არქივი

ოლიმპიადა 2012 -ის საინტერესო სპორტული ფორმები

7886a9c3df32
ავტორიტეტულმა გამოცემამ Forbes გამოაქვეყნა მიმოხილვა მომავალი ოლიმპიადის მონაწილე-ქვეყნების ათი ყველაზე საინტერესო სპორტული ფორმა

1. ავსტრალია.
ავსტრალიელებისთვის ოლიმპიური ფორმის მთავარ „მოდელად“ გამოვიდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში ლიბი თრიკეტი. დიზაინერების არჩევანი შეჩერდა მწვანეზე და ოქროსფერზე- ავსტრალიის ეროვნული ფერები. ფორმის პრეზენტაცია მოეწყო 2012 წლის მაისში. ავსტრალიიდან ლონდონში გაემგზავრა 400 ზე მეტი ათლეტი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქალი-სპორტსმენები იქნებიან თეთრ ქვედატანებში, ხოლო მამაკაცები კლასიკურ შარვლებში. სპორტსმენების ქურთუკების ჯიბეებზე იქნება ოქროსფერი ძაფით მოქარგული ორი კენგურუ.
2368f3177030
2. კანადა.
კანადის სპორტსმენებისათვის ოლიმპიური ფორმების მომწოდებლად გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო კორპორაცია Hudson Bay Company, რომელიც დაარსდა 1670 წელს. ტანსაცმლის პრეზენტაცია გაიმართა ჯერ კიდევ გასულ წელს. სრულყოფილი აღჭურვილობის კომპლექტი შეიცავს 31 მოდელს.მათ შორის ჯინსების ქურთუკს და თბილ ქურთუკსაც. კანადური ფორმა მორთულია სხვადასხვა ემბლემებით და სამკერდე ნიშნებით. რა თქმა უნდა, მათ შორის ნეკერჩხლის ფოთლის გამოსახულებიცაა
03f48253b2cc
3.PRC. ჩინეთი.
ოლიმპიური თამაშების მთავარი ფავორიტების ფორმებისათვის ძირითადი ფერი წითელია- გამარჯვების ფერი. ამ ღონისძიების გახსნაზე კონკურსის მონაწილენი გამოვლენ წითელი ზედა და თეთრი ქვედათი, ხოლო შეჯიბრებისას კი ტანსაცმელში ჩართული დრაკონის გამოსახულებით. 2012 წელი ხომ დრაკონის წელია და დიზაინერთა აზრით, ეს რასაკვირველია მოუტანს წარმატებას ჩინელ სპორტსმენებს. დიდი ყურადღება მოდელიერებმა დაუთმეს ნაჭერს, რომელიც არის წყალგამძლე, მაგრამ ამავე დროს კანის სუნთქვის საშუალებას აძლევს.
f4e9f7a1f482
4. ესტონეთი.
ესტონეთის ფორმა სპორტსმენებისათვის შესრულებული იყო Monton ბრენდით . შექმნის ტექნიკის ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო სხვადასხვა მოხატულობასა და გეომეტრიულ ორნამენტებზე; დაფუძნებული იყო რა თქმა უნდა, კუნძულ კიხნუს მოსახლეობის ტრადიციულ ტანსაცმელზე. ეროვნული ტანსაცმლის ძირითად ფერებად მიჩნეულია ცისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი და ნარინჯისფერი.
დიზაინერებს ოლიმპიური ფორმა არ დავიწყებიათ და შეისწავლეს ცოცხალ ორგანიზმებზე უარყოფითი გავლენის მქონე ქიმიური ელემენტების ნუსხა. ასე რომ სირბილისათვის კოსტუმები დამზადებულია გადამუშავებული ნედლეულით, ხოლო ფეხსაცმელები შემსუბუქებულია 19 პროცენტით.

