უცნაური

ცოტა რამ რიჩარდ ჰამონდზე

db9d60dad9c1

აი დადგა ჯერი, რომ მოგიყვეთ გადაცემა TOP GEAR-ის ყველაზე ახალგარდა, მაგრამ არანაკლებ ცნობილ წამყვანზე რიჩარდ ჰამონდზე.

 

რიჩარდ მარკ ჰამონდი დაიბადა 1969 წალის 19 დეკემბერს ქალაქ ბირმინგემში. 1987-1989 წლებში მან დაამთავრა Harrogate College of Art and Technologyსადაც ფოტოხელოვნების და ტელეწამყვანის სპეციალობები შეისწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რიჩარდი მუშაობდა რამოდენიმე რადიო სადგურზე წამყვანად მათ შორის  RadioCleveland, Radio York, Radio Cumbria, Radio Leeds, Radio Newcastle, Radio Lancashire. 2002 წელს რიჩარდი გახდა TOP GEAR-ის თანაწამყვანი. ხანდახან კოლეგები და ფანატები მას  ზაზუნას (HUMSTER) უცოდებენ. ამის შედეგად მან რამოდენიმეჯერ დაადასტურა ეს ზედმეტსახელი თავისი საქციელით. მაგალითად გადაცემის-ის ერთ ერთ სერიაში მან კარდონის ნაჭერი შეჭამა, რომ განესახიერებინა ზაზუნა და სხვა სერიაში მან ერთ ერთ ”გასატესტ” მანქანაში, Marcos TSO GT2 აღმოაჩინა კბილების გასათეთრებელი საშუალება რომელიც იქვე გამოიყენა. შედეგი სახეზე იყო, მისი კბილები ბრწყინავდნენ სამაგიეროდ ჯერემი კლარკსონ დიდი ხნით ჩაუვარდა ყბაში. რიჩარდმა ცოლი შეირთო 2002 წელს. ამ მომენტისთვის მას ყავს 2 შვილი (გოგონები), ცხოვრობს ხერეფორდშირში და აქვს აპარტამენტები ლონდინშიც. ყავს 3 ცხენი, 3 ძაღლი, 2 კატა.

 

ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი რიჩარდ ჰამონდზე არის ის, რომ ის კინაღამ დაიღუპა TOP GEAR-ის  ერთ ერთი სერიის გადაღების დროს. რიჩარდი დათანხმდა ეგრე წოდებული დრაგსტერის (Drugster) “გატესტვაზე” ბრიტანეთის საჰაერო ძალების მიტოვებულ აეროდრომზე. იგი მოძრაობდა 464კმ-სთ სიჩქარით როცა მანქანას საბურავი გაუსკდა და მანქანა ამოტრიალდა. სამხრეთ იორკშირის პოლიციამ განაცხადა რომ მათ მიმართა სახანძრო სამსახურმა დახმარებისათვის. მეხანძრეებმა შეატყობინეს პოლიციას რომ ადამიანი ვერ ამოყავდათ მანქანიდან. საბოლოო ჯამში რიჩარდი ვერტმფრენით გადაიყვანეს ლიდსის ჰოსპიტალის ნევროლოგიურ  განყოფილებაში, სადაც ექიმებმა მძიმე, მაგრამ სტაბილური მდგომარეობა დაუფიქსირეს. რიჩარდი გამოჩნდა TOP GEAR-ის  შემდეგ სეზონში სადაც მას შეხვდნენ როგორც გმირს. მას ყველა ტაშს უკრავდა როცა ის გამოჩნდა სტუდიაში. გადაცემის მსვლელობის დროს რიჩადმა ითხოვა რომ ეს ავარია არასოდეს ეხსენებინათ პირდაპირ ეთერში მაგრამ მას შემდეგ ჯერემი არაერთხელ გაეხუმრა ამ თემაზე.

რიჩარდ ჰამონდი არის ცნობილი როგორც Porscheს დიდი თაყვანიცემელი, განსაკუთრებით კი Porsche 911-ის. მისი კუთნილი Porscheარაერთხელ გამოჩენილა  TOP GEAR-ის  სატესტო ტრასაზე.

 

 

ასევე მას ყავს შემდეგი ავტომობილები:
Dodge Charger

 Shelby Mustang

Chevrolet Camaro SS

Jaguar E-Type

Morgan AeroMax.

 

რიჩარდ ჰამონდის ნამუშევრები:

ტელევიზია

წელი

დასახელება

სტატუსი

1998

Motorweek (Men & Motors TV series)

წამყვანი

2002 — ამ დრომდე.

Top Gear

წამყვანი

2002-06

Brainiac: Science Abuse

წამყვანი

2004-05

Crufts

წამყვანი

Should I Worry About…?

წამყვანი

2005

The Gunpowder Plot: Exploding The Legend

წამყვანი

Time Commanders

წამყვანი

Inside Britain’s Fattest Man

წამყვანი

2006

Richard Hammond’s 5 O’Clock Show

წამყვანი

Petrolheads

შეჯიბრის მონაწილე

School’s Out

შეჯიბრის მონაწილე

Richard Hammond: Would You Believe It?

წამყვანი

Richard Hammond: The Holy Grail

წამყვანი

Battle of the Geeks

წამყვანი

2007

Last Man Standing

კადრსმიღმა გახმოვანება

Helicopter Heroes

კადრსმიღმა გახმოვანება

Richard Hammond Meets Evel Knievel

წამყვანი

2008

BBC Timewatch

კადრსმიღმა გახმოვანება

Sport Relief

წამყვანი

2009

Richard Hammond’s Blast Lab

წამყვანი

2009 — ამ დრომდე

Total Wipeout

თანაწამყვანი

Richard Hammond’s Engineering Connections

წამყვანი

2010

Richard Hammond’s Invisible Worlds[14]

წამყვანი

Sport Relief 2010

თანაწამყვანიწამყვანი

Hammond Meets Moss

წამყვანი

 

წიგნები:

 

Hammond Richard What Not To Drive. — Weidenfeld & Nicolson. 

Hammond Richard Richard Hammond’s Car Confidential. — Weidenfeld & Nicolson

Hammond Richard A Short History Of Caravans In The UK. — Weidenfeld & Nicolson. 

Hammond Richard Richard Hammond’s Caravan Confidential. — Weidenfeld & Nicolson

 

ბიოგრაფიული

Hammond Richard On The Edge: My Story (Hardback). — Weidenfeld & Nicolson. 

Hammond Richard On The Edge: My Story (Paperback). — Phoenix. 

Hammond Richard On The Edge: My Story (Abridged). — Phoenix. 

Hammond Richard As You Do: Adventures With Evel, Oliver And The Vice President Of Botswana (Hardback). — Orion Publishing Co. 

Hammond Richard As You Do: Adventures With Evel, Oliver And The Vice-President Of Botswana (Paperback). — Orion Publishing Co. 

Hammond Richard Or Is That Just Me? (Hardback). — Phoenix. —Hammond Richard Or Is That Just Me? (Paperback). — Phoenix. 

საბავსვო წიგნები:

 

Hammond Richard Can You Feel the Force?: Putting the Fizz Back into Physics. — Dorling Kindersley Publishers. 

 Hammond Richard Car Science (Hardback). — Dorling Kindersley Publishers. 

 Hammond Richard Car Science (Paperback). — Dorling Kindersley Publishers

 

წყარო : http://ru.wikipedia.org/wiki/

Cynic

nothing important

მსგავსი ამბები

Back to top button