არქივი

“შავი ძაღლები”

null

თუკი მოჩვენება ასეთია, დაგენახება და ხელს ვერ შეავლებ, მაშინ აქ ნამდვილად მათზე იქნება საუბარი. ფოლკლორის შესწავავლამ გვიჩვენა, რომ ბრიტანეთის კუნძულებზე ძნელად მოიძებნება კუთხე, სადაც თავისი ტრადიციული მოჩვენება არ ჰყავდათ. თანაც მოჩვენებანიც, როგორც სხვა ყველაფერი, მოდას ემორჩილებიან. თუმცა ტრადიცია ტრადიციად რჩება. 

სურეის პუმაზე მონათხრობში ტრადიცია სახეზეა. აქ ლაპარაკია დიდ, შავ , იდუმალ ცხოველზე,რომელიც ინგლისის სოფლებში დაძრწის.ნირფოლკში მას ” შავ ძაღლს” უწოდებენ,ირლანდიაში __”ქაჯი პუკას” , სომერსეტში __”დიდ ძაღლს” და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა უწოდონ, ლაპარაკია ერთსა და იმავე მოვენაზე:რაღაც საშინელი არსება დაძრწის სხვადასხვა ადგილას, უფრო ხშირად , ძველ გზებზე და მის დანახვაზეც კი ადამიანს ძაეღვებში სისხლი ეყინება.

null

“ძაღლთან” შეხვედრას სიკვდილის მაცნედ მიიჩენვენ. წიგნის “ინგლისის საგრაფოების ფოლკლორი” სომერსეტისადმი მიძღვნილილ ტომში შეტანილია ცნობა ” შავ ძაღლზე”, რომლის ჩვენება სენტოდრისიდან პერი-ფარმამდე გზაზე ჩნდება , თანაც ის ორ ადგილობრივ მცხოვრებს მოელანდათ 1960 წელს, რომლებიც მეორე დღესვე დიხოცნენ. “შავი ძაღლიდან” ამოფრქვეული შუქისა და უბედურებების წყალობით , ამ ” ძაღლებს ” რომ მოაქვთ,ასეთ დასკვნამდე მივიდნენ__ ან თითონ ეშმაკის, ან მისი ამალის რომელიმე წარმომადგენლის განსახიერებად მიიჩნიეს.

ირლანდიაში ” ქაჯი პუკა” (პუმას წააგავს) ხშირად კეთილიც კი არის : ის ღამე გზაზე მავალ მარტოხელა მგზავრებს ეხმარება, რათა გზა არ დაებნეთ. ფოლკლორის საზოგადოების შედგენილ მრავალტომეულში არსებობს უძველესი აღწერილობა “შავი ძაღლებისა”: მათ აქვთ ცეცხლის ფერი თვალები, პირიდან ამოსდით გოგირდის სუნი, ასევე შეუძლიათ ფენიქსივით გაქრობა და ცეცხლიდან კვლავ აღდგომა. მრავალი მოაზროვნე ადამიანის აზრით, “შავი ძაღლი” მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინგლისელი ნაციის ჩამოყალიბებაში, ამიტომ მისი არ დავიწყებისთვის ხშირად იყენებენ ლეგენდებში და ლიტერატურულ ნაწარმოებებში მათ სახეებს; მაგალითად: “ბასკერვილების ძაღლი”, ჰარი პოტერში მცველი სამთავიანი ძაღლი და სხვა.

უყურეთ დოკუმენტურ ფილმს “შავ ძაღლებზე”

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button