ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელი საყვარელ ქალი- ბარბარა განდოლფი
კინოს ლეგენდა – ჟან-პოლ ბელმონდო დაიბადა 1933, საფრანგეთში ; განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“, ხოლო 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.
ჟან -პოლ ბელმონდო ჩავიდა კანის კინოფესტივალზე თავის ახალ საყვარელ ქალთან -ბარბარა განდოლფთან (Barbara Gandolfi) ერთად. შეყავარებულების ასაკობრივი სხვაობა შეადგენს 45 წელზე მეტს…
გთავაზობთ ამ წყვილის ფოტო-სურათებს !
დაბერდა ეს კაცი მაგრამ ქალებს მაინც არ ეშვება…
თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში, ჟან-პოლი „ფლეიბოის” ყოფილ მოდელსა და ბიზნესლედის, ბარბარა განდოლფის ხვდებოდა. ახალმა საყვარელმა ქალმა, 33 წლის ბელგიელმა ბიზნეს-ლედიმ, უკვე ხანდაზმული მსახიობი სიცოცხლეს დაუბრუნა. მაგრამ, ამ ქალბატონით პოლიცია იყო დაინტერესებული და ბარბარას ადანაშაულებდა ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. ბელგიურმა პოლიციამ ბარბარას ბოლო წლებში შეძენილი უძრავი ქონება და ნაღდი ფული აღმოუჩინა, რომლის წარმომავლობაც ბუნდოვანია.
თუმცა ჟან-პოლი კვლავინდებურად შესციცინებდა თავის „ფერიას“ და გულწრფელად სჯეროდა მასზე 45 წლით უმცროსი ბარბარას სიყვარულის…
წელი: ამჯერად საქმე ცნობილი ფრანგული კინოს ლეგენდასთან 79 წლის ჟან პოლ ბელმონდოსთან გვაქვს, რომელიც ახალგაზრდა საყვარელს, ბარბარა განდოლფის დაშორდა.
გარდა იმისა, რომ ბარბარა ჟან-პოლზე 45 წლით ახალგაზრდაა, მამაკაცების ჟურნალის Playboy-ის მოდელიც იყო. წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნო ქვიშიან სანაპიროზე. ბარბარას საეჭვო რეპუტაციას ცნობილი ფრანგი ალფონსი არ შეუშფოთებია, პირიქით, ჟან-პოლმა საყვარელთან ერთად 4 წელი სრულ ჰარმონიაში გაატარა. ახლობლები აფრთხილებდნენ, რომ ბარბარას ნდობა არ შეიძლებაო და მათი ეჭვები მას შემდეგ დადასტურდა, რაც ბელნომდოს ანგარიშებიდან მსხვილი თანხები გაქრა… “ჟან-პოლ ბელმონდომ მე, როგორც მის მეგობარსა და ადვოკატს მაცნობა, რომ ბარბარა განდოლფის დაშორდა… არსებობს რაღაცები, რასაც ბელმონდო ვერ შეეგუება”, – განაცხადა მსახიობის ადვოკატმა მიშელ გოდემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილის დაშორების მიზეზი, ბარბარას ფინანსურ მაქინაციებში გახვევაა, რომელზეც ადრეც საუბრობდა ფრანგული ჟანდარმერია. არსებობს ეჭვი, რომ 39 წლის ბელგიელი მოდელი ხანშიშესული მეუღლის ქონებით იყო დაინტერესებული და ამ ფინანსურ ზრახვებზე ღია სატაელეფონო საუბრებშიც გამოიჭირეს.
რაც შეეხება, ბელმოდნოს, ის ირწმუნება, რომ ბარბარასთან დაშორების მიზეზი მსგავსი ბრალდებები არ ყოფილა.
ბელმონდო ორჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული:
პირველი ქორწინებიდან ელოდი ჟან-პოლს სამი შვილი ჰყავდა: პატრიცია, ფლორენცია და პოლი. მისი უფროსი ქალიშვილი – პატრიცია, 1994 წელს უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. ყოფილ ბალერინა ნატი ტარდიველთან ჟან-პოლს ეყოლა ქალიშვილი – სტელა. მისი ერთადერთი ვაჟი, პოლ ბელმონდო, „ფორმულა 1-ის” ყოფილი მრბოლელია.