ddda19fab731
5. ესპანეთი.
ესპანელი სპორტსმენებისათვის სპორტული ფორმის მიმწოდებლად გამოვიდა რუსეთის მარკა Bosco Sport. ესპანეთის ოლიმპიურ კომიტეტსა და ამ მარკას შორის დაიდო საგრანტო კონტრაქტი . Bosco-სათვის ეს არის თავის გამოჩენის შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო ესპანეთისათვის კი- ეკონომიკა. ძირითადი ფერები ესპანური სპორტული ფორმებისათვის არის წითელი, ყვითელი და ცისფერი. სამოსი შესრულებულია 80-იანი წლების რეტროსტილში.
756ab819f3ac
6. რუსეთი.
ფორმა რუსეთის ოლიმპიური ჯგუფისათვის წარმოადგინეს ზაფხულის დასაწყისში. 9 წლის განმავლობაში ოლიმპიელების ტანსაცმელს მოდის სახლი Bosco კერავდა. ფერები უცვლელი დარჩა -წითელი და თეთრი, მაგრამ შეიცვალა სურათი მათ ფორმაზე. ამ წელს მოდელიერებმა უარი თქვეს ტრადიციულ ფრინველზე „Firebird“ და რუსულ ფორმებში გამოიკვეთა ლათინური ასოები (R და U ) , რომლებიც ჩაქსოვილი იყო ზღაპრული პერსონაჟების პეგასისა და გრიფონის სიმბოლოებში. ტანსაცმლის კოპლექტი 60 ნივთს მოიცავდა, რომელთა შორის სააბაზანოს ჩუსტებიც იყო.
6230cecfbab1
7. იტალია
იტალიელ სპორტსმენებს ერგოთ პატივი ჩაეცვათ დიზაინერ ჯორჯიო არმანის მოდელები. მისი კოლექცია EA7 Olympics შედგება ტანსაცმლის 50 ნივთისაგან; მათ შორის კი ჩემოდანიცაა. ფორმების ფერები მკაცრად იყო დადგენილი: მუქი ლურჯი და თეთრი. აღსანიშნავია, რომ ფორმის შიდა მხარეს ამოქარგულია იტალიის ჰიმნის პირველი ხაზი.
6b6b04c9f65b
8. ამერიკის შეერთებული შტატები.
სპორტული ტანსაცმლის შექმნისას დიზაინერი Ralph Lauren-ი ორიენტირებდა 1948 წლის ამერიკელი ოლიმპიელების სამოსზე- მაშინ ოლიმპიადა ასევე ლონდონში ტარდებოდა. და საბოლოოდ რალფმა შექმნა კოლექცია, რომელშიც შეიტანა თანამედროვე ელემენტები. ფორმის ძირითადი ფერები იყო: მუქი ლურჯი, თეთრი და წითელი. ტანსაცმლის შემადგენლობაში გარდა ქურთუკების, პოლოს მაისურების, ქუდების, ჩანთების- ასევე შევიდა სათვალეები და პირსახოცი.

7886a9c3df32
9. დიდი ბრიტანეთი.
ფორმა ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრებისათვის ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიმუშავა დიზაინერმა სტელა მაკკარტნიმ Adidas თანამშრომლობით . ცისფერი, ფირუზისფერი და თეთრი-ტანსაცმლის ძირითადი ფერები. ათლეტების სამოსის თითოეული ნივთი მორთულია ცნობილი “Union Jack”-ის კონტურით, ეს იგივეა რაც დიდი ბრიტანეთის დროშის კონტურები
58bc3d980189
10. იამაიკა.
იამაიკის სპორტსმენებისათვის ფორმის ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი გახდა ბობა მარლის ქალიშვილი – სიდელა. ზუსტად ის აირჩია 2011 წელს Puma კომპანიამ – იამაიკის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა. ფორმების შექმნის შთაგონების წყარო გოგონასათვის გახდა 1970/80 -იანი წლების მუსიკა და ხელოვნება. ფორმის ძირითადი ფერებია- ყვითელი, მწვანე და შავი. სპორტსმენების ტანსაცმელიდან შეიძლება გამოვყოთ კაბები, ქვედატანი და თბილი ქურთუკები.
4755d74624ad

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button