არქივი

ჩვენებურები

fbeff8b3788b

იცით რას ნიშნავს სიტყვა  “ჩვენებურები” ?

ცოტამ თუ იცის, რომ სიტყვამ “ჩვენებური ან ჩვენებურები”, რომელიც ქართულ მეტყველებაში ძირითადად მეგობარს, ნათესავს, თანამოაზრეს აღნიშნავს, უცხოეთში სხვა დატვირთვა შეიძინა და ეროვნულ კუთვნილებას მიუთითებს.ეს ტერმინი უფრო ხშირად თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ქართველებში გამოიყენება და ქართველობის სინონიმია.

ტრადიცია სავარაუდოდ XVII საუკუნეში უნდა დამკვიდრებულიყო, მაშინ როცა შაჰ აბასმა 400 ათასი ქართველი ირანში გადაასახლა და როცა სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა.

1877-78 წლების ომის შემდეგ კი “ჩვენებურს” ერთმანეთს საქართველოდან გასახლებული მაჰმადიანი ქართველები ეძახდნენ ერთმანეთს. ამჟამადაც ისტორიული ქართული კოლონიების მოსახლეობა ერთმანეთს “ჩვენებურს” უწოდებს.

მსგავსი ამბები

Back to top button