არქივი

ადამიანი – იმედი

0

მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი სტატიაა და ცოტათი დაძაბული ვარ. ჩემი დღევანდელი თემა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მიზანსწრაფულ და გონიერ ადამიანს შეეხება.

ნიკ ვუიჩიჩი ჩასახვის დღიდან დედამის ჩვეუყლებრივი ორსულობა ჰქონდა. თავს უვლიდა , წამლებვს ერიდებოდა, ალკოჰოლს არ ეკარებოდა, დადიოდა საუკეთესო ექიმებთან, რომლებიც მის ორსულობაში რაიმე არაბუნებრივს არა

nick vujicic 1

ხედავდნენ.თუმცა დედა რა დედაა, ჯერ კიდევ მუცელში მყოფი შვუილის მდგომარეობაზე ძლიერ ღელავდა ,ეს არ იყო ბუნებრივი განცდები ,ის უფრო უსიამოვნო გრძნობები გახლდათ. და აი დადგა დღე , 1982 წლის 4 დეკემბერი ,დღის 6 საათი და დედამიწას კიდევ ერთი სულიერი მიემატა, თუმცა ეს დაბადება ყველასათვის თავზარდამცემი იყო, მამა , რომელიც მშობიარობას ესწრებოდა გულწასული გაიყვანეს, ექიმები ექნებითურთ ტიროდნენ და გასაგები მიზეზებისა და გამო ახალშობილი ნიკიც ტიროდა. დედას საშუალება არ მისცეს პირმშოს ნახვის , რამაც მასში ეჭვი დაბადა. “ბავშვი კარგად არის ? “- ეკითხებოდა ექიმებს ქალბატონი ვუიჩიჩი, თუმცა ექიმები დუმილით პასუხობდნენ და შვილის დედისთვის ჩვენებას ერიდებოდნენ.

ნიკ ვუიჩიჩი ისეთი არ მოვლენია სამყაროს , როგორც სხვები ევლინებიან, ის ფოკომელიით დაავადებული იყო . ეს სამეცნიერო ტერმინი კი განიმარტება ,როგორც ერთი ან მეტი კიდურის თანდაყოლილ ნაკლოვანება. ბავშვი სამყაროს ფეებისა და ხელების გარეშე მოევლინა.

ეს ამბავი დედას დიდი ხნის პაუზის შემდეგ აცნობეს. მას რეალობის დაჯერება არ სურდა. გონს მოსული მამაც შევარდა პალატაში , რათა შეემზადებინა თავისი მეუღლე, თუმცა მას უკვე ჰქონდა ყველაფერი გაგებული და მცხარე ცრემლებს ღვრიდა. ექიმებმა დედამისს ჩვილის ხელში აყვანა, თუმცა დედამ უარი განაცხადა და ბავშვის ოთახიდან დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა.

ამ უცოდველი არსების დაბადება ზეიმისა და მილოცვების საგანი არ ყოფილა.” თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ უშვებს ამგვაარ შემთხვევებს” – ამბობდა ყველა.

ეს ამბავი თავად ნიკმა მაშინ შეიტყო, როცა ცამეტი წლისა იყო. “ცხოვრებააში იმდენი გამოცდა ჩნდება,

რამდენის გადალახვაც შეგვიძლია. დამიჯერეთ , რომ თითოეული სირთულის დაპყრობას მოსდევს იმაზე დიდი ნეტარება , რისი წარმოდგენაც შეგვიძლია” – წერს თავის წიგნში ” ცხოვრება ჩარჩოების გარეშეში” (life without limbs). ის ამბობს , რომ მიუხედავად კიდურების არ ქონისა ის უდიდეს ფიზიკური ძალას ფლობს.

KMO 121006 01972 1 t206

images?q=tbn:ANd9GcTqtVjb3v5svbiczXbiM spdp4

მისი მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის დახმარების გაწევას , თუმცა , ნიკი არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, ვინც ფარ-ხმალს ყრის იმის და გამო, რომ რაიმე პრობლემა რთულად ეჩვენება. ნიკი ყოველთვის

ალტერნატივებს ეძებდა და მარტივი გზით არ უმკლავდებოდა პრობლემებს.

