ერთ-ერთ ჩიკაგოს პიცერიაში სახელწოდებით „State Street Pizza“ ჩატარდა ლედი გაგას ორეულების პატარა კონკურსი. სამი გამარჯვებული დაჯილდოვდა ბილეთით ფესტივალ Lollapalooza-ზე, რომლის დროსაც ჩატარდება ცნობილი მომღერლის კონცერტი.
ნახეთ ვიდეოც:
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ფესტივალზე 3 წლის წინ, ლედი გაგა „შეიჭრა“ და წარსდგა მსოფლიო პოპ-სცენაზე; კიდევ ერთი აღმნიშვნელი ფაქტია: ლედი გაგამ ფესტივალზე ორგანიზება გაუკეთა და თავისი ფანებისათვის მოაწყო სიურპრიზი, იქ დამსწრეებს-ყველას გადაეცა პიცა და მინერალური წყალი; გარდა ამისა დაურიგდათ მოსაწვევები-უფასო სილამაზის სალონის მომსახურება, რომელშიც შედის: პარიკმახერ-უნივერსალი, კოსმეტოლოგი, მაკიაჟის (ვიზაჟის) ოსტატი, მანიკურისა და პედიკურის ოსტატი და ა.შ.