არქივი

ნარკოტიკი და საზოგადოება

64810ef9888f

მთელს მსოფლიოში, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი ორგანიზმს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებით იწამლავს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნარკოტიკების მოხმარებაში იგულისხმება მასტიმულირებელი ყავის, ჩაისა და ერთი ჭიქა ღვინის მიღებაც კი. სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ჩაიში, ყავასა და უალკოჰოლო სასმელებში არსებული კოფეინი, ისევე როგორც, ღვინისა და ლუდის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი,ისეთ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას აფერხებენ.
სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურად ითვლება და მათი მოხმარება სახიფათოა. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი და სხვა.

42b439451313

ალკოჰოლი და თამბაქო
ალკოჰოლი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოციალური ნარკოტიკია. იგი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში გამოიყენება. ალკოჰოლურ სასმელებს მიეკუთვნება ღვინო, ლუდი, სიდრი, პორტვეინი, ვისკი, ჯინი, რომი და ა.შ.
ნარკოტიკი თავის ტვინზე ორნაირად მოქმედებს. ერთი მხრივ, იგი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს და შეგრძნებებს აქვეითებს. მეორე მხრივ, დეპრესანტია და რეაქციების სიჩქარეს ანელებს. ალკოჰოლმა მსმელს შესაძლოა ბედნიერების, გარკვეული უპირატესობის შეგრძნება მიანიჭოს.
ადამიანთა უმრავლესობას ალკოჰოლის ზომიერად მიღების გაკონტროლება შეუძლიათ. ისინი გართობის მიზნით სვამენ ისეთ სასმელებს, რომლებიც მაღაზიებში ბარებსა და რესტორნებშია ხელმისაწვდომი. ხანგრძლივი დროის მანძილზე დიდი რაოდენობის ალკოჰოლის გამოყენება ჯანმრთელობის შერყევას იწვევს. განსაკუთრებით, თავის ტვინსა და ღვიძლის დაზიანებას, აგრეთვე, კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემია მოშლას და კიდევ უამრავ სხვა პრობლემას.
ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარებისას ორგანიზმი ეჩვევა მას. ამის დამადასტურებელია ის, რომ როდესაც ალკოჰოლის მომხმარებელი წყვეტს მის მიღებას, მას “აბსტინენციის სინდრომი” უვითარდება, ეწყება ბოდვა(“თეთრი ცხელება”), ოფლიანობა, კანკალი, გულისრევა და ჰალუცინაციები.
თამბაქოში არსებული ნიკოტინი კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია. სიგარეტის მოწევა დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვისა და ყელის კიბო, ასევე, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. მწეველი ორსული ქალი საფრთხეს უქმნის საკუთარი ნაყოფის ჯანმრთელობას.
დაავადებებს, ძირითადად, იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ინგრედიენტები, მაგალითად, კუპრი და მხუთავი აირები. პასიური მწეველების (ადამიანები, რომლებიც მუდმივარ ჩაისუნთქავენ კვამლს) ჯანმრთელობა, ასევე, საფრთხის ქვეშაა.
თავად ნიკოტინი ასტიმულირებს ადამიანს, უფრო სიცოცხლისუნარიანს და აქტიურს ხდის. მწეველის ორგანიზმი სწრაფად ეჩვევა ნიკოტინს და იმავე ეფექტის მისაღებად უფრო ბევრს ეწევა. მწეველი ნიკოტინზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება.