სასწაული კი მალევე მოხდა ნიკის ცხოვრებაში. მან კონტროლი მოიპოვა მარცხენა პაწაწინა ტერფზე. ექიმების თქმით , ამ პაწაწინა ტერფით, რომელზეც ორი თითია , შეუძლია ნიკს უფრო აქტიურად გამოიყენოს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ორი ტერფის თითი შეეხორცა. ნიკმ ა მძიმე ოპერაცია გაიკეთა, რის შედეგადაც მას განუცალკევეს თითები და ახლა მათი დახმარებით ნიკი მართავს სპეციალურ ელექტრონულ სავარძელს, სარგებლობს ტელეფონით, კითხულობს წიგნებს , წერს და ა.შ

“შეიძლება დღეს დღეისობით თქვენი ცხოვრება არც თუ ისე ლამაზ მხარეს ხედავს და გეეჭვებათ, რომ ოდესმე ყველაფერი თავის ადგილას დადგება, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ , არც კი წარმოგიდგენიათ რამხელა სიყვარული გელოდებათ წინ, თუ არ დანებდებით .. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ოცნებაზე! გააკეთეთ ყველაფერი , რაც შეგიძლიათ, თქვენ შეგწევთ ძალა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების მდგომარეობა. მტკიცეთ იარეთ თქვენი ოცნების ასასრულებლად, როგორიც არ უდნა იყოს ის” – აი ამგვარ პოზიტიურ ენერგიას აფრქვევს ეს მართლაც სათნო ადამიანი.

ნიკს დიდი ხნიოს მანძილზე არ შეწევდა ძალა, განეკარგა თავისი ცხოვრება. ” იმ შემთხვევააში , თუ თქვენ მარტოსულად გრძნობთ თავს, აუცილებლად უნდა გჯეროდეთ , რომ თქვენ უყვარხართ” მას სჯეროდა , რომ ის ამქვეყნად მარტო არ იყო და მის ამქვეყნად მოვლენას, რაღაც მიზეზი ჰქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა განეხორცილებინა. ” სასოწარკვეთისა და მარტოობის შეგრძნება მხოლოდ გრძნობებია , ისინი რეალურად არ არსებობენ” მას იმდენად ჯერა ღვთის , რომ მისი რწმენა შეუვალი კედელივითაა.

“ღმერთი იმ ადამიანებს ეხმარება , ვინც ეხმარება საკუთარ თავს და თქვენ უნდა გააგრძელოთ მიზნებისკენ სწრაფვა – ოცნების ასრულება”

ნიკის აზრით, თუ ადამიანი არ გახდა ისეთი , როგორიც თვითონ უნდოდა ყოფილიყო ეს სწორედ მისი ბრალია, მან უნდა აღმოაჩინოს საკუთარი შეცდომა, უნდა გამოუტყდეს საკუთარ თავს საკუთარი სისუსტეებში და ღმერთი მას აუცილებლად დაეხმარება . ის ამ პრინციპით გახდა ამგვარი პიროვნება.

ნიკ ვუიჩინი 4 წლის წინ მოინათლა და აქტიურ სულიერ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ის გამოდის ფართო აუდიტორიების წინ და თავის განცდებსა და რწმენებს უზიარებს იქ მყოფ პუბლიკას. ის მრავალი ადამიანის შთაგონების წყაროდ
გამხდარა ამგვარი საუბრების შემდეგ. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას, როცა ის სამასი მოზაარდის წინ სიტყვით გამოდიოდა , მან იპოვა თავისი ცხოვრების მეგზური. მისი ისტორიის მოსმენის დროს ყველას ცრემლები სდიოდა , ერთ-ერთი გოგო კი ხმამაღლა ატირდა და ნიკს თხოვა ჩახუტებოდა. გოგომ ნიკს ყურში ჩასჩურჩულა: თქვენ თავისთავად
მშვენიერი ბრძანდებით, თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ, თქვენ მართლაც მშვენიერი ბრძანდებით”. გოგოს ამგვარმა სიტყვებმა , ნიკს ჩააგონა , რომ მას შეუძლია კეთილი საქმეები აკეთოს, ხალხს დასნეულებული სული განუახლოს, იმედი და სტიმული მისცეს. ხალხს შეუძლია ინსტიქრურად იგრძნონ მისი ძალა, რადგან მისი ერთი თვალით შეხებითაც ჩანს რა რთული გზა განვლო ცხოვრებააში.

