უცნაური

“სანტა კლაუსი მართლაც არსებობს”

66f829543e00
უცნაურზე უკვე იმდენი პოსტი დაიდო უცხოპლანეტელებზე და ასეთ უცნაურ მოვლენებზე, რომ ბლოგი მემგონი გადაიტვირთა. არ შემიძლია ერთი პოსტი ამინც არ მივუძღვნა ამ თემას. მაშ ასე:

XX საუკუნის 60-იან წლებში კოსმოსის ათვისება ისე აქტიურად მიმდინარეობდა, როგორც იმ დროისთვის დამახასიათებელი “ცივი ომის” პოლიტიკის სხვა მოვლენები. აშშ და საბჭოთა კავში ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთისთვის დაესწროთ მთვარეზე გადასვლა და მისი ჯერაც უხილავი ბნელი ნაწილის გამოკვლევა. მთვარის გამოკვლევის პროგრამების განხორციელების დროს ორივე მხარე აწყდებოდა იდუმალ მოვლენებს, რომელიც არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. რა თქმა უნდა ორივე მხარე მთვარის კვლევას ასაიდუმლოებდა.

ამერიკელთა მხრიდან მთვარის საკვლევ პროგრამას “აპოლონის” ტიპის კოსმოსური ხომალდები ახორციელბდნენ და სწორედ მათ უხდებოდათ ყველაზე ხშირად ამოუცნობ მოვლენებთან შეხვედრა. ამის შესახებ ამერიკელი ასტრონავტების მრავალი მოგონება არსებობს. ამხრივ ყველაზე მნიშვნელოვნად “აპოლონ 8”-ს ფრენა უნდა იქნეს მიჩნეული, თუნდაც იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასტრონავტმა თავი ვეღარ შეიკავა და მართალია კოდირებულად, მაგრამ მაინც ღია ეთერში დააფიქსირა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის არსებობა.

1968 წელი იდგა. ეს ის პერიოდი იყო როდესაც ორივე მხარე გამალებით ემზადებოდა მთვარეზე გასასვლელად. 24 დეკემბერს საბჭოთა ავტომატურმა თანამგზავრმა შემოუფრინა მთვარეს და მრავალი სურათიც გადაიღო. ფოტოსურათებზე ნათლად ჩანს მთვარის დაღარული ზედაპირი, მეტეორიტების ვარდნისა თუ ვულკანური ამოფრქვევების კვალი. მთვარის პეიზაჟები უსიცოცხლო უდაბნოს შთაბეჭდილებას ტოვებს. ფოტოები კარგი ხარისხით არ გამოირჩეოდა და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი წარმონაქმნი ბუნებრივი არ უნდა ყოფილიყო. არსებობს ვერსია, რომ ფოტოებზე ის ადგილებიცაა აღბეჭდილი, რასაც ამჟამად მთვარის უცხოპლანეტელთა ბაზას უწოდებენ.

იმავე წლის 21 დეკემბერს სტარტი აიღო ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა “აპოლონ 8”-მ რომელზეც სამი ასტრონავტი იმყოფებოდა: ფრანკო ბორმანო, ჯეიმს ლოველი და უილიამ ანდერსონი. მათი ამოცანა იყო მთვარის გარშემო შემოფრენა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პილოტირებულ კოსმოსურ ხომალდს მთვარისთვის უნდა შემოეფრინა და ადამიანებს საკუთარი თვალით უნდა ეხილათ მთვარის ბნელი. რათქმაუნდა ნასამ ეს ფრენა ფართოდ დაარეკლამირა. კავშირი ასტრონავტებთან ღია ეთერით გადაიცემოდა და მათთვის თვალყურის დევნება ნებისმიერ ადამიანს შეეძლო საკუთარი ტელეეკრანებიდან. განსაკუთრებით ელოდნენ იმ მომენტს როდესაც “აპოლონი” მთვარის ბნელი მხარიდან გამოვიდოდა და კავშირი აღდგებოდა. მთელი ამერიკა სუნთქვა შეკრული ელოდა ამ მომენტს. როდესაც ხომალდთან კავშირი აღდგა, ყველამ გაიგონა ასტრონავტ ჯეიმს ლოველის აღელვებული შეძახილი, რომლის მნიშვნელობას მხოლოდ ცოტა ვინმე თუ მიხვდა. მისი პირველი სიტყვები იყო: “სანტა კლაუსი მართლაც არსებობს !”. ბევრმა ეს საახალწლო მილოცვად მიიჩნია რადგან მთელი ამერიკა ახალი წლის სამზადისში იყო და ამ სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა რ მიუნიჭებიათ, მხოლოდ ფრენის მართვის ცენტრისა და NASA-ს რამოდენიმე თანამშრომელი ჩავარდა საგონებელში. მთელ ამერიკაში მხოლოდ მათ იცოდნენ, რომ “სანტა კლაუსი” ამოუცნობი მფრინავი ობიექტის კოდირებული სიტყვა იყო და ახლა ჯეიმს ლოველი მთელი ქვეყნის გასაგონად აცხადებდა რომ ის მართლაც არსებობს. ასტრონომებმა იგი საკუთარი თვალით იხილეს.

