უცნაური

პოლტერგეისტი

4b8mo
თქვენთან სახლში თავისთავად დაფრინავენ და კედლებს ეფშვნებიან თეფშები?! ღამით კი გესმით არასასიამოვნო ხმები,
რომელიც სისხლს გიყინავთ?! ფანჯრები თვითონ იღება, გაზი თვითონ ინთება, ხოლო ტელეფონი თავისთავად კრეფს რამოდენიმე
ნომერს ერთად?! გილოცავთ – თქვენ გახდით პოლტერგეისტის მოწმე. და თუნდაც , თქვენს სახლში მშვიდობა იყოს, და ზემოთ ჩამოთვლითაგან
არაფერი ხდებოდეს, მაინც საინტერესო იქნებოდა, ამ მოვლენის შესახებ გაგება.

რა არის პოლტერგეისტი?! უხილავი არსება?! სულიერი?! მატერია?! თუ უბრალოდ მოვლენა?! ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძალიან რთულია.

პოლერგეისტი – გერმანულად “ხამურიან სულს” ნიშნავს. პოლტერგეისტს უწოდებენ, ამოუცნობ მოვლენებს, რომელიც სახლებში ხდება და თან სხვადასხვა დამანგრეველი ფაქტებიც კი მოჰყვება.ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების ფრენა და მოვლენები, ამოუცნობი წარმომავლბის ხმები, თვითაალების შემთხვევები, ავეჯის მოულოდნელი მტვრევა, ჭაღის ვარდა, ბევრი წყლის ყოფნა იქ სადაც შეუძლებელია – ეს ყველაფერი არის მკვეთრი ნიშანი პოლტერგეისტის არსებობისა.

პოლტერგეისტის მოულოდნელად ვლინდება, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს საათები – ასევე, თვეები და წლებიც კი(ეს უკანასკნელი მოვლენა კი დიდი იშვიათობაა) ასევე მოულოდნელად მთავრდება . პრინციპში, საკმარისი რამოდენიმე წუთითაც შეესწრო ამ მოვლენას, რომ თმები ყალყზე დაგიდგეს. (მე მესიზმრა ეგეთი რამ, და მართლა რომ გადამხდეს გავრეკავ ალბათ ) . პოლტერგესტ აშკარად მოსწონს, რომ ამჩნევენ, პოლტერგეისტის მოვლენა იწყება, მაშინ, როდესაც ვინმე სახლშია.. ხშირად პოლტერგეისტი ირჩევს თავის “საშუტკაო” მსხვერპლს. უმეტეს შემთხვევაში ეს მსხვერპლი(მკვლევარები მათ აგენტებს უწოდებენ), 20 წლის ქვემოთ ახალგარზდები ხდება.

პოლტერგეისტის მოვლენასთან ხალხი უკვე ძველი დროიდან ხვდებოდა. ასე, ერთ ათენურ სასახლში, ყოველ ღამე გაისმოდა, რკინის ჯაჭვების გრუხუნი – თითქოს მას სასახლის მოჩვენება ახმაურებდა. ხოლო კალიგულის და ბერონის მოჩვენებები არ ასვენებდნენ მოსახლეობას, სანამ პირველის სხეული არ იქნა გადამარხული, ხოლო, მეორეს საფლავზე არ აშენდა ეკლესია

1800 წლიდან ჩვენს დრომდე დაფიქსირებულ იქნა პოლტერგეისტის 600მდე აქტივობა.XIXსაუკუნებდე პოლტერგეისტს ხან ეშმაკის წამებას, ხან ჯადოქრების შელოცვებს, ან სულების მოქმედებას უკავშირებდნენ. 1980 წლიდან, კი სერიოზულად დაიწყო მუშაობა. პოლტერგეისტის როგორც, პარანორმალური მოვლენის შესწავლა კი პარაფსიქოლოგებმა და სხვა ფსიქიკის გამოვლინების სპეციალისტებმა დაიწყეს

პირველი ადამიანი, რომელიც სეიოზულად შეეჭიდან პოლტერგეისტის შესწავლას გახდათ სერ იულიამ ბარეტი- ინგლისელი ფიზიკოსი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში
მოღვაწობდა.ის პოლტერგეისტის მოწმე გახდა, როდესაც ირლანდიას სტუმრობდა. პოლტერგეისტის დაკვირვების შემდეგ ის მივიდა გასაოცარ დასკვნამდე – პოლტერგეისტს შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნები. (არა ჯინი არ არის და არც სურვილებს ასრულებს :D ) ბარრეტი აზრობრივად თხოვდა მას რომ რამოდენიმეჯერ დაეკაკუნებინა ( თან ერთ ზუსტ რიცხვზე ფიქრობდა) და პოლტერგეისტიც ზუსტად უსრულებდა თხოვნას)

და მაინც რა უნდა იყოს პოლტერგეისტი?! მეცნიერები, რომელთაც არ ჯერათ მისტიციზმის, დარწმუნებულები არიან რომ ეს უბრალოდ აბსურდია, ჰალუცინაცია ან გარკვეული ოხუნჯობები :D . მაგრამ, თუ მაგალითად , პოლტერგეისტი სტუმრობს ერთ ადამიან ან ერთ ოჯახს და გრძელდება რამოდენიმე საათი ეს კიდევ შეიძლება ავხსნათ რაციონალური მხრიდან, ეს დაფიქსირებული ფატები, მეზობლბის ან დაშავებულის მეგობრების მიერ, არანაირად არ ემხრობა საერთო ლოგიკას.

