არქივი

სეკვოია. ხე – გიგანტი I

1f37387d4f3a

საკვოია ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი გასაოცარი ხეა. ეს საოცარი გიგანტები ათასწლეულები იზრდებიან სიგრძეში და სიგანეში და დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი მცენარეები არიან.

889444282de8

ff86013ad730

არეალი

გიგანტური სეკვოიები კვიპაროსისებრთა ქვეჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი ჩრდილოეთ ამერეკის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ იზრდებიან.

00e8bb834a8c

ბელადი სეკვოია (ჯორჯ ჰესი)

ამ ხეების ჯიშს სახელი “სეკვოია” ინდური ტომის ჩეროკის ბელადის სეკვოიას (~1770~1843) (აგრეთვე ცნობილია, როგორც ჯორჯ ჰესი) საპატივსაცემლოდ დაარქვა ავსტრიელმა ბოტანიკმა შტეფან ენდლიჰერმა. ბელად სეკვოიას ეკუთვნის 1826 წელს ჩეროკის სილაბური დამწერლობის შექმნა და გაზეთის დაარსება ჩეროკის ენაზე.

9911059d67ad

b49587882249

ყველაზე ხნიერი ხე დღეს ცნობილი სეკვოიებიდან 3.5 ათას წელიწადზე მეტი ასაკისაა. არც თუ ისე ადრე ითვლებოდა, რომ ზოგ სეკვოიადენდრონს 4-6 ათასი წელი შეეძლო ეცოცხლა, თუმცა ეს მოსაზრება ექსპერიმენტული მონაცემების საშუალებით დღეს უკვე უარყოფილია. სეკვოიას საშუალო სიმაღლე 60 მეტრია, თუმცა გხვდება მთელი კორომები სადაც მათი სიმაღლე 90 მეტრია.

b0264c562535

სეკვოია “ჰიპერიონი”

დღესდღეობით 47-ზე მეტი სეკვოიაა ცნობილი, რომელთა სიმაღლე 105 მეტრს აჭარბებს. ამჟამად ცნობილი ჩვენი პლანეტის ყველაზე მაღალი ხე, სეკვოია “ჰიპერიონია”, რომელიც რედვუდის ნაციონალურ პარკში იზრდება სან-ფრანცისკოს შორიახლოს. ამ გიგანტის სიმაღლე 115,5 მეტრია მისი მოცულობა კი 502 კუბური მეტრი. ის 2006 წელს აღმოაჩინეს კრის ატკინსონმა და მიქელ ტეილორმა, ჰიპერიონის ასაკი დაახლოებით 700-800 წელია.”ჰიპერიონის” ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის გახმაურებული, რათა პოტენციურმა ტურისტებმა მისი ეკოსისტემა არ დააზიანონ, რომელშიც ის საუკუნეები იზრდებოდა.ჰიპერიონთან დაკავშირებით მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მას 115,8 მეტრის მიღწევა შეეძლო, თუმცა კოდალების მიერ წვეროზე მიყენებულმა ზიანმა მას ხელი შეუშალა. აგრეთვე ვარაუდობენ რომ 2017 წლისთვის მას სიმაღლეში ლიდერობას ასევე სეკვოია ოღონდ შედარებით უფრო სწაფი ტემპით მზარდი “ჰელიოსი” ჩამოართმევს. “ჰიპერიონ”–ის წლიური ზრდა ~2,54 სმ–ა, ხოლო “ჰელიოს”–ის ~26,54 სმ. ამჟამად მათ შორის სხვაობა 1,2 მეტრია.

3423c3a75c28

a0594040b933
21f16ea1d4b9

“გენერალი შერმანი”

სეკვოიას აქვს საინტერესო ქვესახეობა სეკვოიადენდრონი, რომელიც ნაკლები სიმაღლით გამოირჩევა, მაგრამ უფრო სქელი ტანი აქვს. მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის ხე სწორედ ამ ქვესახეობის წარმომადგენელია. მას “გენერალი შერმანი” ჰქვია, მან ეს სახელი 1879 წელს დაარქვეს სამოქალაქო ომის მონაწილე გენერლის ვილიამ ტეკუმსე შერმანის საპატივსაცემლოდ. ამ სახელის ავტორი ნატურალისტი ჯაიმს ვოლვერტონია, რომელიც ომის დროს ლეიტენანტად მსახურობდა ინდიანის საკავალერიო კორპუსში გენერალ შერმანის მეთაურობით. ამ ხის სიმაღლე 83,8 მეტრია, ფუძის დიამეტრი 11,1 მ, ხოლო ტანის გარშემოწერილობა 31,3 მეტრი. “გენერალ შერმან”-ის მოცულობა 1487 კუბური მეტრია, რაც მიახლოებით 68000 ადამიანის მოცულობის ტოლია! მისი ასაკი 2300-2700 წელია!

fb62c483ee19

9a139f875f13

d35eebaa6e55

ტანის კოლოსალური ფართობის წყალობით, მოჭრილი ხის ადგილას პატარა კაფეც კი კეთდებოდა ზოგჯერ კი საცეკვაო მოედანი.

0a593381c693

9136b326c472

a98e6a19ac57

904024f10786

f6c5db63d239

e85acf709536

9261f3f7fac4

eb36bf7d4c01

e41309bb8be0

91ef70aa62fa

d1a3745181bb

39685fb926e2

46679091fe9e

8da8b2b80d57

სეკვოიას თესლები

მათთვის ვისაც გინდათ თქვენი სახელი საუკუნეებს და ათასწლეულებს შემოუნახოთ სეკვოიას თესლების ყიდვა თავისუფლად შეგიძლიათ ამაზონიდან. :)

www.amazon.com/sequoiaseeds

პ.ს. სეკვოიას მეორენაირად მამონტის ხესაც უწოდებენ.

მსგავსი ამბები

Back to top button