899d717049fe

თავის ტვინის სტიმულირება
ნიკოტინის მსგავსად, კოფეინიც ალკალოიდური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩაის მცენარის ფოთლებიდან ან კიდევ ყავის ბუჩქის მარცვლებიდან მიიღება. კოფეინი აღმოჩენილია, აგრეთვე, კაკაოსა და ზოგიერთ უალკოჰოლო სასმელში.
კოფეინის ეფექტი თავის ტვინის სტიმულირებაში გამოიხატება. იგითითქოს ხსნის დაღლილობას და შიმშილის შეგრძნებას. დიდი რაოდენობით ყავისა და ჩაის მომხმარებელი დაკვირვების შემთხვევაში აღმოაჩენს რომ თუ კოფეინის მიღებას შეწყვეტს, გაღიზიანებული და დეპრესიული ხდება.
კოფეინის დღიური მოხმარების დოზა, ჩვეულებრივ, მცირეა. დიდი რაოდენობით მისმა მოხმარებამ ადამიანის ორგანიზმს შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს.
მარიხუანა, რომელსაც ზოგჯერ კანაფის ან ჰაშიშის სახელით მოიხსენიებენ, კანაფის მცენარისაგან მზადდება. იგი მომხმარებელს ადუნებს და, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების შედეგად, თავის თავში ძალზე თვითდაჯერებულს ხდის.
ზოგადად, სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით, მარიხუანა ძლიერ შეჩვევას არ იწვევს.მკვლევართა აზრით, მარიხუანას მომხმარებელი შესაძლოა ალოცირდეს ალკოჰოლის ან თამბაქოს ან თამბაქოს მომხმარებეელთან.

23866cebbe22

ბარბიტურატები
ლაბორატორიებში დამზადებული ეს პრეპარატები ექიმების მიერ ენიშნება პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ უძილობა ან აღგზნებულობა – ”საძილე აბების” ან, შესაბამისად, ”დეპრესანტების” სახით.
მაღალი დოზით ბარბიტურატების გამოყენება ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი ეფექტით ხასიათდება. აბსტინენციის სინდრომი საკმაოდ მძიმედ ვლინდება და ზოგჯერ ფატალურია.

20267d584db0

ამფეტამინები
ამფეტამინები წარმოადგენენ, ასევე, ლაბორატორიაში დამზადებულ პრეპარატებს, რომლებიც სტიმულატორების სახელითაა ცნობილი. ისინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას მაღლა სწევენ და სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას უმძაფრებენ. ამფეტამინები ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს წვავენ.
ნარკოტიკული საშუალებები ცენტრალურ ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებენ, ხოლო შემდეგ თრგუნავენ. ამიტომ “ამაღლებულ” განწყობას, როგორც წესი, თან სდევს მოწყენილობა, დეპრესია და დაღლილობა. პრობლემა იმით იწყება რომ მომხმარებელი შესაძლოა მოტყუვდეს და იმისათვის, რომ თავი “კარგად” იგრძნოს, კუდევ ერთი დოზა მიიღოს. ასეთ დროს ვითარდება ამ ნივთიერებისადმი მიჩვევა და მომხმარებელი მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება.

521d5f9fd65e

ჰალუცინოგენები
ჰალუცინოგენები ნარკოტიკების სხვადასხვაგვარ ჯგუფებს წარმოადგენენ. ზოგიერთი ბუნებრივია. მაგალითად, “ჯადოსნური სოკოები” და კაქტუსის ალკალოიდი ნივთიერება მესკალინი. სხვები ლაბორატორიებში მზადდება. მაგალითად, LSD, რომელიც “მჟავის” სახელითაა ცნობილი და ჰალუცინაციებს იწვევს.
ამ ჯგუფის ნარკოტიკული დაშუალებები ცნობიერებაზე, შეგრძნებებსა და აღქმაზე უდუდეს გავლენას ახდენენ. მომხმარებელს ჰალუცინაციები ეწყება.
ჰალუცინოგენების უმეტესობა მიჩვევას არ იწვევს, თუმცა მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვითარდება ლტოლვა ამ ნივთიერებისადმი. ჰალუცინოგენის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად იღუპებიან.

e6d7e8caf8a9

ოპიატები
ოპიუმი, მორფინი და ჰეროინი ბუნებრივი მცენარის ყაყაჩოსაგან მიიღება. მათი მოხმარება გუნება-განწყობის ამაღლებას, თრობას, გაბრუებასა და ძილს იწვევს.მედიცინაში ეს პრეპარატები ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება, მაგრამ ისინი ძალიან ძლიერი და საშიში საშუალებებია, შეჩვევას იწვევს და ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის. ჭარბი დოზის გამოყენება ადამიანის სიკვდილს იწვევს.

e35e5780f8cf

კოკაინი
კოკაინი არის თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც კოკაინის ხის ფოთლებისაგან მზადდება. იგი მომხმარებელს ხალისისა და ენერგიულობის შეგრძნებას ანიჭებს.კოკაინის ხანგრძლივ მომხმარებლებს უვითარდებათ ჰალუცინაციები, შიში და პარანოია.
არსებობს კოკაინის ქიმიურად შეცვლილი ვერსია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკოტიკული საშუალებაა და შეჩვევას იწვევს.

