუქები და ისმოდა უცნაური ხმები.

ამას დაემატა ისიც, რომ უცროსმა შვილმა აიჩემა ერთი სიტყვა, რომელსაც ხშირად იმეორებდა და ყველგან წერდა, სადაც შეეძლო, ეს იყო redrum, ერთხელაც შეძრწუნებულმა კეიტმა უკუღმა წაიკითხა ეს სიტყვა და მიხვდა, რასაც ნიშნავდა.

ჯორჯი ირწმუნებოდა, რომ ამ სახლში საშინელი ენერგია იყო გამეფებული, რომელიც ადამიანს მკვლელობების ჩადენისკენ უბიძგებდა, ის აღარ იძინებდა სახლში და ყველგან იარაღს ატარებდა.

როგორც ჰყვებიან, ამ ამბავმა ტრაგიკული დასასრული მიიღო, როცა ჯორჯმა ნაჯახით დახოცა თავისი ოჯახის წევრები ბაღში და თვითონაც თავი მოიკლა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი უკვე ლეგენდაა, მოგონილი, რადგან ლატსებმა მალევე დატოვეს ეს დაწყევლილი სახლი და წავიდნენ.

ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს სახლი, რომელიც კარგად ჩანს ორიგინალ ფილმში, ძალიან საშიში და ბნელი შენობა უცნაური ნაგებობით, თითქოს ორი დიდი თვალი იყურება იქიდან.

5.წლების წინ იაპონიაში, ღამით გადიოდა ტელეგადაცემა, რომელიც პარანორმალურ მოვლენებს ეხებოდა.

ერთხელ წამყვანმა სტუდიაში მყოფი ადამიანებიდან სამი გოგონა აარჩია. გოგონები გადამღებ ჯგუფთან ერთად უნდა წასულიყვნენ დაწყევლილ შენობაში. ისინი შენობაშიშევიდნენ. მათ პატარა ხმაურიც კი აშინებდა. ყველაფერი დაათვალიერეს, მაგრამ უცნაური ან საშიში რამ არ მომხდარა.

შენობიდან გამოვიდნენ. გოგონები ტიროდნენ, ტელემაყურებლებს კი გაეცინათ – ცუდი არაფერი არ მომხდარა და რატომ ტიროდნენ?

ერთმა ფოტოგრაფმა გოგონებს სურათი გადაუღო. ფოტოზე პირველი გოგონა სულ შავი იყო, მეორეს გარშემო თეთრი ორთქლი ტრიალებდა, მესამეს კი თავი არ ჰქონდა.

მალე პირველი გოგონას სახლში ცეცხლი გაჩნდა. ამ დროს გოგონას ეძინა. მისი დამწვარი და გაშავებული სხეული სახლიდან გამოიტანეს.

გადაცემის წამყვანმა ამის შესახებ გაიგო და კარგი შოუს დადგმა მოინდომა. დარჩენილი ორი გოგონა სტუდიაში მიიწვია. მხოლოდ ერთი მივიდა. ის წამყვანის გვერდით იჯდა. წამყვანი ამ საშინელ ამბავს ყვებოდა. ხალხს უთხრა, რომ ფოტო რეალური იყო.

უეცრად მაღლიდან სადენები ჩამოვარდა და გოგონას დაეცა. ხალხი ხედავდა როგორ კვდებოდა გოგონა. მის გარშემო თეთრი ორთქლი ტრიალებდა.

– გადაიღეთ! – ყვიროდა წამყვანი – გადაიღეთ! არაფერი არ გამოტოვოთ!

მალე სტუდიაში მესამე გოგონას დედა შემოვარდა. სისხლიან ხელებში რაღაც ეჭირა. წამყვანთან მივიდა და მაგიდაზე თავისი შვილის თავი დაუდო.

– აი რა უქნა ჩემს შვილს თქვენმა გადაცემამ! – უთხრა ქალმა.

თურმე მესამე გოგონა დედასთან ერთად მიდიოდა სტუდიაში. აგვიანდებოდათ და ტაქსის მძღოლს სთხოვეს, რომ სიჩქარე მოემატებინა. მძღოლი ასეც მოიქცა. ისინი ავარიაში მოყვნენ.

ტელევიზორში ყველაფერი გაუშვეს. ამის შემდეგ წამყვანი გააგდეს, გადაცემა კი დახურეს. ყველა ჩანაწერი გაანადგურეს. ტელევიზიას ამ თემაზე საუბარი აუკრძალეს.

