წარმოგიდგენთ გასული წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერალს.ეს სია შედგენილ იქნა ჟურნალ Forbes-ის მიერ
1) ჩვენს სიაში პირველ ადგილზე იმყოფება Dr. Dre,რომელსაც საკუთარი ყურსასმენების გამოშვებამ 100 მილიონი დოლარი მოუტანა,ხოლო მთლიანად 1 წლის მანძილზე 110 მილიონი დააგროვა
2)როჯერ უოტერსი, Pink Floyd- ის ერთ-ერთი დამაარსებელი,იმყოფება მეორე ადგილზე და მას 2012 წელმა 88 მილიონი მოუტანა
3)ელტონ ჯონი 80 მილიონით მესამე ადგილს იკავებს.ამ ფულის დიდი ნაწილი მან ლას-ვეგასში გამართული შოუებით მიიღო
4) U2-მეოთხე ადგილზე 78 მილიონით არის, ამდენი ფული მათ მოუტანა ტურმა სახელწოდებით ”360”
5)Take That-ის გაერთიანებამ კოლექტივს 69 მილიონი მოუტანა მხოლოდ 1 ტურში
6)Bon Jovi მეექვსე ადგილზეა, მისმა წლიურმა შემოსავალმა 60 მილიონი შეადგინა
7)ბრიტნი სპირსი 58 მილიონით , ამ ფულის დიდი ნაწილი მან მიიღო საკუთარი წარმოების სუნამოს გაყიდვით
8)პოლ მაკარტნიმ რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა 57 მილიონით , ასეთი ფული მან ”Beatles” გაგრძელების კონცერტინდან მიიღო
9)ტეილორ სვიფტმა გამოიმუშავა 57 მილიონი , მისი ახალი ალბომი 1.2 მილიონის რაოდენობით გაიყიდა
10)მეათე ადგილს იკავებს ჯასტინ ბიბერი,რომელმაც 55 მილიონი გამოიმუშავა , 18 წლის მომღერალი ყველაზე ახალგაზრდაა ჩამონათვალში