ლოველის ამ განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ბევრს მართლაც ეგონა რომ ეს უბრალოდ საშობაო მილოცვა იყო, მაგრამ დაუდგრომელმა უფოლოგებმა სხვა საინტერესო მომენტებიც გამოამზეურეს. 6 წლით ადრე, 1962 წლის 3 ოქტომბერს, თანამგზავრთან კავშირის დროს ასტრონავტს აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი – “სანტა კლაუსი არსებობს”. 3 ოქტომბერს საშობაო დღესასწაულის მილოცვა კოსმოსიდან ხომ არავის მოუვიდოდა აზრად !

მოგვიანებით ჟურნალ “საგაში” გამოქვეყნდა მასალები, რომლებშიც დასაბუთებული იყო, რომ ტერმინი “სანტა კლაუსი” მართლაც ამოუცნობ მფრინაც ობიექტის კოდირებული დასახელება იყო, და მას NASA უკიდურესად ასაიდუმლოებდა. იგივე სტატია აღწერდა აპოლონ 8-ის ფრენის პერიპეტიებს. როგორც ჟურნალი იუწყებოდა, თითქმის ფრენის დაწყებისთანავე ხომალდს აედევნა დისკოს ფორმის მფრინავი ობიექტი. იგი გარს უვლიდა ხომალდს და დროდადრო თვალისმომჭრელ სინათლეს ასხივებდა. ამ დროს აპოლონის მთელი კაბინა შუქით ივსებოდა და ასტრონომებიც ვერაფერს არჩევდნენ. კაბინაში მყოფი პილოტები სიცხის და სუნთქვის გაძნელებას უჩიოდნენ, იგრძნობოდა ხომალდის რყევა. ყურებში გამუდმებით ესმოდათ უცნაური, მაღალი სიხშირის სტვენის მსგავსი ხმაური, რაც თავის ტკივილსა და ფსიქიკურ მოშლილობას იწვევდა. (კინოებში როგორცაა რა, მაგალითად “დამოუკიდებლობის დღე”.) ასტრონომებს აუტანელი გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ, კავშირი ხშირად წყდებოდა და ყურსაცვამებში, უცნაური, საუბრის მსგავსი ხმები ისმოდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მაშინდელ საბჭოთა პრესაშიც გამოქვეყნდა იმ პერიოდის საბჭოთა კოსმონავტების მოგონებები. აღსანიშნავია, რომ ისინიც ხშირად ხვდებოდნენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს და მათაც არაერთხელ უგრძვნიათ მსგავსი ზემოქმედება. საბჭოთა კავშირის კოსმონავტები ერთხმად აღიარებდნენ, რომ კოსმოსში გასვლის შემდეგ გამუდმებით ესმოდათ მაღალი სიხშირის ხმაური და ჰალუცინაციებიც ემართებოდათ. ისინი ძალ-ღონის მაქსიმალური დაძაბვით აღწევდნენ იმას, რომ არ დაეკარგათ წონასწორობა და გამოუსწორებელი შეცდომებია არ დაეშვათ.

რა გითხრათ, მეც გაკვირვებული ვარ და მემგონი “სანტა კლაუსი” მართლაც არსებობს.
BY ბერო.
კოპირებისას, გთხოვთ მიუთითოდ წყარო.

დაე პოსტი დასრულებული იყოს :mamao:

An Unwelcome Friend by Philip Glass.(The Hours) by Shohreh

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button