არქივი

შამანი

86d4bf34a5d1

შამანიზმის ტერმინში ერთიანდება სხვადახვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს იკავებს შამანის ფიგურა.

იგი არის პიროვნება, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობის, თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ შამანები სატანები არ არინ (არც სატანისტები); არც მათზე ლაპარაკი არ არის ცოდვა, როგორც ეს ზოგიერთს გონია; კუდები, ფრთები, რქები და მსგავსი არაადამიანური (ზედმეტი) ნიშნები არ აქვთ; “ჩვეულებრივი” ადამიანები არიან “არაჩვეულებრივი” ცოდნა აქვთ და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ, რაც ძირითადად მითოლოგიის დამსახურებაა მათ ზებუნებრიობასთან დაკავშირებით.

შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ყველა ექიმბაში, ან ყველა მაგი შამანი არაა. შამანს თავის სპეციალიზაცია აქვს. “შამანი არის სპეციალისტი ტრანსისა, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცაში ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში”. შამანი არ ქმნის რელიგიურ იდეოლოგიას, იგი ყველა იდეოლოგიას ითავსებს. ამიტომ ელიადე თვლის, რომ შამანიზმი უფრო მისტიკური ფენომენია, ვიდრე რელიგიური, რომელიც ბევრ რელიგიაშია მოცემული ექსტატური კულტურის სახით.

ee9ce87379c7

ციმბირსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში შამანად გახდომის გზები არის:

1) პროფესიის გადაცემა მემკვიდრეობით 2) შერჩევა ბუნებრივი მიდრეკილების, სპონტანური მოწოდების მიხედვით.

არის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ექსტაზის ბუნებრივი გამოცდილება ყველგან აუცილებელია. ყაზახებთან და ყირგიზებთან შამანს სოფელი ირჩევს ყველა ახალგაზრდიდან, განსაკუთრებით – გარდამავალ ასაკში მყოფი ობოლი და ნევროტული ახალგაზრდებიდან. შამანისტურ საზოგადოებაში ეპილეფსიური ან ისტერიული შეტევა ღმერთებთან შეხვედრად არის მიჩნეული. ბევრგან ადამიანი შამანად ხდება მეხის დაცემის შემდეგ.

ექსტატური გამოცდილების ქვეშ იგულისხმება შთამბეჭდავი სიზმრები, ტრანსი, ჰალიცუნაციები და ა.შ. შამანობის კანდიდატის ეს სპონტანური ექსტატური განცდები ძველი შამანის დიდაქტიკის (მითების, სიმბოლოების და სულთა გენეოლოგიის სწავლების) საშუალებით ხდება კონტროლირებადი. ყოველივე ეს გადააქცევს ნევროტიკს მისი საზოგადოების მიერ აღიარებულ შამანად.

0059c215ddc2

სხვადასხვა რეგიონებში შამანიზმს განსხვავებული სახე აქვს. ავადმყოფის მკურნალობა შამანის ძირითადი ფუნქციაა შუა და ჩრდილოეთ აზიაში. ავადმყოფობის მიზეზად, ძირითადად, მიჩნეულია “სულის მოტაცება” ან სულის მიერ გზის დაკარგვა. ამიტომ, მკურნალობა დაიყვანება იმაზე, რომ შამანმა უნდა მოძებნოს სული და დაუბრუნოს ავადმყოფის სხეულს. შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში.

ტრანსულ ხილვებში ღვთაება, მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებებს. ამავე დროს, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნეოფიტს შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს საკრალური ძალა “გადაეცემა” ტრანსში. ზოგჯერ შამანის ძალის წყარო ხდება ძილში მიცვალებულთა გამოცხადება.ცად ამაღლების განცდა თითქმის ყველა შამანურ პრაქტიკის საბოლოო მიზანია.

ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი უკვე დაეუფლა შამანის ხელოვნებას. თითქმის ყველგან აღინიშნება, რომ შამანი მასწავლებლისგან სწავლობს “შამანების ენას”. ამ ენის ფუნქციაა კომუნიკაცია ცხოველებთან, სულებთან, დემონებთან და მიცვალებულებთან. ზოგჯერ შამანს ახლავს თარჯიმანი, რომელიც ხმამაღლა წარმოთქვამს შამანის მიერ “ცხოველთა ენაზე” ნათქვამს. სხვადასხვა ტომების რიტუალებში შამანი გველის ან სხვა მაგიური ცხოველის შეჭმის შედეგად ეუფლება ჩიტების ენას.

838e3b953e25

მსგავსი ამბები

Back to top button