37e1ac1bbda6

მსოფლიოს მასშტაბით მოხმარება
ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება თავის ტვინზე მოქმედებს. ნარკოტიკები აქვეითებს ისეთ მენტალურ ასპექტებს, როგორიცაა ფიქრისა და განსჯის უნარი, კონცენტრაცია, ფიზიკური აქტივობა, ემოციები და ცნობიერება. ისინი ფსიქოტროპულ საშუალებებს წარმოადგენენ.
ნებისმიერი პრეპარატის დიდი დოზით და ხანგრძლივად გამოყენება ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანოა. ასე რომ, საზოგადოება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გაკონტროლებას და დარეგულირებას ტრადიციების, რელიგიური აკრძალვების, სოციალური წეს-ჩვეულებებისა და კანონის საშუალებით ცდილობს. ბევრ ქვეყანაში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისას კანონის ძალით ისჯება როგორც გამსაღებელი, ასევე მომხმარებელიც.
ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ნაწილში მარიხუანის მოწევა კანონის ძალით არ იკრძალება და მას თითქმის ყველგან ეწევიან. თუმცა, ასეთ ადგილებში ალკოჰოლის მიღებაა არალეგალური. მუსლიმანურ ქვეყნებში ალკოჰოლი საერთოდ აკრძალულია. სამხრეთ ამერიკაში კოკაინის მოხმარება ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც ბრიტანეთში – ჩაის დალევა.

a6aada1d8609

რატომ?
ნარკოტიკების მოხმარების მთავარი მიზეზია “სტიმულაცია”, რომელიც ერთი ჭიქა ყავიდან იწყება და ღამის კლუბებში მიღებული აბებით მთავრდება. ნარკოტიკები მომხმარებელს ეხმარება თავი უფრო ხალისიანად და ენერგიულად იგრძნოს, უფრო კონტაქტური და ენაწყლიანი იყოს.
ადამიანები ნარკოტიკული საშუალებების მიღებით ცდილობენ გაექცნენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: სტრესი, ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებები, მუშაობის დატვირთული გრაფიკი, უმუშევრობა, დანგრეული ოჯახები, დაკარგული მეგობრობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ყოველდღიური ყოფისათვის არის დამახასიათებელი. სუსტი ნებისყოფის ადამიანები ვერ უმკლავდებიან წარმოქმნილ პრობლემებს და რეალურ ცხოვრებას გაურბიან. ისინი ნარკოტიკების მიღებით ცდილობენ შეიქმნან ფანტაზიებით სავსე სამყარო, სადაც რეალური არაფერია.
ნარკოტიკების მოხმარების კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია მიმბაძველობა. ხშირად ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებას მხოლოდ იმიტომ იწყებს, რომ მის გარშემო არსებულ წრეებში ყველა ნარკომანია.

ff2910af0222

ნარკოტიკების მიღებით გამოწვეული პრობლემები
ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემა არსებობს. მაგალითად, ნარკოტიკებისაგან მიღებული ნებისმიერი შეგრძნება დროებითია და როგორც კი ეს ეფექტი გაივლის, მომხმარებელი რეალურ სამყაროს უბრუნდება ნარკოტიკების საფასურის გამო გამოცარიელებული ჯიბითა და მისი ზემოქმედების ქვეშ დაკარგული დროით.
ჭარბი რაოდენობით ყველაფერი მავნეა და ეს, პირველ რიგში, ნარკოტიკებს ეხება. ნარკოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ორგანიზმი და, განსაკუთრებით, თავის ტვინი ზიანდება. სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ ჯერზე გამოყენებულ დიდ დოზასაც.
მაგალითად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ადამიანს დროებით თავის ჭირ-ვარამს ავიწყებს, თუმცა თავშეკავების უნარს ასუსტებს და ადამიანი ყოველგვარი სიფრთხილის შეგრძნებას კარგავს. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ჩხუბობენ, უბედურ საგზაო შემთხვევებს იწვევენ და საფრთხეში აგდებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნარკოტიკები შეჩვევას იწვევენ. ნარკოტიკის განმეორებით მიღების შედეგად, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. მომხმარებელი მის რეგულარულ გამოყენებას იწყებს და თანდათანობით დოზას უმატებს.

