არქივი

ლპობადი პორტრეტები

66f32d9a4711037288d30eaa
პორტრეტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია მისი საუკეთესო ნიმუშები გვხვდება როგორც ფერწერაში, ასევე ქანდაკებაში, გრაფიკასა და ფოტოხელოვნებაში და სხვ. პორტრეტი ემსახურება კონკრეტული ადამიანის სახის უკვდავყოფას. მისი მთავარი კრიტერიუმია გამოსახულების მსგავსება მოდელთან და მისი სულიერი არსის სწორად გახსნა, ინდივიდუალობის წარმოჩენა, პორტრეტში შეიძლება გაიხსნას მორალური სახე, გადმოიცეს მოდელის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ხასიათი, აისახოს მნიშვნელოვანი მოვლენები.ეს პორტრეტები კი ოდესმე დაჭკნება, რადგან როგორც ადამიანია მოკვდავი, სწორედ ისე მოკვდება და ჩალპება ბოსტნეულის პორტრეტები, რომელიც ჯუზეპე არჩიმბოლდოს ეკუთვნის.მან გამოიყენა სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული და თუ სურათებს კარგად დააკვირდებით, ადამიანთა სახეებს ნამდვილად გაარჩევთ, ფოტოები კი ნიუ იორკელ კლაუს ენრიკეს ეკუთვნის
037288d30eaa
ცოცხალი სურათები ხილისა და ბოსტნეულისაგან – აი ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის, კლაუს ენრიკე გერდესის შთაგონების წყარო. მისი შემოქმედება ეყრდნობა მხატვარ ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნამუშევრებს, რომელიც XVI საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიაში. თავის დროზე თანამემამულენი აღფრთოვანებულნი იყვნენ არჩიმბოლდოთი, რომელიც ქმნიდა სრულიად განუმეორებელ ქმნილებებს – ხილისგან, ბოსტნეულისგან, ყვავილებისგან, მუსიკალური ინსტრუმენტებისგან… განსაკუთრებით ცნობილია მისი ნამუშევარი „ვერტუმნი“ – იმპერატორ რუდოლფ II-ის პორტრეტი წელიწადის დროთა და მცენარეთა ღმერთის სახით-ეს პორტრეტიც ლპობადია…
7caa9647be46
6382042010fc
6e237cd9782f
66f32d9a4711
1f95fe8a8e20

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button