მეორე ჯგუფს პოლტერგეისტების შემსწავლელებისა სჯერათ, რომ პოლტერგეისტი ეს პარანორმალური მოვლენაა, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ახსნას. ამასვე ეკუთვნის სპირიტიზმის სხვადასვხა თეორიები – თითქოსდა პოტლერგეისტთან შეხვედრა, არის ერთერთი საშუალება, სულებთან კონტაქტისათვის.

ამ თეორიასვე ემხრობა ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი, მაგალითად ფსიქიატრ იან სტივენსონს გამოქვს თოერია – რომლის მიხედვითაც, პოლტერგეისტი – ეს მიცვალებულის სულია, რომელიც დაივიწყეს.

ახლახანს გაჩნდა ვარაუდი, რომლის თანახმადაც პოლტერგეისტი- პსიქოკინეზის ერთერთი ტიპია, შედეგი, ადამიანის ფსიქიკის ნაკადისა. ეს ნაკადი შეიძლება მოდიოს ადამიანისაგან, რომელსაც ფსიქოლოგიური კრიზისი აქვს. განიცდის განგაშს, სასოწარკვეთას, სიძულვილს, სიბრაზეს და სტრესს. და ყველაფერ ამასთა “აგენტი” გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ახდენს პოლტერგეისტის პროდუცირებას საკუთარ გონებაში.

ამდაგვარი ცდები, ფართოდაა განხილული იულიამ დჟ.როლის(ა.შ.შ ,დარემი) ნამუშევრებში. ზუსტად მან დაამტკიცა ფსიქოკინეზის თეორია, რომელსაც განიცდის ადამიანი (პოლტერგეისტის “აგენტი”) ხშირად ასეთი აგენტი ხდება ბავშვი, რომელსაც შინაგანი აგრესიის მაღალი პოტენციალი აქვს, ეს კი ძირითადად ოჯახში გამეფებული სტრესული ატმოსფეროს ბრალია. ამ ნეგატიურმა ფსიქიკურმა ენერგიამ გამოიწვია პოლტერგეისტის მოვლენა – ხოლო თვითონ “აგენტი”, თავადვე აღიარებს, რომ განიცადა ბედნიერება, პოლტერგეისტის გაქრობის შემდეგ, თითქოსდა განთავისუფლდა ნეგატიური ემოციებისაგან.

სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა, აჩვენა, რომ აგენტები, ძირითადად იტანჯებიან ფსიქიკური აშლილობით და ცუდი ფიზიკური ჯანმრთელობით. ხშირად, ფსიქოტერაპევტის დახმარებით, ოჯახი და სახლი თავისუფლდებოდა პოლტერგეისტის მოვლენისაგან.

კიდევ ერთი, თეორია იმისა, რომ პოლტერგეისტი გარდაცვლილის სულია, ასევე განიხილება როგორვ ფსიქოკინეზის ვარიანტი. განსხვავება მხოლო აგენტებშია. ერთ შემთხვევაში ეს მხოლოდ ადამიანი, ხოლო მეორე შემთხვევაში სული. და განსხვავებაც აშკარაა ამ ორ პოლტერგეისტს შორის. პირველ შემთხვევაში ის ფოკუსირებას ახდენს, მხოლოდ ერთ ადამიანზე, ხასიათდება მხოლო უმნიშვნელო წვრილმანებით, როგორიცაა საგნის გადაადგილება პატარა ტრაექტორიით , და ზოგჯერ ნგრევით. მეორე შემთხვევაში ეს უფრო გააზრებული მოძრაობაა და უფრო რთული ტრაექტორიით, კაკუნი, რომელიც შეიძლება შეწყდეს ადამიანის თხოვნით, და არ გამოირჩევა ნგრევის მნიშვნელოვანი ნგრევით.
თუ პოოლტერგეისტი გახდა ფსიქოკინეზის მიერ გამოწვეული მაშინ გამოსავალი ფსიქოტერაპიაა, ხოლო თუ ეპოლტერრგეისტის მოვლენის გამომწვევი გარდაცვლილი, მივიწყებული სულია, მაშინ გამოსავალი მხოლოდ ეგზორციზმის სეანსია.

ყოველ შემთხვევაში, პოლტერგეისტის მოვლენა რაციონალურის, რეალურის,სტანდარტულის და ლოგიკური მსჯელობის საზღვარს სცდება. და ზუსტად ამ მოვლენის წარმოშობის შესწავლა იქცევა მკვლევარებისათვის მთავარ საკვებად.

Scary music by natiaaaa

Natia Gogava |
100000635150108.1758.1887126984

მსგავსი ამბები

Back to top button