გართობაუცნაური

მთვარეულები (ნაწილი I, მხატვარი)

1f7f6d4af41a
Lee Hadwin – იგი ე.წ. ღამის შემოქმედია. ეს ადამიანი დღე არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს ხატვის მიმართ. ჰედვინმა მთვარეულობა ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ მისმა მშობლებმა მიიჩნიეს, რომ ეს ბავშვისთვის ნორმალური იყო და მალე გადაეჩვეოდა, თუმცა ასე არ მოხდა. როცა ბიჭმა თინეიჯერობის ასაკს მიაღწია, ძილში სიარულის გარდა ხატვაც დაიწყო. თავდაპირველად მისი ნახატები საწოლი ოთახის კედლებს ამშვენებდა, ასაკის მატებასთან ერთად მუშაობასაც უმატა და დილას რომ იღვიძებდა ყველაფერი მოხატული ხვდებოდა.

8426ff93d082

თავის ნიჭს ავტორი ტალანტად მიიჩნევს: ,,ხშირად თვითონაც აღფრთოვანებული დავრჩენილვარ, როცა გამიღვიძია და ჩემს ირგვლივ ხელოვნების ნიმუშები დამხვედრია. რა არის ამაში გასაოცარი? ის, რომ როცა ფანქარს ვიღებ მღვიძარე, უბრალო მონახაზსაც, ესკიზსაც ვერ ვაკეთებ.

ჰადვინის ფენომენს უკვე იკვლევენ ედინბურგის კვლევით ცენტრში. Lee ამბობს, რომ მეორე დღეს მას არაფერი არ ახსოვს ღამისეული შემოქმედების შესახებ.

d813aacba9b8

7de4c90d0f03

წამყვანი გალერეები უკვე დაინტერესდნენ მხატვრის ნამუშევრებით. ერთ-ერთ გამოფენაზე კი ჰადვინის ნახატი ,,ფრენა ფანტაზიაში” ხელოვნების მოყვარულმა 5000 ფუნტ-სტერლინგად შეიძინა.
მხატვარი ამბობს, რომ თავდაპირველად მისი უცნაურობა არათუ სასიამოვნო, არამედ მისთვის შემაშფოთებელიც კი აღმოჩნდა, თუმცა ახლა ძალიან კმაყოფილია. მაგრამ  დარდობს, რომ ამ ტალანტის კონტროლი არ შეუძლია და ეშინია ერთ დღესაც ისევე არ დაკარგოს ნიჭი, როგორც იპოვნა.

d315a0a596b5

7ab91a5ceb3b

38a5b16fe086

1ed12520f37e


როგორ ხატავს ლეი ღამე : )


ეტყობა ტიტველს უყვარს ძილი :(

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button