არქივი

საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი ნუსხა

02ed5a6c4ff9

აქ წარმოდგენილია საქართველოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობები

ესეთია მაგალითად

1. კავკასიური სალამანდრა

02ed5a6c4ff9
ბინადრობს მცირე კავკასიონის დასავლეთი ნაწილის ტენიან მთის ტყეებში და სუბალპურ ზონაში, მთის წყაროებთან. ჰაბიტატები ტენიანი, გრილი. ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს წყალთან, წყაროების უშუალო სიახლოვეში. მდედრი დებს 10-25 კვერცხს 0.5 სმ დიამეტრით, წყალში ან წყალთან უშუალო სიახლოვეში, კლდის ბზარებში ან ქვების ქვეშ. კვერცხიდან გამოდის ლარვა სხეულის სიგრძით დაახლ. 2 სმ, რომელიც 2-3 წლის განმავლობაში წყალში რჩება, შემდეგ მეტამორფოზს განიცდის და გამოდის ხმელეთზე. ეწევა მალულ ცხოვრების ნირს, აქტიურია დაბინდების შემდეგ. იკვებება მცირე ზომის, ნიადაგში და წყაროების ნაპირებთან მობინადრე უხერხემლოებით.

გავრცელების არეალი

21c198d08842

2. კავკასიური აპოლონი

a7c433cd1248

გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და ნაშალებზე, ზღვის დონიდან 2000 მ-დან 4000 მ-მდე, ადის თოვლის ხაზამდე.
დღის პეპელაა. ფრთების შლილია 65-70 მმ. შეფერილია ფქვილისებრ-თეთრად, ფრთის კიდეები გამჭვირვალეა. წინა ფრთის ცენტრალურ უჯრედში აქვს ორი დიდი შავი ლაქა, უკანა ფრთაზე კი ორი მოწითალო-ნარინჯისფერი, შავარშიიანი თვალაკი. უკანა ფრთების ძირი შედარებით მუქია. სხეული შებუსვილია.
წელიწადში იძლევა ერთ თაობას. ფრენს დღისით ივლის-აგვისტოში, ზოგჯერ სექტემბერშიც. იკვებება ყვავილების ნექტარით. განაყოფიერებული მდედრი კვერცხებს დებს საკვები მცენარის მახლობლად ნიადაგზე. მატლის იკვებება ბუჩქისძირას გვარის მცენარეებზე (Corydalis caucasica, C. marshaliana და სხვ.). ზამთრობს ლარვა, რომელიც ჭუპრდება გაზაფხულზე მაის-ივნისში.

3. ბატკანძერი

157c6bdd9af6
ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეს იკეთბს კლდეებზე მაღალი მთის ტყის ზოლში. იშვიათად საკვების ძებნისას დაბლობ ადგილებშიც გვხვდება.

გამრავლებას იწყებს ზამთარში. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა კვერცხიდან გამოჩეკილი მართვეებიდან ბუდიდან გამოფრენის ასაკს მხოლოდ ერთი მართვე აღწევს. კრუხობა 55-60 დღე გრძელდება. მარტვეს ორივე მშობელი კვებავს ძირითადად ხორცით. ზრდასრული ფრინველების ძირითადი საკვები ძვლებია. ბატკანძერი საკმაოდ მოზრდილ ძვლებს ყლაპავს და ძლიერი კუჭის წვენის მეშვეობით ინელებს. ისეთი ზომის ძვლები რომლის გადაყლაპვაც არ შეუძლია ჰაერში ააქვს და იქიდან აგდებს ქვებზე სადაც ძვლები იმსხვრევა და გადასაყლაპავად ადვილი ხდება. 20 საუკუნეში ევროპაში ბატკანძერი თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს მაგრამ 90 იან წლებში ალპებში დაიწყეს მათი აღდგენის პროგრამები. სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც იშვიათი სახეობა. საქართველოში სულ 19 – 25 წყვილია დარჩენილი.

4.კავკასიური გველგესლა

5b26f9e70855

ბალახოვანი და ქვიანი ფრაგმენტები მთის ფოთლოვან ტყეში. გავრცელება ძალზე ფრაგმენტულია. საქართველოდან ათზე ნაკლები პოვნის წერტილია ცნობილი. მალული ცხოვრების ნირი ახასიათებს. შეწყვილება მაისში- ივნისში. ცოცხალმშობიარეა: შემოდგომაზე მდედრი 5-10 ახალშობილს ბადებს. იკვებება მღრღნელებით, ახალგაზრდა გველები – მწერებით, კერძოდ – კალიებით და ჭრიჭინებით.

გავრცელების არეალი

724b535f4209

5.ჯიქი

496fe62d67ce

ჯიქი ევრიტოპული სახეობაა,. ბინადრობდა კოლხეთის ჭარბტენიან ეკოტოპებში, ჭალის ტყეებში, ზოგადად ტყის სარტყელში, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ სარტყლებში. ამჟამად ბინადრობს მხოლოდ ძნელად მისაღწევ კლდოვან ადგილებში. შემორჩენილია მხოლოდ ერთეული ინდივიდები (1-2) .
მდედრი ლეოპარდი გამრავლებას იწყებს 33 (30-36) თვიდან. ესტრუსი გრძელდება 7 ( 4-14) დღე და მაკეობა გრძელდება 96 ( 90-112) დღე. შობს საშუალოდ 6 ნასიერს გადარჩება 2. ცოცხლობს საშუალოდ 23 წელი ტყვეობაში. 2 წლის ნაშიერები შორდებიან დედას და მარტოული ცხოვრებით ცხოვრობენ.

გავრცელების არეალი

fd90972d382b

სრული სია იხილეთ საიტზე: www.red-list.ge

მსგავსი ამბები

Back to top button