6.ახალგაზრდა შეყვარებულები მანქანით მიდიოდნენ. საჭესთან ბიჭი იჯდა, რომელიც ჯერ უცხო რაიონში მოხვდა, შემდეგ კი უარესი – ტყეში აღმოჩნდა. მალე მანქანას საწვავი გაუთავდა და გაჩერდა.
ტყე, გარშემო მხოლოდ ხეები, სრულიად უცნობი ადგილი და მანქანა, რომელიც ადგილიდან ვერ დაიძვრებოდა – საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. ორივე შიშმა აიტანა.
– რამე უნდა გააკეთო! – უთხრა გოგონამ.
ბიჭმა იფიქრა და წასვლა გადაწყვიტა, იმიტომ, რომ იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა.
– მანქანაში ჩაჯექი, ფანჯრები ჩამოსწიე, კარებები დაკეტე და გარეთ არ გამოხვიდე! შევეცდები მალე დავბრუნდე.
ერთმანეთს აკოცეს და ბიჭი წავიდა. გოგონა მანქანაში ჩაჯდა და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც შეყვარებულმა უთხრა. უყურებდა რომ ბიჭი მიდიოდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მას უკანასკნელად ხედავდა.
მალე გაიგო ხმა: ტუკ, ტუკ, ტუკ.
მანქანის სახურავს რაღაც ეცემოდა, ანდა ვიღაც ხელს სუსტად ურტყავდა. შეშინებულმა გოგონამ მანქანიდან გადასვლა ვერ გაბედა. ხმა არ ჩერდებოდა და გოგონაც საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ საბოლოოდ დაეძინა.
როცა გაეღვიძა დაინახა, რომ მანქანის ფანჯრები სულ წითელი იყო. გაიგო მანქანის მოახლოვების ხმა. მანქანა გაჩერდა.
– მანდ ვინმე არის?! – გაიგო უცნობის ხმა – მანქანაში ვინმე არის?!
– მე ვარ! ბენზინი გათავდა და ჩემი შეყვარებული დახმარების მოსაყვანად წავიდა!
– კარგი! ახლა მომისმინე! მე პოლიციელი ვარ! მანქანიდან გადმოდი და ჩემთან მოდი, ისე, რომ უკან არ მიიხედო!
გოგონა მანქანიდან გადავიდა. პოლიციელი და პოლიციის მანქანა დაინახა.
– უკან არ მიიხედო!
გოგონა მისკენ მიდიოდა. ცნობისმოყვარეობამ სძლია და უკან მიიხედა – დაინახა ხეზე ფეხებით დაკიდული, თავმოჭრილი შეყვარებული. სისხლი ჩამოდიოდა და მანქანის სახურავს ეცემოდა. სწორედ ამის ხმა არ ასვენებდა გოგონას.

7.ძველი ლეგენდის თანახმად ერთ სოფელში ცხოვრობდა ძალიან კარგი და წყნარი ოჯახი. ეს ოჯახი რელიგიური იყო და თითქმის ყოველთვის როცა თავისუფალი დრო ქონდათ ეკლესიაში ლოცვების კითხვაში ატარებდნენ. ოჯახს ყავდა 2 წლის ბავშვი მას სანდრო ერქვა. სანდრო საყვარელი და ზრდილობიანი ბავშვი იყო სოფელში ყველას უყვარდა და ყველა თავს ევლებოდა ოჯახში განებივრებული და მხიარული ბიჭი იყო. მარტო ერთი ბიჭი ყავდათ და მთელი ყურადღება მასზე ქონდათ გადატანილი.გავიდა წლები სანდრო უკვე 4 წლის იყო. სანდროს გაზრდასაც რელიგიურად ცდილობდნენ და უნდოდათ პატარობიდანვე მიჩვეულიყო ეკლესიაში სიარულს ამიტომ ხშრად დაყავდათ ეკლესიაში. ერთხელ როცა მამაო ეკლესიაში ლოცვებს კითხულობდა სანდრომ ეკლესიის კარებს მოკიდა ხელი რომ გაეღო ამ დროს კარები ჩამოვარდა სანდროს დაეცა და ეკლესიის კარმა იმსხვერპლა სანდრო. შეიქმნა ძალიან დიდი გლოვა ყველა გაკვირვებული იყო რადგან ამ ოჯახზე ყველამ იცოდა რომ კეთილი ხალხი იყო და ცუდი არაფერი ქონდათ ჩადენილი. ვერ ხვდებოდნენ რატომ მოექცა ღმერთი ასე ცუდათ ყველამ ინერვიულა სანდროს გარდაცვალება რა თქმა უნდა განიცდიდნენ მშობლებიც სანდრო მათი ერთადერთი შვილი იყო ამის შემდეგ მათ არც გაუჩენიათ მეორე შვილი. სანდროს ბებიამ როცა ეს ამბავი გაიგო თავის მოკვლაც კი სცადა მაგრამ შეაჩერეს და გადაარჩნეს. წლების შემდეგ ბებიამ თქვა რომ მისმა ქმარმა ეკლესიის ეზოში მოკლა თავისივე ნათესავი ამიტომ ეს ცოდვა გადასულა იმ პატარა დ აუმწეო სანდროზე რომელმაც ბაბუის ცოდვების გამო ასე ცუდატთ დაასრულა ცხოვრება. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ რომ ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ ჩადვიდინოთ რაც დიდი ცოდვაა და მიუტევებელი ასეთი ცოვდები არასოდეს არ დაიკარგება და გადაეცემა მომავალ თაობებს….

