არქივი

ფიურერი და “ამო”

3d9cc3c9d424

მოგესალმებით, ამ სტატიით მინდა მოგითხროთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც მოხდა XX სააუკუნის შუახანებში.
ბევრი კამათი ყოფილა „ამო“-სთან დაკავშირებით, ზოგი ამბობს რომ ესენი უცხოპლანეტელები არიან, ზოგიც ფიქრობს რომ არა და ა.შ. ხოლო მე გაგაცნობთ ფაქტებს „ამო“-ს შესახებ და რა კავშირშია მასთან ნაცისტური გერმანიის ფიურერი ადოლფ ჰიტლერი.

1946 წელს ჩამოყალიბდა სამეცნიერო ექსპედიცია სახელად „High Jump”, რომელსაც მეთაურობდა ადმირალი რიჩარდ ბერდი.
ეს სამეცნიერო ექსპედიცია ძალიან უცნაური იყო, რადგან მას აფინანსებდა ა.შ.შ.-ს  საზღვაო-სამხედრო ძალები. 1947 წლის იანვრის თვეში ექსპედიცია მიუახლოვდა ანტარქტიდას. ექსპედიციის დაქვემდებარებაში იყო ძლიერი სამხედრო დაჯგუფება: თვითმფრინავების გადამზიდი გემი, 12 საბრძოლო გემი, წყალქვეშა გემი, 5000_ზე მეტი პერსონალი, გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ოცეული.   1947წ.-ის იანვრის თვის მიწურულს დაიწყო ავიადაზვერვა „Queen Maud Land”-ის რაიონში, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ მოხდა რაღაც უცნაური, ექსპედიცია რომელიც 6 თვეზე იყო გათვლილი, მოულოდნელად 2 თვეში უკან იხევს, მთლიანი ექსპედიციის ნახევარზე მეტი განადგურებული იყო.

სამშობლოში დაბრუნებული ადმირალი ბერდი სასწრაფოდ გამოცხადდა ვაშინგტონში, სადაც მან კონგრესის განსაკუთრებულ გამოძიებათა კომისიის წევრებს განუცხადა: „ახალი ომის დაწყების შემთხვევაში ამერიკას შეიძლება თავს დაესხას ისეთი ძლიერი მტერი, რომელსაც შეეძლება გადაფრენა ერთი პოლუსიდან მეორეზე წარმოუდგენელი სისწრაფით.“
მან აგრეთვე ისაუბრა იმ მიზეზზე რის გამოც ექსპედიციამ უკან დაიხია: „მოულოდნელად წყლიდან ამოფრინდნენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, რომლებიც წარმოუდგენელი სისწრაფით დაფრინავდნენ ჩვენს გარშემო; ეს მფრინავი ობიექტები აბსოლიტური სიჩუმით დაფრინავდნენ და ისროდნენ გამანადგურებელ სხივებს, ჩვენი ექსპედიციის ნახევარზე მეტი გაანადგურეს და უკან წყალში ჩაყვინთეს.“

d9e1964cc23c

3ed64b1eb83c
რიჩარდ ბერდი

———————————————————————————————————————————————

ფიურერმა იცოდა, რომ ჯარის რაოდენობით ომში ვერ გაიმარჯვებდა. გამარჯვება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო ტექნოლოგიით იქნებოდა მტერზე ძლიერი. მან გადაწყვიტა შეექმნა სტუქტურა რომელიც დაეხმარებოდა მას ამ იდეის განხორციელებაში.
1935 წელს გერმანიაში შეიქმნა ძლიერი და გასაიდუმლოებული ორგანიზაცია „Ahnenerbe“(გერმ. წინაპრების მემკვიდრეობა), ეს სტრუქტურა იძიებდა და შეისწავლიდა ყველაფერს რაც ეხებოდა მისტიკას და მაგიას. (ანენერბე იმდენ ინფორმაციას ფლობდა, რომ მის წევრებს დღესდღეისობითაც დასდევენ.)
ანენერბეს წევრები იყვნენ: ისტორიკოსები, ასტრონომები, ფიზიკოსები, მედიუმები, ოკულტისტები და ა.შ.
ანენერბე არ ტოვებდა არცერთ შანსს. ის ეძებდა ყველაფერს რაც დაეხმარებოდა, ამ სტრუქტურამ გადაქექა ყველაფერი დაწყებული ტიბეტიდან დამთავრებული სამხრეთ ამერიკამდე, მათ აგრეთვე მოიძიეს ტამპლიერების არქივებიდან ძალიან ძველი მონუსკრიპტები, მაგრამ მათ მაინც ყველაზე მეტად აინტერესებდათ ძალიან ძველი და ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია „ატლანტიდა“. ანანერბემ აღმოაჩინა მე-16 საუკუნის დასაწყისში შექმნილი რუკა, რომელიც აღწერდა ანტარქტიდას, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა რომ ანტარქტიდა ოფიციალურად აღმოაჩინეს 1820წელს, ამ რუკისა და აგრეთვე რამდენიმე საინფორმაციო წყაროს მიხედვით შეიქმნა ჰიპოტეზა რომ ატლანტიდა ანტრაქტიდის ქვეშაა.
(ანანერბემ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძია და სულ მთლიანად თუ დავწერე ამის შესახებ ძალიან ბევრი გამომივა და შევამოკლებ)
ნაცისტურმა გერმანიამ უზარმაზარი ციხე სიმაგრე ააშენა ანტარქტიდაზე სახელად „ახალი შვაბია“ , სადაც უკვე დაიწყო მაღალ ტექნოლოგიური იარაღების შექმნა, მათ ააგეს მფრინავი დისკისებრი აპარატი, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ძრავი, ამიტომ აქ უკვე ჩართეს მაღალკვალიფიციური მეცნიერი და გამომგონებელი ვიქტორ შაუბერგერი, შემდგომში ყველაფერი წარმატებით მიდიოდა, დაახლოებით 17 ცალი დისკისებრი მფრინავი აპარატი გადაიტანეს გერმანიაში, მაგრამ ომი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ფიურერის ბრძანებით ეს აპარატები განადგურებული იქნა, რათა მტრებს არ ჩაეგდოთ ხელთ მათი ტექნოლოგია. შემდგომ რა ბედი ეწია ანტრაქტიდაზე დარჩენილებს ჩემთვის არაა ცნობილი. ძალიან ბევრი მასალა ომის შემდეგ 1945წ. ამ ტექნოლოგიებზე ხელში ჩაიგდო ა.შ.შ.-მ და ალბათ ამიტომაც გააგზავნეს ადმირალი რიჩარდ ბერდი 1946 წლის დასასრულსა და 47წლის დასაწყისში ანტარქტიდის ექსპედიციაში.

74bca11f5924
5ffda3744fac
286e16921b6a
0d408c919acb
303e38173c03
5440bbf92d80
ვიქტორ შაუბერგერი

———————————————————————————————————————————————

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button