რომანოვების სამეფო ოჯახი
რომანოვების სამეფო ოჯახის იშვიათი ფოტოები. საეჭვოა, ზოგიერთი ფოტო ვიმემ თუ ნახა ადრე…საქვეყნოდ ცნობილია, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი ცოლი და ხუთი შვილი 1918 წელს ბოლშევიკების დამსჯელმა ჯგუფმა დახვრიტა, მათი ცხედრები კი დაწვეს.
დახვრეტილი რომანოვების ოჯახის წევრთა ნარჩენები ურალის ქალაქ ეკატერინბურგში 1991 წელს აღმოაჩინეს, მკვლელობის გამოძიება კი 1993 წელს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა…
რომანოვების დინასტიის ათობით წარმომადგენელმა, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მოღვაწეობენ., რომანოვების ოჯახის უფროსად აღიარეს ბენ 87 წლის ნიკოლოზ რომანოვი, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. ნიკოლოზ რომანოვის თქმით, ბოლშევიკების დროს დახოცილი რომანოვების რეაბილიტაციას არავითარი აზრი არა აქვს;
ამ ბოლო წლებში , არის კიდევ ერთი პრობლემა; ცდილობენ თუ არა ყოფილი კომუნისტური ელიტის შვილები საერთო ენა გამონახონ მოკლული იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის, შთამომავლებთან. თვითაღიარებული რომანოვების სახლის მემკვიდრის, მარია ვლადიმიროვნა რომანოვას, 28 წლის შვილი გიორგი მიხაილოვიჩი, რომელიც „ცარევიჩის“ ტიტულს ატარებს, რუსეთის მეტალურგიის გიგანტში, „ნორილსკ ნიკელში“, მუშაობს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი. იმპერატორის სახლმა კი გასულ წელს მიიღო სპეციალური სტატუსი, რაც მას უფლებას აძლევს დიდი როლი შეასრულოს რუსეთის საქმეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში სრულად აღდგება რომანოვების დინასტია.
გამოკითხვებით, მონარქიის დაბრუნებას რუსეთში მხარს მხოლოდ 4% უჭერს.