8.ეშმაკის საცოლე

ბავშვობაში ზაფხულში ბებოსთან ვისვენებდი სოფელში. მახსოვს ერთ საღამოს გაბრაზებული შევვარდი სახლში და ვყვიროდი, ეშმაკია, ეშმაკი, ნამდვილი ეშმაკი-მეთქი. ბებომ მკითხა, ვის ვეძახდი ეშმაკს. ერთმა ბავშვმა გამაბრაზა, რომელიც დაუსრულებლად კიკინებზე მქაჩავდა და ჩემი თმით გათრევას ცდილობდა, ჩემთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ჩემი გაბრაზება კი საოცარ სიამოვნებას გვრიდა და გაბადრული ნეტარი სახით მიყურებდა ხოლმე.
ბებომ მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დავუკვირდეთ თითოეულ სიტყვას რომელსაც ვამბობთ, რომ არსებობს საკრალური, საბედისწერო სიტყვები, რომელთა თქმის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს. რომ მრისხანებას არ უნდა მივცეთ უფლება ვთქვათ ის, რაც სამუდამო დაღს დაგვასვამს. ბებომ მითხრა, რომ ამ სამყაროში არათუ არც ერთი სიტყვა, არამედ არც ერთი ფიქრი არ იკარგება და რომ სიტყვებსა და აზრებს აქვთ ძალა. მერე კი ერთი ამბავი მიამბო.
ბებომ თქვა რომ ეს ამბავი გადმოცემით იცოდა თავისი ბებოსგან. მაშ ასე:
დიდი ხნის წინათ, სამაჩაბლოსთან ახლოს მდებარე ერთ სოფელში ერთი ქვრივი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა გიორგი. მზე და მთვარე ამოსდიოდა გიორგიზე. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ სიყვარული და კეთილი გული მუდამ ებადათ. გიორგი რაც თავი ახსოვდა თავის მეზობელ და შემდეგ კლასელ ანაზე იყო შეყვარებული. ანა ლამაზი იყო, მუდამ თოჯინასავით აცმევდნენ, სოფელში ერთ-ერთი ყველაზე წარმოსადეგი და შეძლებული ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. განებივრებული. ბედისწერას ყველაფერი მიეცა ანასთვის, სილამაზე, ჭკუა, მოსიყვარულე და შეძლებული ოჯახი. თუმცა ცხოვრება ბოლომდე ვის გაახარებს.. ასეთია ცხოვრების ბორბალი, ხან ზემოთაა ხან ქვემოთ..
მთელს სოფელს ქორწილში მოეყარათ თავი. უკვე 17 წლისები იყვნენ, შეღერებულნი, აყვავებულნი. ანა ხომ თავისი სილამაზით პატარძალს აჭარბებდა. ყველა იმას კითხულობდა ვინ იყო, ვისი შვილი იყო. ანაც ამაყი და თავმომწონე შეხედვის ღირსადაც არ ხდიდა თანასოფლელ ბიჭებს, სოფელში ხომ ყველა ბიჭს ანა უყვარდა. მაგრამ გიორგის განსაკუთრებულად. გიორგის არასდროს არავისთვის უთვამს თავისი სიყვარულის შესახებ. სხვა ბიჭები თუ ერთმანეთს ეჩხუებებოდნენ და ცემდნენ ანას გამო, გიორგი კრინტსაც არ ძრავდა. გიორგი და ანა მეგობრობდნენ, თუმცა ბიჭს ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებული დამოკდიებულება ჰქონდა გოგოს მიმართ. თვალებშიც კი ძლივს უყურებდა, დიდხანს ვერ საუბრობდა მასთან და თითქოს თავს არიდებდა.
ქორწილში დალიეს ბიჭებმა. გიორგიმაც დალია. პირველად თავის ცხოვრებაში დალია და საიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ძარღვებში. გათამამდა, ხშირ ხშირად გახედავდა ხოლმე ანას, გოგოებში რომ ჩამჯდარიყო ამაყი და უკარება. მერე კიდევ დალია და მიხვდა როგორ მოუნდა მისულიყო ანასთან და ხელი გადაეხვია მისთვის. შეხებოდა მის შავ კულულებს. მერე კიდევ დალია და მიხვდა რომ უკვე აღარ შეიძლებოდა ამ გრძნობის დამალვა. დარწმუნებული იყო რომ ანასაც უყვარდა იგი და რომ ისიც მაშინვე გამოუტყდებოდა თავისი გრძნობის შესახებ.
