არქივი

დალი და გალა – სიყვარულის კიდევ ერთი ამბავი..

b0372e9c48ed

მე ვფიქრობ საინტერესო მხატვარის საინტერესო სიყვარულის ისტორიაა  :yvavili: ყველა დიდი მამაკაცის უკან დიდი ქალი იდგა. ფრანგი მხატვრის, სალვადორ დალისთვის ასეთი იყო გალა, რუსი ქალი, არალამაზმანი, მაგრამ დალი აღმერთებდა, გაიხსენეთ ქალის მისეული სახეები – სულ გალაა…

გალინა დიაკონოვა იდუმალი და წინააღმდეგობრივი ნატურა იყო, მაგრამ დალის მასზე ერთგული მეგობარი და დამხმარე არ ჰყავდა.

გალას სიკვდილის შემდეგ მხატვარი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ფერწერის ინტერესიც დაკარგა. ერთად ხანგრძლივი და შთამბეჭდავი გზა განვლეს – 1929 წლიდან, როცა კატალონიაში ერთმანეთი გაიცნეს, 1982 წლამდე, როცა გალამ ეს ქვეყანა დატოვა.

საბედისწერო შეხვედრა კადაკასში

1929 წლის სექტემბერში სოფელ კადაკესში, რამდენიმე კილომეტრში პორტ-ლიგატადან, სადაც მაშინ დალი ცხოვრობდა, ჩამოვიდა ფრანგი პოეტი პოლ ელიუარო თავისი რუს ცოლთან ელენე დიაკონოვასთან ერთად. გალას ჯერ კიდევ რუსეთში ეძახდნენ.

25 წლის სალვადორ დალისა და 36 წლის გალას პირველი შეხვედრა მეხის დაცემას ჰგავდა. დალის მომენტალურად და ვნებიანად შეუყვარდა. და ქალიც, მოხიბლული ახალგაზრდა მხატვარი, ყოყმანის გარეშე დარჩა კადაკასში.

მხატვარი შეძრულია: გალას სახე მოულოდნელად დაემთხვა უხილავი გოგონას სახეს, რომელიც მხატვარს ღამღამობით ესიზმრებოდა, დაემთხვა ”ელეგანტური ქალის” მოგონილ იდეალსაც, რომელსაც ყოველთვის ყველგან ეძებდა და, როგორც იქნა, იპოვა. დალი აღარ დაეზებდა რეალობას, მის წარმოსახვაში უკვე გადაწყდა ყველაფერი: ამიერიდან გალა მხოლოდ მისია.

თავის ასაკზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა, გლუვი კანი ჰქონდა, ძლიერი ზურგი, პატარა მკერდი, მოქნილი წელი და ზამბარისებური სიარული. მაგრამ საქმე მისი გარეგნობა არ იყო – აქ რაღაც სხვა ზემოქმედებდა. სალვადორისთვის აღარც გალას ქმარი არსებობს და არც ქალიშვილი სესილი. გაუთლელსა და ვნებიან ესპანელ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ქალი მის გრძნობას უპასუხებდა. დალის სხვა რამ ტანჯავდა: თავისი 25 წლის ასაკისთვის ჯერ კიდევ უბიწო ვაჟი იყო. უარესიც, თავად მხატვარი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი არ არის.

თავიდან დალი გალას სილამაზემ მოაჯადოვა და უხერხული ისტერიული ხითხითი წასკდებოდა, როცა საუბრობდნენ. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო გალას გვერდით.
e0c225b75282
მაშინვე იცნო თუ არა გენიალური მხატვარი? – რთული სათქმელია: ძნელად თუ ვინმე დადებდა თავს მაშინ მისი ნათელი მომავლისთვის. მაგრამ გალამ, თავისი დემონური ინტუიციით ამოიცნო დალიში არაჩვეულებრივი პიროვნება. იმ დღიდან მისი ცხოვრების მიზანი ამ პიროვნების ლალაობა იყო.

კადაკესში მეთევზის სამოსში გახვეულ გალას თავისიანად აღიქვამენ. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ მოსკოველი იყო.

მაგრამ ვინ არის, როგორია?

ერთ შვეიცარიულ სანატორიუმში ნორჩმა გალინამ უგონოდ შეიყვარა ასევე ნორჩი პოლ ელიუარი და რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე მასთან პარიზში ჩავიდა. შემდეგ რუსეთში არც ყოფილა და სამშობლო ნაკლებად აინტერესებდა.

პარიზში გალა საუკეთესო დროს აღმოჩნდა – XX საუკუნის ხელოვნების საუკეთესო პერიოდის გარიჟრაჟზე. ჰაერი დაელექტროებული და ეროტიზირებული იყო ზღვრამდე. გალას ხელოვნებისა და სექსის გზაჯვარედინის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად გადაქცევა ელოდა.

გათხოვებამდე, 23 წლამდე, უბიწო იყო. სამაგიეროდ შემდეგ აინაზღაურა “დანაკლისი”, თითქოს შურს იძიებდა მამაკაცურ სამყაროზე იმისთვის, რომ ამდენხანს ლოდინი მოუხდა. ქმრის მდუმარე თანხმობით რომანი გერმანელ მხატვართან და სკულპტორთან, მაკს ერნსტთან გააბა. ერთხანს სამეული სარეცელს იყოფდა კიდეც.
სიყვარულისა და სექსისადმი ასეთი ლიბერალური დამოკიდებულების მიუხედავად გალა ერთ-ერთი იყო იმ იშვიათ ქალთაგან, ვისაც სიურეალისტები სერიოზულად უსმენდნენ. ქმარი ხშირად უღებდა დედიშობილა გალას სურათებს და შემდეგ ყველას აჩვენებდა (მათ შორის დალისაც).