მან ციხეებში, სკოლებში, ბავშვთა სახლებში უამრავ ადამიანს ჩაუნერგა იმედები, გააცნობიერებინა , რომ ისინი ძვირფასები არიან სამყაროსათვის.

ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება ჩვეულებრივად მიდინარეობდა მანამ , სანამ ერთხელ ეკლესიაში, როცა მას უნდა ექადაგა , ზუსტად მასავით ფოკომელიით დაავადებული ბავშვი წარუდგინეს. ნიკს ელდა ეცა , თავბრუ დაესხა.”ფეხი რომ მქონოდა უეჭველკად მომეკვეთერბოდა”. წლინახევრის ბავშვი ზუსტად მისნაირი იყო. ის პატარა ტერფიც კი არ ჰქონდა . ამ ბავშვ დანიელ მარტინესი ჰქვია , მშობლებშ კი – კრისი და პატი.

“დანიელის დანახვისთანავე საკუთარი თავი ამ ასაკში წარმოვიდგინე , თანაგრძნობის უსაზღვრო ტალღამ, ბავშვისა და მისი მშობლების მიმართ, პირთამდე ამავსო… ამ ბავშვს ჩემსავით რთულუი გზის გავლა მოუწევს– გამიელვა უცებ თავში”.

ამ ფაქტმა მის ცხოვრებაში რეაგირების გარეშე არ ჩაუვლია. ის მიხვდა , რომ მისი ცხოვრების მიზანი სწორედაც ეს იყო, რომ უნდა დახმარებოდა ამ ბავშვს სირთულეების დაძლევაში. ნიკმა და მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს დახმარებოდათ დანიელს.

“ჭეშმარიტი კმაყოფილება მიიღწევა მაშინ, როდესაც თქვენი უნარები და გატაცებები მთელი თავისი არსით აღესრულება. ოცნებები არ უნდა იყოს დაკავშირებული იდეალურ მოწყობილ საცოვრისთან, მოდურ სამოსთან ან თანამედროვე მანქანასთან”.

ნიკმა გააცნობიერა , რომ ის უხელფეხოდაც არის საჭირო ამ ქვეყნისთვის, რომ უსაზღვრო ბედნიერია , რომ ხალხს მისი იმ ედი აქვს, ამ ყველაფერში მას დაეხმარა მისი ოჯახი და პატარა დანიელი.

დანიელისა და ნიკის ოჯახები ერთმანეთს მეორედ კალიფორნიაში შეხვდნენ. ისინი ერთმანეთს გამოცდილებებს უზიარებენ , ეხმარებიან ერთმანეთს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში.მათ შორის სითბომ და სიყვარულმა დაისადგურა.

შემდგომი ნახვისას ნიკმა გაიგო , რომ ექიმებმა დანიელის მშობლებს უთქრეს , რომ ნიკივით სავარძლის ტარებას ვერ შეძლებდა. ამან ვუიჩიჩი განარისხა , სასწრაფოდ გადმოხტა სავარძლიდან და დანიე

ლის ჩასხმა უბრძანა. დანიელს ეს ახალი ” სათამაშო” მოეწონა და თავი დავალებულ ვალდებ

ულებას შესანიშნავად გაართვა.

“დავრწმუნდი , რომ ჩემი ამქვეყნად მოვლინების ერთ–ერთი მთვარი მიზანი დანიელის დახმრე

ასე და ამგვაარად ჩემო კარგებო მთავარია ცხოვრების მიზნის მიკვლევა. შიძლებ დღეს თქვენ ეს კიდევ ვერ გაგიგიათ, მაგრამ მერწმუნეთ , ეს ასე რომ იყო , არც მოევლინებოდით ამქვეყნად. ამგვარი ვუიჩიჩის ნოტაზე დავამთავრებ სტატიას. ბა არის.იმ დღეს მოულოდნელი სჩუქარი გავუკეთე დანიელს, მაგრამ მან უკეთესი რამ მაჩუქა მე შევიგძენი ჩემი არსებობის მიზანი და უდიდესი კმაყოფილება… ცხოვრებაში მთავარია გასცე”.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ ნიკის ვიდეო :

გამოყენებული ლიტერატურა: ვიკიპედია

 

მსგავსი ამბები

Back to top button