მერე კიდევ დალია და საცეკვაოდ გადავიდა. უცნაური იყო. ყველა იცნობდა გიორგის როგორც ძალიან სერიოზულს, თავდაჭერილს, ახლა კი სხეულის დამორჩილებაც კი უჭირდა და სასაცილოდ იქნევდა ხელ-ფეხს, მაგრამ უხაროდა. ბედნიერი იყო, უყურებდა ანას და მთელი ქვეყანა მისი იყო.
ქორწილი დასასრულს მიუახლოვდა. მექორწილენი აიშალნენ, ხალხი სახლებში მიდიოდა. ანაც ადგა. თავის მშობლებთან და მეგობარ გოგონებთან ემშვიდობებოდა ნეფე-პატარძალს.
ან ახლა ან არასდროს. ასეთი გაბედული არასდროს ყოფილა გიორგი, არც ასეთი ბედნიერი და არც ასეთი სიყვარულით ჰქონია ოდესმე გული სავსე. ახლავე მივა და ყველაფერს ეტყვის ყველას წინაშე, დაე ყველამ იცოდეს..
გიორგი მიბარბაცდა ანასთან და მის მხლებლებთან. მის წინ დემოსნტრაციულად დადგა, რითიც ხალხის განსაკუტრებული ყურადღება მიიპყრო. უნებურად ყველა გაჩუმდა და მას მიაჩერდა.
-მიყვარხარ და ცოლად გამომყევი.-თქვა გიორგიმ მთელი თავისი არსებით, გაცისკროვნებულმა.
ანა და დანარჩენები გაოგნებულები უყურებდნენ გიორგის. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-მირჩევნია ეშმაკს გავყვე ცოლად, ვიდრე შენ!-იყო პასუხი.
ხარხარი.. ხალხი ხარხარებდა, ანაც იცინოდა, გოგონებიც, ნეფე-პატარძალიც, ანას მშობლებიც.. ყველა..
გიორგიმ ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა, ეგონა რომ მოესმა, რომ რაღაც კარგი ხდებოდა და ამიტომ ხარხარებდა ყველა.
„ამ მათხოვარს თავი ვინ ჰგონია“, „ღორის ტილი ფეხზე დაისვიო“, „ხმელი პური ძლივს აქვთ და ასეთ გოგოს თხოულობს“, „რა თავხედი ყოფილა და როგორ აჩვენებდა თავს“.. ამბობდა ხალხი გიორგიზე, თავებს იქნევდნენ და ამრეზილად უყურებდნენ ბიჭს.
ერთი კვირის მერე, როცა სოფელში ირიჟრაჟა, მამლები აყივლდნენ, ძროხები აბღავლდნენ, გვირილები მზეს მიეფიცხნენ, სოფლის ჰაერი ბებერი ქალის კივილმა გააპო.
ბებერ შავოსან დედას 17 წლის გიორგი ბოსელში ეპოვნა ჩამომხრჩვალი.. ქორიწლის დღის შემდეგ გიორგი აღარავის უნახავს, თუმცა კი ბევრს ლაპარაკობდნენ მასზე, დასცინოდნენ, ათას ჭორებს იგონებდნენ. გიორგის ამბავი მეზობელ სოფლებშიც კი გავარდნილიყო, ანეკდოტივით ყვებოდნენ ბიჭის უიღბლობის შესახებ და ათასგვარ უსხურობას აწერდნენ მას და მის ბებერ დედას.
ბებერმა დედამ დასწყევლა ანა, შემოუთვალა, ეშმაკზე უკეთესი საქმრო არ გენახოს ჩემი შვილის ცოდვითო. ანამ შეიცხადა ეს ამბავი, გაიკვირვა, თქვა მე მხოლოდ ვეხუმრე, რა ჩემი ბრალიაო. სოფელმა ახლა ანას დაუწყო ლანძღვა და ჭორების აგორება. კარგი მიზეზი მიეცათ, უმანკო სულისთვის ტალახი ესროლათ და ისევე გაეთელათ ფეხქვეშ, როგორც გიორგი გათელს ქორწილის დღეს.
გიორგის დაკრძალვას ანა არ დასწრებია. ამბობდა ჩემი ბრალი არ არის ვიხუმრეო, მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობდა. დაკრძალვაზე მისვლა ვერ გაბედა. მხოლოდ მოგვიანებით შებინდებისას მივიდა საფლავზე, როცა აღარავინ იყო სასაფლაოზე. იქვე საფლავთან ხის სკამზე ჩამოჯდა და ახალმიწამიყრილ საფლავს ჩააჩერდა. „მე მხოლოდ ვიხუმრე, არ მინდოდა, რატომ არაფერი მითხარი მანამდე… სულელი ხარ..“-ამბობდა ანა, როცა ხელზე რაღაც ცივის შეხება იგრძნო. სკამზე ბეჭედი იდო, ზუსტად მის მარჯვენა ხელთან. მრგვალი ოქროსფერი ბეჭედი, შუაში დიდი სისხლისფერი თვლით. ანას ბეჭედი მოეწონა, აიღო და შეეცადა შუა თითზე გაეკეთებინა, მაგრამ არ მოერგო. არათითზე გაიკეტა, იქ სადაც საქორწინო ბეჭდებს იკეთებენ. სახლში მისულმა ანამ ბეჭდის მოხსნა რომ სცადა ვერაფერი გააწყო, მერე საპნით. ვერანაირი ხერხებით ვერ მოხსნეს ანას ბეჭედი, რომელიც სწორედ მაშინ უჭრდა თითზე საშინლად, როცა მის მოხსნას ცდილობდნენ. ქალაქში ოქრომჭედელს ჩააკითხეს, მან დიდი ძალისხმევის შედეგად გაჭრა ბეჭედი და ანას მოხსნა, მაგრამ თითზე ბეჭდის ანაბეჭდი დარჩა, მისი გამოსახულება, რომელიც ეგონათ ნელ-ნელა გადავიდოდა, მაგრამ აღარასოდეს გამქარალა ანას თითიდან უხილავი ბეჭდის კვალი.
