უცნაური

უცნაური ისტორია

33dd2facc51c

ერთხელ დილით, როდესაც რიჩარდ ტურნერის ცვილის ფიგურათა თეატრის კამაროვანი დარბაზის კარი გააღო, მცველმა გაოცებით შენიშნა რომ ერთ-ერთ ფიგურას პოზა შეეცვალა, მისი თავი კი იატაკზე ეგდო.

კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში 1857 წელს გახსნილი თეატრი რიჩარდ ტუნერის მიერ იყო დაარსებული. მან ლონდონში მუდამ ტიესოს გამოფენა-სალონის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, თავის მშობლიურ ქალაქში ანალოგიური შოუ მოეწყო, რაც, მისი აზრით, “კალიფორნიული ოქროს ციებ-ცხელების” პერიოდში ქალაქში ჩამოსულ უამრავ ადამიანს შორის, მეტად პოპულარული გახდებოდა. ექსპოზიციის ცენტრს წარმოადგენდა ბუნდოვნად განათებული სცენა, გილიოტინითა და იმ ფრანგთა ფიგურებით, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს საფრანგეთის რევოლუციის დროს: იქ იყო არისტოკრატთა წყვილი, კიურე, სეფექალი და ფერმკრთალი მამაკაცი შავ კოსტიუმში. როგორც წარწერა იუწყებოდა, ეს უკანასკნელი გახლდათ ვინმე ნიკოლას ლეოპოლდ-ლეპიდე, გადასახადების ამკრეფი, რომელიც უწყალოდ ყვლეფდა ღარიბ-ღატაკებს. სწორედ მისი ფიგურა გადაადგილდა იმ ღამეს.

გამოფენა, რომელიც უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, სულ ერთი კვირის გახსნილი იყო, როდესაც თეატრის მცველმა, ეზრა პოტერმა ტუნერს უცნაური შემთხვევის შესახებ უამბო. ტუნერმა განკარგულება გასცა, უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიების თაობაზე: ღამით თეატრის ყველა შიდა კარი უნდა ჩაერაზათ, და დაეწესებინათ მუდმივი მეთვალყურეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უცნაური შემთხვევა კვლავ მეორდებოდა. საბოლოოდ, ტუნერმა და პოტერმა გადაწყვიტეს ღამე დარბაზში გაეტარებინათ, სადაც გილიოტინის კომპოზიცია იყო განლაგებული, მაგრამ არც ამ ნაბიჯს მოუტანია შედეგი: ღამით მათ მკვდრებივით დაეძინათ, ხოლო როდესაც გაიღვიძეს, დაინახეს, რომ გადასახადების ამკრეფის ფიგურა კვლავ გადაადგილებულიყო. მომდევნო ღამეს მათ აღარ დაუძინიათ და აი, რას ამბობდა შემდეგ ტუნერი:

„ეს ყოველივე განსაცვიფრებელია. დაახლოებით ღამის სამ საათზე მონსენიორ ნიკოლას ლეოპოლდ-ლეპიდეს ფიგურა ამოძრავდა. ჯერ ხელები შეირხა, შემდეგ ფეხები. ცოტა ხანში შევნიშნეთ, რომ ცვილის სახეს ალმურმა გადაკრა, წარბები შეეჭმუხნა, თითქოს რაღაცას ბრაზობდა, შემდეგ კი ხმა გავიგეთ “.

ფიგურა ფრანგულ ენაზე ლაპარაკობდა, რაც ტუნერს არ ესმოდა. მიუხედავად ამისა, მან შეძლებისდაგვარად დაიმახსოვრა ნათქვამი, და შემდეგ სიტყვასიტყვით გადასცა ნაცნობ ფრანკოკადელს, რომელმაც ნათქვამი გადათარგმნა: “ნუთუ არ შეიძლება ღამით მაინც მოგვასვენოთ? უამრავი ხალხი მოვიდა ჩვენი სიკვდილის სანახავად, ახლა კი ეს ვიგინდარები გამოტყვრნენ ცვილში ჩამწყვდეული ჩვენი სულების საცქერლად. ღამით აქ აღარასოდეს მოხვიდეთ, თორემ მწარედ ინანებთ.”