გალას ეს მოსწონდა. განშორების შემდეგ ფოტოები ერთადერთ ნუგეშად იქცა პოეტისთვის. უყვარდა თუ არა ქმარი, ისეთი მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, რომ არ შეეფერებოდა: თვითონ ჩამოყალიბდა და გამოსაძერწი არაფერი რჩებოდა. გალას კი რბილი თიხა სჭირდებოდა.

დალიზე უკეთესზე ვერც ვერავიზე იოცნებებდა. 1934 წელს ქმარს გაშორდა. დალის გალას გარდა არავინ სჭირდებოდა. 30-იანი წლების დასაწყისში თავის სურათებს “გალა-სალვადორ დალის” აწერდა, თითქოს ერთი ადამიანი იყვნენ; 40-იანი წლებისთვის ეს პრაქტიკა ჩვეულებრივი გახდა.

ჯერ მხოლოდ ისე უყურებდა, როგორც ქალს. შემდეგ ისე, როგორც დედას. როცა წყვილი პირველად გაიქცა, კარი-ლე რუეს სასახლეში ჩაიკეტა და თავი მთალი სამყაროსგან მოკვეთა, ასე გაგრძელდა მათი მეუღლეობის ბოლომდე.

ჩემო ბიჭო, არასდროს დავშორდებითო, უთხრა ერთხელ ვნებიანად შეყვარებულ დალის გალამ. 1934 წელს კი ისინი, როგორც იქნა, შეუღლდნენ. დალის დაუოკებელი ფანტაზია და ამოუწურავი ენერგია გაეღვიძა. სხვა სიურეალისტებსაც გემიჯნა და წარმოთქვა ცნობილი: “სიურეალიზმი მე ვარო”.

გალა და დალი ევროპას ტოვებენ და მონტერეიში (აშშ) სახლდებიან.. ნიუ-იორკშიც ხშირად იყვნენ, ფუფუნებაში, მაგრამ ეს ქალაქი მათ თავშესაფრად იქცა. დალი ცოლს ძალიან ხშირად ხატავს და გალაც საუკუნის თითქმის ყველაზე ცნობილი მოდელი ხდება, ხოლო მისი სხეული არანაკლებ ცნობილი – ვიდრე ვენერა მილოსელისა. დალი – მდიდარი, ცნობილი, შესახედად გალას შვილად ერგება (11 წლით უმცროსია მასზე), უკვე მრავალი წელია ნაბიჯითაც არსად უშვებს ცოლს, სიამის ტყუპებივით არიან…

ჩამქრალი კოცონის მკრთომარე ნაშთი

60-იანების ბოლოს დალისა და გალას ურთიერთობა შეიცვალა. გალას თხოვნით, დალიმ სასახლე იყიდა და გალა ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში ბევრ დროს იქ ატარებდა. უკვე სამოცდაათის იყო, მაგრამ რაც უფრო ბერდებოდა, მით მეტი სიყვარული სურდა.

“სალვადორისთვის სულ ერთია, ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს” – არწმუნებდა ქმრის მეგობრებს, როცა საწოლში ითრევდა. “გალას იმდენი საყვარლის ყოლის უფლება აქვს, რამდენიც მოესურვება, ვაქეზებ კიდეც, რადგან ეს სასიამოვნოდ მაღელვებს”.

ახალგაზრდა საყვარლები დაუნდობლად ძარცვავდნენ გალას. დალის სურათებს სჩუქნიდა მათ, ყიდულობდა სახლებს, სტუდიებს, მანქანებს. დალის მარტოობისგან ფავორიტი ახალგაზრდა ქალები იცავდნენ. თუმცა ეს ყველაფერი თამაში იყო. დალიმ იცოდა, მისი სულის ქალი მხოლოდ გალა იყო.

1982 წელს გალა გრადაიცვალა. დაკრძალვაზე დალი არ იყო. თვითმხილველების მოწმობით, სამარხი რამდენიმე საათის შემდეგ ნახა. «შეხედე, არ ვტირი», – მხოლოდ ეს თქვა.

გალას სიკვდილის შემდეგ დალის ცხოვრება განაცრისფერდა, სიგიჟე და სიურეალისტური გასართობები სამუდამოდ გაქრა. აღარც ჭამდა, ყვიროდა, აფურთხებდა მედდებს, უკაწრავდა ფრჩხილებით სახეს, ძლივს ლაპარაკობდა, ტირილში სულს ძლივს ითქვამდა, საათობით ყმუოდა…

ის, თუ რა დაკარგა დალიმ გალას წასვლით, მხოლოდ თავად იცოდა. მარტო დაბოდიალობდა სახლის ოთახებში, ბურტყუნებდა უაზრო ფრაზებს ბედნიერებასა და იმაზე, როგორი ლამაზი იყო გალა. აღარაფერს ხატავდა. ასე იჯდა დახურულდარაბებიან სამზარეულოში.

სალვადორ დალიმ გალას შემდეგ 7 წელი იცოცხლა.

50afd8bb7178

წყარო: www.eva.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button