მალევე გარდაიცვალა გიორგის ბებერი დედაც, უპატრონოდ, გამწარებული, წუთისოფელს დამდურებული.
გავიდა ხანი, დრო ყველაფერს კურნავს, მეხსიერებას აჩლუნგებს, წარსულს ავიწყებს. მართლაც, წარსული მხოლოდ მაშინ არსებობს თუ გავიხსენებთ მას..
ანას მთხოვნელები მიუვიდნენ. ანას ოჯახი დათანხმდა შეძლებულ, კარგი ოჯახის შვილსა და მოხდენილ სასიძოს, ქორწილის დღე დანიშნეს.
 ქორწილის დღეს მაყრები მოადგნენ ანას ჭიშკარს, ანას საქმრო თეთრ ცხენზე ამხედრებული პირველი შევარდა ეზოში. უეცრად ცხენმა უცნაური მოძღაობა გააკეთა, წიხლები და აყარა ბიჭი გადმოაგდო. სასიძომ ადგილზე, ანას თვალწინ დალია სული. უზომო სიხარული, უზომო სევდამა და ტკივილმა შეცვალა.
სოფელი კვლავ ალაპარაკდა, კლავ გაიხსენეს გიორგი და მისი ბებერი დედის წყევლა. კვლვვ მიეცათ საჭორაო მიზეზი. ანასაც გაახსენდა გიორგი, თუმცა მას არც დავიწყებია იგი, ყოველთვის ახსოვდა..
რამდენიმე წლის შემდეგ, ანა კარგი გასატხოვარი ქალი იყო, როცა კვლავ ეწვია ბედი და ხელის მთხოვნელი. ანას უკვე მოხუცებული მშობლებიც დათანხმდენენ და დანიშნეს ქორწილის დღე.
ანა საქორწინო კაბაში გამოწყობილი ელოდა საქმროს, ელოდა დიდხანს და ამაოდ. ამბავი მოუტანეს, საქმროსა და მაყრებს გზაში ციხიდან გამოპარული პატიმრები შეხვედროდნენ და იქვე ერთი დარტყმით მოეკლათ სასიძო. ანას აღარ უკვირდა.
ანას მშობლები დაეხოცა, ის კი კვლავ ეული და მარტოსული იყო. არათუ ხელის მთხოვნელები სოფლელებიც კი გაურბოდნენ მასთან ურთიერთობას, მასთან შეხვედრას. ეშმაკის საცოლეს ეძახდნენ და ამბობდნენ ანასთან ურთიერთობა ვისაც ექნება მათაც დახოცავს ეშმაკიო. ამიტომაც სრულიად მარტო დარჩა უკვე შებერებული ანა. ოჯახიც ნელ-ნელა გაუღარიბდა, სილამაზეც მიდიოდა თვალსა და ხელს შუა. მაგრამ ანა უკმაყოფილო არ იყო.. ფიქრობდა რომ დაიმსახურა.
ანა უკვე 40-ს იყო გადაცილებული, როცა თავისი სოფლელი ქვრივი კაცი ეწვია სახლში. კაცს 3 შვილი ყავდა, ღარიბი იყო. ქალი არ ჰყავდა ოჯახში და ძალიან უჭირდა ბავშვების მოვლა-პატრონობა. ბავშობიდან ყვარებოდა ანა, მაგრამ ვერასდროს გაუბედავდა რაიმე ეთქვა. შესთავაზა გული და ხელი, დარჩენილი ცხოვრების ერთად გატარება.
ანა ღვთის მოშიში ქალი იყო, მიუხედავად იმისა რომ სოფელში ეშმაკის საცოლის სახელი ჰქონდა გავარდნილი, ღმერთის სწამდა, ლოცვებს კითხულბოდა და გიორგისა და დედამისის სულს შენდობას სთხოვდა ცოდვისთვის. ანამ ითხოვა, ჯვარი დაეწერათ მხოლოდ. რადგან მათ ასაკში არც შეეფერებოდათ ქორწილის გადახდა.
ჯვრისწერის დღე დადგა. ანა თავის საუკეთესო კაბაში ჩაცმული და სასიძო ტაძარში იყვნენ და მღვდელი ჯვარს წერდა. ანა გახარებული იყო, ფიქრობდა გიორგიმ უკვე მაპატია ცოდვა და აღარაფერი მოხდებაო. როცა ბეჭდები გაცვალეს, მღვდელი ამბობდა ამიერიდან ცოლ-ქმრად და ამ დროს სასიძო ძირს დაეცა. ის მკვდარი იყო. ანას აღარ უკვირდა..