ხმებმა დაუჯერებელი მოვლენების შესახებ ჟურნალისტებამდეც მიაღწია. ერთ-ერთმა მათგანმა – ჯეიმს მორგანმა, ტუნერს ცვილის ფიგურათა დარბაზში ერთი ღამის გატარების ნებართვა სთხოვა. ტუნერი დათანხმდა და ახალგაზრდა კაცი დარბაზში ჩაკეტეს, რომელსაც გარედან ეზრა პოტერი დარაჯობდა. ღამის სამ საათზე დარბაზიდან ისტერიული ყვირილი გაისმა, რასაც კარებზე საშინელი ბრახუნი მოჰყვა. პოტერმა სასწრაფოდ კარი გააღო და მის ხელებში ერთიანად გაჭაღარავებული, გულწასული მორგანი გადაესვენა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწვრილებით აღწერა იმ კოშმარული ღამის ყოველი დეტალი, გილიოტინის დარბაზი და ცვილის ხუთივე ფიგურა. იგი იუწყებოდა:

„მე სიბნელეში ვიჯექი, ფიგურებს ლამპის მკრთალი შუქი ეფინებოდა, რომლებიც იმდენად ჰგავდნენ ცოცხალ ადამიანებს, რომ მათი უძრაობა და სიჩუმე უფრო ამსგავსებდნენ მოჩვენებებსა და ზებუნებრივ არსებებს. ასე მეგონა, სულ მალე მათ სუნთქვასა და ტანსაცმლის შრიალს გავიგებდი, რისი მოსმენაც სრულ სიჩუმეში შეიძლება. ერთი ან ორი საათი საკმაოდ გულდასმით ვათვალიერებდი ავბედით ფიგურებს. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ მხოლოდ ცვილის ქანდაკებები იყვნენ…

ფიგურები უძრავად გარინდულიყვნენ. ყოველთვის, როდესაც გადასახადების ამკრეფის ფიგურას შევათვალიერებდი, მეჩვენებოდა რომ მისი პოზა ცოტათი შეცვლილი იყო. თვალს აღარ ვაშორებდი და ბოლოს აშკარად შევნიშნე მოძრაობა. ფიგურის ხელი ირხეოდა, ჯერ ნელა, შემდეგ უფრო სწრაფად,. უეცრად მან ფიგურას თავი მოსწყვიტა და იატაკს დაანარცხა! მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი… თავის ადგილას შემზარავი მოჩვენება გაჩნდა, სასტიკი, მრისხანე ღიმილით.

ის ჩემსკენ მობრუნდა და ნელა ჩამოვიდა პოდიუმიდან. წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი. ფიგურა-მოჩვენება ჩემკენ მოემართებოდა, საშინელი, გამჭირვალე თავით!

კარზე აჩქარებით დავაკაკუნე, მაგრამ გარედან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ახლა უკვე მთალი ძალით ავტეხე ბრახუნი, რადგან მოჩვენება სულ ახლოს იყო. როდესაც ცვილის საშინელმა ხელებმა ყელში წამიჭირა, განწირული ხმით დავიღრიალე. მეტი არაფერი მახსოვს. როცა გონს მოვედი, ეზრა პოტერის შეშფოთებული სახე დავინახე.

ღმერთს გეფიცებით, ის რაც გიამბეთ სრული სიმართლეა.” თქვა მორგანმა.

დილით ლეოპოდ-ლეპიდეს თავი იატაკზე იპოვეს სხვა ფიგურებთან ერთად, მისი სხეული კი დარბაზის კართან ეგდო. ფიგურის თითები ერთიანად გაბრტყელებული და უფორმო იყო.

ჯეიმს მორგანის ისტორია პრესაში არ გამოქვეყნებულა მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე, როდესაც ჟურნალისტი გარდაიცვალა. გადასახადების ამკრეფის ფიგურა გადაადნეს და სხვა ფიგურით შეცვალეს, რის შემდეგაც უცნაური მოვლენები მყისვე შეწყდა. რიჩარდ ტუნერის ცვილის ფიგურათა თეატრი 1885 წლამდე არსებობდა…

იმედია მოგეწონათ.
არ გეგონოთ, რომ ეს ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
BY ბერო

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button