არქივი

გიორგი ზანგური

0ed6a884c2ee
გამარჯობა, ეს არის პოსტი გიორგი ზანგურის შემოქმედებაზე.(ასეთი სტატია უკვე იდო მაგრამ მე აქ ვიდეოებსაც დავამატებ)

პირველი ლექსი რომელიც მე ძალიან მომწონს:   ჩემს თანადედამიწელებს

ფეხები  მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო

* * *
გავხდები:შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.

გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები:შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები:შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები:შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა.

გავხდები:დილის პირველი ყავა
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული,რომელიც გაგიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები:შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ,
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი,
ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი,
ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ?
ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი…

უძრავი ქალაქი

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად…
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,
იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ?
ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით;
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით!
მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის…
კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია!
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?!
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად…
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნით
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი!
ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეში
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში!
რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც,
ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია!…

ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია

მაგთი კლუბი

ბევრს ვეწევი ძალიან

ეს უეჭველი უნდა ნახოთ !!!

აი ფოტოებიც

1b5c63043f43

9a6cb43d9b85

bcf1bb79c750

cb41b7dbc7c4

048404c4c882

9d673c178c55

ცოტა დიდი გამომივიდა, მაგრამ ნამდვილად ღირს ამის სრულად ნახვა (ძალიან დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მათ ვისაც პოეზია უყვარს)

პს. ჩემი პირველი პოსტია და იმედია ძალიან არ გამკიცხავთ   :P

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button