იმ ღამეს ანამ სიზმარი ნახა. სიზმრად ის შავ ველზე იდგა. ირგვლივ არაფერი იყო, არც ხეები არც ბალახი, არც ყვავილები, მხოლოდ შავი ფერის მიწა და უკუნეთი სიბნელე.. უცებ მის წინ ლანდი აიმართა.. ნელა უახლოვდებოდა, ლანდი ანაზე ორჯერ მაღალი იყო. თავზე წითელი რქები ჰქონდა, დიდი მიჭყლეტილი ცხვირის მაგვარი.. ბანჯგვლიანი სხეული. ეშმაკმა მას მუჭი გაუწოდა, ხელი რომ გაშალა ხელის გულზე ბეჭედი იდო. დიდი წითელ თვლიანი ბეჭედი.
– შენ ჩემი საცოლე ხარ. შენ თვითონ ამირჩიე მე, იმ საღამოს. თვითონ მიხმე, თვითონ გინდოდა ჩემზე გათხოვება. შენ აიღე ბეჭედი სასაფლაოს სკამიდან. შენ გამო უკვე 4 კაცი მოკვდა. შენ ჩემი საცოლე ხარ და ვერასდროს გათხოვდები სხვაზე. – უთხრა საზარელმა ხმამ. ანას სცემდა მყრალი სუნი, რომელსაც აყოლებდა ყოველ სიტყვას უწმინდური.
– უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, მე არ მინდა შენი საცოლე ვიყო. მე შევცოდე და პატიებას ვითხოვ გიორგის გამო, მისი დედის გამო, ყველას გამო.. მე ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი არ ვიქნები არასოდეს.-თქვა ანამ, ეშმაკს ზურგი შეაქცია და წავიდა.
მეორე დილით, ანამ გადაწყვიტა თავისი საქმროს ობლები თავისთან შეეკედლებინა და თვითონ გაეზარდა, რადგან აღარავინ ჰყავდათ. ამის შემდეგ ანას გათხოვებაზე აღარ უფიქრია. სოფელს მოეწონა ანას საქციელი. მართალია, სოფლელები მაინც ეშმაკის საცოლეს ეძახდნენ, მაგრამ უკვე აღარ ეშინოდათ მისი. მეგობრობდნენ მასთან და იღებდნენ დახმარებას მისგან. ანამ შესანიშნავი შვილები აღზარდა, მისცა განათლება და ყველაფერი რაც საჭირო იყო ნორმალური ცხოვრებისთვის. მთელი სიცოცხლე ანა ახალგაზრდებს უამბობდა თავის ამბავს და სთხოვდა მათ, არასდროს ეხსენებინათ იგი, დაფიქრებოდნენ ყოველ თავიანთ სიტყვას და ქმედებას. სისულელის გამო არ შეელახათ სათუთი გრძნობები და ახალგაზრდობაში მოქცეულიყვნენ ისე როგორც დიდები..
და თქვენ ფიქრობთ, რასაც ამბობთ??? ბოლოს როდის ახსენეთ „მისი“ სახელი?)))
ფოტო: ეშმაკის საცოლე<br /><br />
ნაწილი 1<br /><br />
ბავშვობაში ზაფხულში ბებოსთან ვისვენებდი სოფელში. მახსოვს ერთ საღამოს გაბრაზებული შევვარდი სახლში და ვყვიროდი, ეშმაკია, ეშმაკი, ნამდვილი ეშმაკი-მეთქი. ბებომ მკითხა, ვის ვეძახდი ეშმაკს. ერთმა ბავშვმა გამაბრაზა, რომელიც დაუსრულებლად კიკინებზე მქაჩავდა და ჩემი თმით გათრევას ცდილობდა, ჩემთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ჩემი გაბრაზება კი საოცარ სიამოვნებას გვრიდა და გაბადრული ნეტარი სახით მიყურებდა ხოლმე.<br /><br />
ბებომ მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დავუკვირდეთ თითოეულ სიტყვას რომელსაც ვამბობთ, რომ არსებობს საკრალური, საბედისწერო სიტყვები, რომელთა თქმის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს. რომ მრისხანებას არ უნდა მივცეთ უფლება ვთქვათ ის, რაც სამუდამო დაღს დაგვასვამს. ბებომ მითხრა, რომ ამ სამყაროში არათუ არც ერთი სიტყვა, არამედ არც ერთი ფიქრი არ იკარგება და რომ სიტყვებსა და აზრებს აქვთ ძალა. მერე კი ერთი ამბავი მიამბო.<br /><br />
ბებომ თქვა რომ ეს ამბავი გადმოცემით იცოდა თავისი ბებოსგან. მაშ ასე:<br /><br />
