არქივი

ფაქტები Freddie Mercury – ზე

a90d7cda9c2f

ფრედი მერკური დაიბადა ზანზიბარში, ტანზანიაში. იყო ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ბენდ ქუინის წევრი. როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი შეუდარებელი, გამორჩეული და განსაკუთრებულივოკალური მონაცემებით.

ამავდროულად შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი: Bohemian

Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love; Don’t Stop Me Now; We Are the Champions და Crazy
Little Thing Called Love.ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო
შიდსით 1991 წლის 24 ნოემბერს, ერთი დღის შემდეგ, რაც საზოგადოებას
შეატყობინა, რომ აწუხებდა უკურნებელი დაავადება

30553a4523a0

ფრედის თავის პასპორტში სახელი და გვარი ასე ეწერა – ‘Frederick Mercury’,
მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი Farrokh Bulsara.
სახელი ფრედი დაირქვა მაშინ, როცა ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად,
ხოლო გვარი მერკური ჯგუფ ქუინის დაარსების შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, ყოველთვის ქონდა
იმის შიში, რომ ‘Bohemian Rhapsody’-ის შესრულებისას რაიმე შეეშლებოდა
და არასწორად დაუკრავდა. ამის გამო, კონცერტებზე ფრედი იმდენად ხშირად აღარ
უკრავდა ფორტეპიანოზე როგორც ადრე

26458bf8a991

ფრედი კონცერტების დაწყებამდე, ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. მაგრამ ერთხელ,
როცა ქუინს გამოსვლა ჰქონდა Milton Keynes Bowl-ზე, ფრედი ეჩხუბა
თავის კავალერს Bill Reid-ს. ეს კამათი იმდენად სერიოზული იყო, რომ ბილმა ფრედის
მწარედ უკბინა ხელზე. კბენის შემდეგ ფრედის ხელზე კბილების კვალი დარჩა, თან კი
ძალიან ბევრი სისხლიც სდიოდა. ამ ფაქტის შემდეგ მათ კიდევ ერთხელ
იკამათეს თავიანთ სასტუმროში

მათ კიდევ ერთი კამათი მოუწიათ, მაშინ როცა, ქუინს პერფორმანსი
Saturday Night Live-ზე უნდა შეესრულებინა. მათ კამათი საკმაოდ დიდხანს
გაუგრძელდათ, ფრედი განუწყვეტლივ ყვიროდა და ხმამაღლა საუბრობდა. მეორე დღეს კი
ფრედის ხმა დაკარგული ჰქონდა და ვერ შეძლებდა შოუში გამოსვლას. მისი დამხმარეები
დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მისთვის ხმა დაებრუნებინათ,
რაც ბოლომდე ვერ შეძლეს

ფრედის ძალიან უყვარდა თავისი კატები. როცა ის ჯგუფის დანარჩენ წევრებთან
ერთად ტურნეზე იმყოფებოდა, ხშირად ფიქრობდა თავის კატებზე და ძალიან ენატრებოდა
ისინი. ის ხშირად რეკავდა თავის მეგობარ მერი ოსტინთან, რათა მას ეთქვა ყველაფერი
კატების შესახებ. ამის შემდეგ კი ფრედი დიდი ხნის განმავლობაში
ტელეფონით ელაპარაკებოდა თავის კატებს.
მან სიმღერაც კი მიუძღვნა მის საყვარელ კატას – Delilah-ს

G.Bibila

don't worry be happy : ))

მსგავსი ამბები

Back to top button