TECH & მეცნიერებაგართობაკულტურა

ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ბაქოში

1b1b0ad772d9
ბაქოში,ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალი შესრულებულია თანამედროვეობის სულისკვეთებით და ენთუზიაზმით: გამოირჩევა ფუტურიზმით, კონსტრუქციულობითა და მიქსგეომეტრიულობით; ასევე გამოყენებულია ძვირიანი, მაღალტექნოლოგიური მასალები. ინტერიერი, რომელიც შთაგონებული და ინსპირირებულია აღმოსავლური სტუმართმოყვარეობით, მდიდარია კაკლის ხის უმაღლესი ხარისხის ” WEINING”-ის ფირმის დანადგარებით გამომშრლი, დახერხილი ელემენტებით-მთელი აეროპორტის ინტერიერს ამშვენებს Cocoon-ის სტილში გადაწყვეტილი კაფეები, მაღაზიები, აფთიაქი, ცნობების გამცემი სალაროები და სხვ.
ახალი, 4-სართულიანი კომპლექსი, რომლის ფართობი შეადგენს 65,000 კვ.მ-ს გათვალისწინებულია წელიწადში 6 მილიონი მგზავრის მომსახურებაზე.

dc1345d47223 პირველ სართულზე ემსახურებიან გასაფრენად უკვე მზადმყოფ მგზავრებს, ხოლო უკვე ჩამოფრენილი მგზავრები ღებულებენ თავიანთ ბარგს. ასევე მეორე სართულიც განკუთვნილია ჩამოფრენილი მგზავრებისათვის: აქ განთავსებულია კონტროლის პუნქტები (სასაზღვრო და ტრანზიტული მგზავრებისათვის უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების პუნქტი) , ვიზზების გაცემის პუნქტები და მოსასვენებელი ზონები.
მე-3 სართული გათვალისწინებულია მგზავრების გასაფრენად: აქ ხორციელდება საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი, მოქმედებს მაღაზიები “Duty Free და ფუნქციონირებს კაფეები (მათ შორის პანორამული ფანჯრებით). რაც შეეხება სამედიცინო პუნქტს, ის მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. ამ პუნქტში კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში…

9404884b2830+
ეს შთამბეჭდავი, საერთაშორისო აეროპორტი არა მხოლოდ ფუნქციური და კომფოტულია, არამედ ენერგოეფექტურიცაა. მოდერნიზმისაკენ დიდი ინტერესი აეროპორტის ინტერიერშია ასახული: უზარმაზარი, პანორამული ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე და რაც მთავარია, აქ წარმოდგენილი კომპლექსი მთლიანად, მაღალი ტექნოლოგიებით იმართება.
b8202b602c21
კომპლექსის ოთხივე სართულზე შეიძლება ვნახოთ ორიგინალური Cocoon-ის სახეობები, რომლებიც დამზადებულია მუხის შპონისაგან. ზედა სართულზე Salam Lounges -ის ბიზნეს-ზონაში არის: ბარები, კაფეები და სავაჭრო კიოსკები (პატარა მსუბუქი ნაგებობები წვრილმანი ვაჭრობისათვის) გაფორმებულია ხის ნახევარსფეროების სტილში.
b0207c3b5c5c
ეხლა, რაც მთავარია და რით გამოირჩევა ეს აეროპორტი ყველა დანარჩენისაგან (გამონაკლისია მსოფლიოში რამოდენიმე აეროპორტი). აეროპორტის ჩამოსვლის და გამგზავრების ზონაში, იატაკი დაფარულია რბილი, საფარდაგე ქსოვილით (carpeting), რომელიც მთლიანად ფარავს იატაკს და ეს შეიძლება ვნახოთ მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე აეროპორტში-დელი, სინგაპური და ჰონკონგი, ასევე ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძულის, ბალის აეროპორტში.
638999ff3ae6
4c649c07775e
a35f714e259c
ef6912a33679
59a3e3a83069
10026d46b426
214582a2683c
a3dd15d13eb7
52883432c454
3bc4211021b0
9c8705af7ee9
a47ab5b8ad32
44f5d0446027
c6f8ce8aab33
988498ea6adc
b37f98e316e0
2b8a28ea3539
4b78fb94d2cb
c2a6a7821b01
fd3d3a6eaff8
01b2b8034e34
3492b56b0cda

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button