დიდი ხნის წინათ, სამაჩაბლოსთან ახლოს მდებარე ერთ სოფელში ერთი ქვრივი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა გიორგი. მზე და მთვარე ამოსდიოდა გიორგიზე. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ სიყვარული და კეთილი გული მუდამ ებადათ. გიორგი რაც თავი ახსოვდა თავის მეზობელ და შემდეგ კლასელ ანაზე იყო შეყვარებული. ანა ლამაზი იყო, მუდამ თოჯინასავით აცმევდნენ, სოფელში ერთ-ერთი ყველაზე წარმოსადეგი და შეძლებული ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. განებივრებული. ბედისწერას ყველაფერი მიეცა ანასთვის, სილამაზე, ჭკუა, მოსიყვარულე და შეძლებული ოჯახი. თუმცა ცხოვრება ბოლომდე ვის გაახარებს.. ასეთია ცხოვრების ბორბალი, ხან ზემოთაა ხან ქვემოთ..<br /><br />
მთელს სოფელს ქორწილში მოეყარათ თავი. უკვე 17 წლისები იყვნენ, შეღერებულნი, აყვავებულნი. ანა ხომ თავისი სილამაზით პატარძალს აჭარბებდა. ყველა იმას კითხულობდა ვინ იყო, ვისი შვილი იყო. ანაც ამაყი და თავმომწონე შეხედვის ღირსადაც არ ხდიდა თანასოფლელ ბიჭებს, სოფელში ხომ ყველა ბიჭს ანა უყვარდა. მაგრამ გიორგის განსაკუთრებულად. გიორგის არასდროს არავისთვის უთვამს თავისი სიყვარულის შესახებ. სხვა ბიჭები თუ ერთმანეთს ეჩხუებებოდნენ და ცემდნენ ანას გამო, გიორგი კრინტსაც არ ძრავდა. გიორგი და ანა მეგობრობდნენ, თუმცა ბიჭს ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებული დამოკდიებულება ჰქონდა გოგოს მიმართ. თვალებშიც კი ძლივს უყურებდა, დიდხანს ვერ საუბრობდა მასთან და თითქოს თავს არიდებდა.<br /><br />
ქორწილში დალიეს ბიჭებმა. გიორგიმაც დალია. პირველად თავის ცხოვრებაში დალია და საიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ძარღვებში. გათამამდა, ხშირ ხშირად გახედავდა ხოლმე ანას, გოგოებში რომ ჩამჯდარიყო ამაყი და უკარება. მერე კიდევ დალია და მიხვდა როგორ მოუნდა მისულიყო ანასთან და ხელი გადაეხვია მისთვის. შეხებოდა მის შავ კულულებს. მერე კიდევ დალია და მიხვდა რომ უკვე აღარ შეიძლებოდა ამ გრძნობის დამალვა. დარწმუნებული იყო რომ ანასაც უყვარდა იგი და რომ ისიც მაშინვე გამოუტყდებოდა თავისი გრძნობის შესახებ.<br /><br />
მერე კიდევ დალია და საცეკვაოდ გადავიდა. უცნაური იყო. ყველა იცნობდა გიორგის როგორც ძალიან სერიოზულს, თავდაჭერილს, ახლა კი სხეულის დამორჩილებაც კი უჭირდა და სასაცილოდ იქნევდა ხელ-ფეხს, მაგრამ უხაროდა. ბედნიერი იყო, უყურებდა ანას და მთელი ქვეყანა მისი იყო.<br /><br />
ქორწილი დასასრულს მიუახლოვდა. მექორწილენი აიშალნენ, ხალხი სახლებში მიდიოდა. ანაც ადგა. თავის მშობლებთან და მეგობარ გოგონებთან ემშვიდობებოდა ნეფე-პატარძალს.<br /><br />
ან ახლა ან არასდროს. ასეთი გაბედული არასდროს ყოფილა გიორგი, არც ასეთი ბედნიერი და არც ასეთი სიყვარულით ჰქონია ოდესმე გული სავსე. ახლავე მივა და ყველაფერს ეტყვის ყველას წინაშე, დაე ყველამ იცოდეს..<br /><br />
გიორგი მიბარბაცდა ანასთან და მის მხლებლებთან. მის წინ დემოსნტრაციულად დადგა, რითიც ხალხის განსაკუტრებული ყურადღება მიიპყრო. უნებურად ყველა გაჩუმდა და მას მიაჩერდა.<br /><br />
-მიყვარხარ და ცოლად გამომყევი.-თქვა გიორგიმ მთელი თავისი არსებით, გაცისკროვნებულმა.<br /><br />
ანა და დანარჩენები გაოგნებულები უყურებდნენ გიორგის. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.<br /><br />
-მირჩევნია ეშმაკს გავყვე ცოლად, ვიდრე შენ!-იყო პასუხი.<br /><br />
