ბაბილონის კოშკი LEGO-სგან ბუდაპეშტში.
LEGO-ს კონსტრუქტურით რთულია ვინმე გააოცო. ამ მასალისგან შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი, რაც კი სასურველია, მაგრამ სკოლის მოსწავლეებმა ბუდაპეშტიდან შეძლეს წარმოუდგენელი. მათ ააშენეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი LEGO-სგან, რომლის სიმაღლეც შეადგენს თითქმის 35 მეტრს, რაც უდრიდს ათსართულიან სახლს.
მსოფლიოში უკვე დიდიხანია რაც მიდის შეჯიბრი LEGO-ს მოყვარულებს შორის, თუ ვინ ააგებს ყველაზე მაღალ კოშკს ამ კონსტრუქტორით. მაგალითად, 2008 წელს რეკორდი დაამყარა გუნდმა ტორონტოდან, ხოლო 2013 წელს გუნდმა დელავერიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ბოლო რეკორდი მალევე იქნა დამხობილი. 2014 წლის მაის-ივნისში ეს რეკორდი დაამხეს მოსწავლეებმა უნგრეთის დედაქალაქიდან.
ახალგაზდებმა ბუდაპეშტიდან დასახმარებლად უხმეს რამდენიმე უფროსს და ააშენეს 34 მეტრის და 76 სანტიმეტრის კოშკი, რაც ოცდათექვსმეტი სანტიმეტრით მეტია მის ამერიკულ წინამორბედზე. მართალია მათ ამაში დასჭირდათ ამწეკრანი.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ინჟინრებს მათ სამუშაოში დაეხმარა პროფესორი ერნე რუბიკი – მსოფლიოში ცნობილი რუბიკის კუბიკის გამომგონებელი. ნივთი მიმდინარე წელს აღნიშნავს ორმოცი წლის იუბილეს. რუბიკის კუბიკიც დამზადებულია LEGO-ს კონსტრუქტორისგან.