არქივი

ცოტა რამ ციმბირული ჰასკის შესახებ…

2e2c40f28039

ციმბირული ჰასკი გამოყვანილი ჯიშია ერთ–ერთი უძველესი ძაღლის ჯიშისგან, როგორც სარბოლო ძაღლი.

ამ ჯიშის ძაღლების აღწერა გვამცნობს, რომ ისინი პირველად გაჩნდნენ ჩუქჩებთან. იყო დრო, როდესაც მათ ესაჭიროებოდათ სანადირო ტერიტორიების გაფართოება, ამისათვის კი ჭირდებოდათ ძაღლები, რომელთაც სწრაფად შეეძლოთ თოვლზე და დიდ მანძილზე სწრაფად გადაადგილება და ამავდროულად ტვირთვის ტარება. რათა ადვილი ყოფილიყო სანადირო ადგილსა და მოსახლეობას შორის კავშირი. ეს ძაღლები პატარები კი იყვნენ, მაგრამ ჩუქჩები კომპენსირებას ახდენდნენ რაოდენობით, აბამდნენ რა მარხილში 15–17 ძაღლს. ჩუქჩებს ძაღლები საცხოვრებლებში ან იქვე ახლოს ყავდათ ამიტომ ისინი ადამიანების მიმართ სავსებით უაგრესიოები იყვნენ და ბავშვებიც ძაან უყვარდათ.

22c187d8c848

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჩატარდა საბჭოთა იმპერიის მიერ ჩრდილოეთის ჯიშის ძაღლების აღწერა, რეესტრიდან ამოგდებული იქნა ციმბირული ჰასკი, იმ მიზეზით რომ ის ტანად პატარა იყო და მარტოს არ შეეძლო ტვირთების გადატანა. ამ და სხვა ზოგიერთმა ორგანიზაციულმა გადაწყვეტილებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უკვე ორმოციან წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ ჯიშის ძაღლი ფაქტიურად აღარ არსებობდა, გაითქვიფა რა ადგილობრივი ჯიშის ლაიკებში. ჯიში შენარჩუნებული იქნა მხოლოდ აშშ–ში, ალიასკაზე, იმის წყალობით რომ იქ 1908 წლიდან ტარდებოდა და დღესაც ტარდება ძაღლების ყოველწლიური შეჯიბრი.  ამ ჯიშის ძაღლები ფლობდნენ განსაკუთრებულ თვისებებს მსგავს პირობებში სირბილისათვის და ამიტომაც ამ შეჯიბრებაზე მუდამ იმყოფებოდნენ.

725445bebc23

ტერმინი ჰასკი თავდაპირველად წარმოიშვა სიტყვა ესკიმოსის დასაწყისიდან ( „ესკი“). შემდეგ როდესაც, ისინი პირველად ჩაიყვანეს ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შეარქვეს ციმბირული ჰასკი, რათა გაერჩიათ ადგილობრივი ესკიმოსების ჰასკებისგან.

976afa0c72b4

სარბოლო სპორტი არ იდგა ერთ ადგილას, ამიტომაც სპორტსმენებს აღარ აკმაყოფილებდათ ძაღლების სარბოლო შესაძლებლობები. მათ დაიწყებს მუშაობა ახალი ჯიშის შექმნაზე, რომელსაც ექნებოდა ის ღირებული თვისებები, რომელიც ქონდა ციმბირულ ჰასკს, და იქნებოდა გაცილებით უფრო სწრაფი. მათ ამას მიაღწიეს შეჯვარების გზით, აკავშირებდნენ რა ერთმანეთთან საუკეთესო სისხლის ადგილობრივი ჯიშის სარბოლო ძაღლებს, სხვა ოფიციალური ჯიშებს და ციმბირულ ჰასკებს. მიღებული ძაღლები გამოდგებოდნენ მხოლოდ სარბოლო სპორტისათვის, სამაგიეროდ აღემატებოდნენ სარბოლო თვისებებით ციმბირულ ჰასკს. დღეს მას ცალკე ჯიშად აღიარებენ – ალიასკური ჰასკი (არ აგერიოთ ალიასკურ ბალამუტში), მაგრამ ამ ჯიშს არ გააჩნია სტანდარტი და  არ არის აღირებული საერთაშორისო კინოლოგიის ფედერაციის მიერ, იმიტომ რომ მსგავსი შეჯვარების გზით განსხვავებული თვისებების ძაღლები გამოდიან. ამას ემატება ისიც, რომ თვით სპორტსმენებსაც არ სურთ ამ ჯიშის ოფიცლიარუად აღიარება, რაც აუცილებლად გამოიწვევს მათ გამოფენებზე გაყვანას და უარყოფითად აისახება ძაღლების სარბოლო თვისებებზე. დღეს ამ რბოლის ყველა გამარჯვებულს მარხილში სწორედ ალიასკური ჰასკები ყავთ. ყველა სპორტსმენს თავისი რეცეპტი აქ, როგორ შექმნას საუკეთესო ძაღლი და ამას ინახავენ საიდუმლოდ.

10b1f324ecff

ერთხელაც, ე.სილიმ და ბ.დემოდოვმა გამოფენაზე გამოიყვანეს ალიასკური ჰასკი, რომელსაც ვარდისფერი თვალები ქონდა, და იყო ნათელი შავ–თეთრი ფერის. ამ ძაღლმა გამარჯვება მოიპოვა თავის ჯგუფში და შემდეგ დასახელდა გამოფენის საუკეთესო ძაღლად. დღეს უკვე, თავიანთი ძალიან მეგობრული ხასითისა და შესანიშნავი შესახედაობის დამსახურებით, ისინი მუდამ გამოდიან გამოფენებზე ძაღლი–კომპანიონის კლასში. სწორედ ამ დანიშნულებით დაიწო ძაღლის ამ ჯიშმა გავრცელება 1970–იანი წლებიდან.

195268f06a56

ალიასკური ძაღლი ძალიან მეგობრულია, შესანიშნავი პარტნიორები არიან ბავშვებთან თამაშისთვის, ძალიან მოძრავნი და დაუღალავნი არიან. ამის გამო ისინი დღითიდღე უფრო პოპულარულები ხდებიან. მაგრამ მის პატრონს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის პირველ რიგში ძაღლია, რომლის წინაპრებიც სამუშაო და სარბოლო ძაღლები იყვნენ, ამიტომაც მისი ოთახის ძაღლად ქცევა, უბრალოდ არ ღირს. მას ჭირდება საკმაო მანძლეზე სეირნობა და სირბილი პატრონთან ერთად.

 

მსგავსი ამბები

Back to top button