უფროსი ქალიშვილის დაღუპვის ამბავი ჟან-პოლ ბელმონდოს სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს. ბელმონდომ ბოლომდე ითამაშა სპექტაკლი, რომლის დასრულების შემდეგ გულის შეტევა მოუვიდა, მეორე დღეს კი მას ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემები შეექმნა.
რეალობაში კი ჟან-პოლ ბელმონდო თავისი დროის სექს-სიმბოლოდ იქცა, რომელსაც რომანები ჰქონდა მსოფლიო კინოს მეგავარსკვლავებთან: ურსულა ანდრესთან, ჯინა ლოლობრიჯიდასთან, სოფი ლორენთან, კატრინ დენევთან, ჟანა მოროსთან და კლაუდია კარდინალესთან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟან-პოლ ბელმონდომ 7 წელი იცხოვრა სამოქალაქო ქორწინებაში მსოფლიო კინოს სექს-სიმბოლოსთან, ურსულა ანდრესთან.
1985 წელს ეკრანებზე გამოსული ფილმი „ძარცვა” უკანასკნელი ფილმია, სადაც ჟან-პოლ ბელმონდო თავად ასრულებდა ურთულეს ტრიუკებს კასკადიორების გარეშე. გადასაღებ მოედანზე ბელმონდომ რამდენიმე ტრავმა მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა, კასკადიორების მომსახურებით ესარგებლა. პოლი აირჩიეს საფრანგეთის მსახიობთა კავშირის პრეზიდენტად.
ჟან-პოლ ბელმონდო ფლობდა ცნობილ იტალიურ რესტორანს პარიზში, სახელად „სტრეზა”.
თავის მუდმივ კონკურენტთან, ალენ დელონთან ერთად, ჟან-პოლ ბელმონდოს ნათამაშები აქვს ორ ფილმში: „ბორსალინო და კომპანია” და უკვე ნახსენები „ერთი შანსი ორისთვის”.
რამდენიმე წლის წინ ჟან-პოლ ბელმონდოს ჰკითხეს, თუ რას აპირებდა იგი მომავალში, რაზეც ბებელმა უპასუხა: „არ ვაპირებ, გავხდე ფრანგული კინოს მფრინავი ბაბუა”.
ამ სურათებზე ლეგენდარული მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო და მისი შეყვარებული „ფლეიბოის” ყოფილი მოდელი და ბიზნესლედი- ბარბარა განდოლფი ისვენებენ ფრანგული რივიერას ქვიშიან სანპიროზე კურორტ ანტიბიში (Antibes) სასტუმრო „Eden Roc“- ში.
აქ მოხვედრა ასევე შესაძლებელია ნიცის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით.
ნიციდან 30 კმ-ში მდებარეობს ფესტივალების ქალაქი კანი.
კანში ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია ფესტივალების სასახლე ვარსკვლავების ხეივნით, სადაც ცნობილი ხელოვნები თავიანთ ხელის ანაბეჭდებს ტოვებენ.
კანის თითქმის ყველა პლიაჟი ფასიანია, თუმცა ფესტივალების სასახლესთან მდებარეობს საზოგადოებრივი პლიაჟი plage publique სადაც უფასოა ცურვა და გარუჯვა. შეყვარებული წყვილი იმყოფებოდა აგრეთვე კანში და აქ
სასეირნოდ ყველაზე პოპულარული ადგილია კრუაზეტის ბულვარი მასზე გაშენებული ფეშენებელური სასტუმროებით და ვილებით, ბუტიკებით და გდა სხვ…
64-ე კანის კინოფესტივალი
Thiery Fremaux, Jean-Paul Belmondo და როგორც ამბობენ, ამჟამად უკვე მისი „მეუღლე“ -ბარბარა განდოლფი დასწრნენ “Beaver”-ს პრემიერას 64 კანის კინოფესტივალზე .
უბერებელი ჟან-პოლ ბელმონდო კანში
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ენიო მორიკონეს მუსიკის კინოფილმიდან ”პროფესიონალი” ფონზე, 35 წლის მეუღლე ბარბარა გონდოლფის თანხლებით გამოვიდა.
78 წლის კუმირმა საპატიო ოქროს პალმის რტო მიიღო. მისი ნახევარსაუკუნოვანი კარიერის შესახებ კი მაყურებელმა იმ საღამოსვე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში იხილა.
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ: