არქივი

მესმერიზმი

3b1051439767

მესმერიზმის საფუძვლების შემზადება დაიწყო მაშინ, როცა აღორძინების ეპოქის ფონზე ევროპაში გაძლიერდა ინტერესი ანტიკური თუ აღმოსავლური კულტურის, მათ შორის მედიცინის მიმართ.

ამ ინტერესის შედეგად ევროპულ მედიცინაში გავრცელდა აღმოსავლეთისთვის ტრადიციული მკურნალობა მინერალებით, რაც დაუკავშირდა ევროპული მეცნიერების და ტექნიკის იმდროინდელ აღმოჩენებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მაგნიტის ფენომენმა. საფუძველი ცაეყარა მაგნიტის მკურნალობაში გამოყენებას.

ფრანც ანტონ მესმერი მედიცინის, სამართლის და ფილოსოფიის დოქტორი იყო. იგი მკურნალობისთვის იყენებდა მაგნიტს. მესმერი სხეულის გასწვრივ უტარებდა მაგნიტს პაციენტებს, რაც მათ ტრანსში აგდებდა. ტრანსის შემდეგ პაციენტები განკურნებული იღვიძებდნენ. მოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს იძლეოდა მხოლოდ ხელის გატარება სხეულის გასწვრივ (“პასები”). მას ამ ფაქტმა გაუჩინა იდეა, რომ მაგნიტურ ძალას ფლობს მისი სხეული. მესმერი მიიჩნევდა, რომ მაგნეტიზიორი საკუთარი “ცხოველური მაგნეტიზმის” საშუალებით ახდენს პასებით პაციენტის სხეულში ფლუიდების იმგვარ ჰარმონიულ გადანაწილებას, როგორიც მთელ სამყაროშია. მესმერის მეთოდი პოპულარული გახდა მთელ ევროპაში, მისკენ დაიძრნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

6511202e2fce

მესმერმა თავის კონცეფცია 1774 წელს წარუდგინა საფრანგეთის აკადემიის და სამეფო სამედიცინო საზოგადოების გაერთიანებულ კომისიას. მათმა აპარატურამ მაგნეტიზმის კვალი ვერ იპოვნა და მიღებული თერაპიული შედეგები მიაწერა… წარმოსახვას. ეს, ფაქტიურად, ფსიქოთერაპიის ისტორიაში, პირველი ფსიქოლოგიური ჰიპოთეზა იყო. კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა როგორც კონცეფცია და მეთოდი, ასევე მათი ავტორი. კომისიის დასკვნამ მოგვიანებით გავლენა მოახდინა საზოგადოებაზეც, რომელმაც გარიყა მესმერი. იგი შვეიცარიაში მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა.

მესმერიზმისთვის სამყარო გაჟღენთილია თავისებური უხილავი სუბსტანციით – მაგნიტური ფლუიდით, რომელიც საგანთა და ცოცხალ არსებათა ურთიერთობას განსაზღვრავს. ცოცხალი ორგანიზმის მაგნიტურ ფლუიდებს “ცხოველური მაგნეტიზმი” ეწოდა, რომლის კონცენტრაციის უნარი აქვს ზოგიერთ ადამიანს (მაგალითად მათ, ვისაც შეუძლია დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანზე). ითვლებოდა, რომ ავადმყოფობა პაციენტის სხეულში ფლუიდების არათანაბარი გადანაწილების შედეგია, რაც უნდა გააწონასწოროს მკურნალობამ, კერძოდ – მესმერულმა პასებმა.

P.S მესმერიზმ-ი – ანტიმეცნიერული სამედიცინო სისტემა, რომლის მიხედვითაც თითქოს პლანეტები მოქმედებენ ადამიანზე განსაკუთრებული მაგნიტური ძალით, რაც კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ყველა დაავადების მიმდინარეობაზე; ფართოდ იყო გავრცელებული მე-18 ს.-ის ბოლოს საფრანგეთსა და გერმანიაში [ავსტრიელი ექიმის ფ. მესმერის Mesmer, 1734-1815 წწ.) გვარის მიხედვით, რომელმაც შექმნა ეს სისიტემა].

წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი; Google; Wikipedia

0bf211313493

იხილეთ ასევე
Close
Back to top button