ხარხარი.. ხალხი ხარხარებდა, ანაც იცინოდა, გოგონებიც, ნეფე-პატარძალიც, ანას მშობლებიც.. ყველა..<br /><br />
გიორგიმ ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა, ეგონა რომ მოესმა, რომ რაღაც კარგი ხდებოდა და ამიტომ ხარხარებდა ყველა.<br /><br />
„ამ მათხოვარს თავი ვინ ჰგონია“, „ღორის ტილი ფეხზე დაისვიო“, „ხმელი პური ძლივს აქვთ და ასეთ გოგოს თხოულობს“, „რა თავხედი ყოფილა და როგორ აჩვენებდა თავს“.. ამბობდა ხალხი გიორგიზე, თავებს იქნევდნენ და ამრეზილად უყურებდნენ ბიჭს.<br /><br />
ერთი კვირის მერე, როცა სოფელში ირიჟრაჟა, მამლები აყივლდნენ, ძროხები აბღავლდნენ, გვირილები მზეს მიეფიცხნენ, სოფლის ჰაერი ბებერი ქალის კივილმა გააპო.<br /><br />
ბებერ შავოსან დედას 17 წლის გიორგი ბოსელში ეპოვნა ჩამომხრჩვალი.. ქორიწლის დღის შემდეგ გიორგი აღარავის უნახავს, თუმცა კი ბევრს ლაპარაკობდნენ მასზე, დასცინოდნენ, ათას ჭორებს იგონებდნენ. გიორგის ამბავი მეზობელ სოფლებშიც კი გავარდნილიყო, ანეკდოტივით ყვებოდნენ ბიჭის უიღბლობის შესახებ და ათასგვარ უსხურობას აწერდნენ მას და მის ბებერ დედას.<br /><br />
ბებერმა დედამ დასწყევლა ანა, შემოუთვალა, ეშმაკზე უკეთესი საქმრო არ გენახოს ჩემი შვილის ცოდვითო. ანამ შეიცხადა ეს ამბავი, გაიკვირვა, თქვა მე მხოლოდ ვეხუმრე, რა ჩემი ბრალიაო. სოფელმა ახლა ანას დაუწყო ლანძღვა და ჭორების აგორება. კარგი მიზეზი მიეცათ, უმანკო სულისთვის ტალახი ესროლათ და ისევე გაეთელათ ფეხქვეშ, როგორც გიორგი გათელს ქორწილის დღეს.<br /><br />
გიორგის დაკრძალვას ანა არ დასწრებია. ამბობდა ჩემი ბრალი არ არის ვიხუმრეო, მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობდა. დაკრძალვაზე მისვლა ვერ გაბედა. მხოლოდ მოგვიანებით შებინდებისას მივიდა საფლავზე, როცა აღარავინ იყო სასაფლაოზე. იქვე საფლავთან ხის სკამზე ჩამოჯდა და ახალმიწამიყრილ საფლავს ჩააჩერდა. „მე მხოლოდ ვიხუმრე, არ მინდოდა, რატომ არაფერი მითხარი მანამდე... სულელი ხარ..“-ამბობდა ანა, როცა ხელზე რაღაც ცივის შეხება იგრძნო. სკამზე ბეჭედი იდო, ზუსტად მის მარჯვენა ხელთან. მრგვალი ოქროსფერი ბეჭედი, შუაში დიდი სისხლისფერი თვლით. ანას ბეჭედი მოეწონა, აიღო და შეეცადა შუა თითზე გაეკეთებინა, მაგრამ არ მოერგო. არათითზე გაიკეტა, იქ სადაც საქორწინო ბეჭდებს იკეთებენ. სახლში მისულმა ანამ ბეჭდის მოხსნა რომ სცადა ვერაფერი გააწყო, მერე საპნით. ვერანაირი ხერხებით ვერ მოხსნეს ანას ბეჭედი, რომელიც სწორედ მაშინ უჭრდა თითზე საშინლად, როცა მის მოხსნას ცდილობდნენ. ქალაქში ოქრომჭედელს ჩააკითხეს, მან დიდი ძალისხმევის შედეგად გაჭრა ბეჭედი და ანას მოხსნა, მაგრამ თითზე ბეჭდის ანაბეჭდი დარჩა, მისი გამოსახულება, რომელიც ეგონათ ნელ-ნელა გადავიდოდა, მაგრამ აღარასოდეს გამქარალა ანას თითიდან უხილავი ბეჭდის კვალი.<br /><br />
მალევე გარდაიცვალა გიორგის ბებერი დედაც, უპატრონოდ, გამწარებული, წუთისოფელს დამდურებული.<br /><br />
გავიდა ხანი, დრო ყველაფერს კურნავს, მეხსიერებას აჩლუნგებს, წარსულს ავიწყებს. მართლაც, წარსული მხოლოდ მაშინ არსებობს თუ გავიხსენებთ მას..<br /><br />
ანას მთხოვნელები მიუვიდნენ. ანას ოჯახი დათანხმდა შეძლებულ, კარგი ოჯახის შვილსა და მოხდენილ სასიძოს, ქორწილის დღე დანიშნეს.
წყარო:  facebook-ის გვერდი: საშიში ისტორიები და ლეგენდები

sali

me var salome

მსგავსი ამბები

Back to top button