af946ce9fbb0

მიჩვევა
ადამიანი ნარკოტიკზე ან ფსიქოლოგიურად, ან ფიზიკურად დამოკიდებული ხდება, ან ორივე ფაქტორი ვლინდება. ფსიქოლოგიური გამოკიდებულება (ჩვევაში გადაზრდა), ძირითადად, თავის ტვინიდან მომდინარეობს. მომხმარებელი გრძნობს, რომ იგი ჯანსაღად ვერ აზროვნებს, თუმცა ნარკოტიკზე უარის თქმა არ შეუძლია. ფიზიკური დამოკიდებულების დროს (ნარკომანია – მკვეთრად გამოხატული ავადმყოფული ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი) ორგანიზმის ნერვული სისტემა, კუნთები, გული და სხვა ორგანოები ამ საშუალებების გარეშე, უბრალოდ, ვერ ფუნქციონირებს.
ჩვეული ნარკოტიკების მიღების შეწყვეტა იწვევს მძიმე ფიზიკურ შეგრძნებებს. ამ არასასიამოვნო მდგომარეობის დასაძლევად ნარკომანი კვლავ ღებულობს ნარკოტიკულ საშუალებას. ნარკოტიკების ხანგრძლივი მოცმარება იწვევს ორგანიზმის ქრონიკულ ინტოქსიკაციას; კლინიკური სიმპტომებიდან დამახასიათებელია კანის სიყვითლე, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, არტერიული სისხლის წნევის დაწევა, მოტორული რეფლექსების მოდუნება, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ყაბზობა, უმადობა, წონაში დაკლება. იცვლება ნარკომანის ფსიქიკაც, აღინიშნება ინტერესების შეზღუდვა, სულიერ მოთხოვნილებათა სიღარიბე და ეგოიზმი.
კოკაინის შესუნთქვის დროს შესაძლოა დაზიანდეს ცხვირი ან სასუნთქი გზები, შპრიცის გამოყენებისას კი, არასტერილური ნემსის გამოყენების შედეგად, შესაძლოა მომხმარებელს ჰეპატიტი ან შიდსი შეეყაროს.

7a7928816430

თავის დანებება
ნარკოტიკზე თავის დანებების რამდენიმე გზა არსებობს. ესენია:
* სხვა სპეციალური პრეპარატის მიღება სამედიცინო მეთვალყურის ქვეშ;
* ფსიქოთერაპია;
* საერთო გამაჯანსაღებელი მკურნალობა;
* თვითდახმარების ან ყოფილი მომხმარებლების ჯგუფში გაერთიანება;
* ნარკოტიკულ ცენტრში რეაბილიტაცია;
* ხალხმრავალი ადგილებისაგან მორიდება;
* ყველა პუნქტის გათვალისწინება.
მკურნალობა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, წარმატება კი მომხმარებლის სურვილსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული.
ზოგჯერ სპორტსმენები და ათლეტები იღებენ ანაბოლისტურ სტეროიდებს და ამფეტამინებს. მათი მოხმარება აკრძალულია ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების მიერ.
ნარკოტიკული საშუალებები დანაშაულთან ასოცირდება. ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა სახის კრიმინალი ხშირად ხორციელდება ნარკოტიკების შეძენის მიზნით. ეს განსაკუთრებით იმ ნარკოტიკებს ეხება, რომელთა საფასურიც საკმაოდ მაღალია.

7483d6d9d24a

რავიცი დამატყდა ხელები და იმედია მოგეწონათ :kiss:

წყარო: შემეცნებითი სამყარო

მსგავსი ამბები

Back to top button