არქივი

ბიძია სემი

25a2d307bd21
ბიძია სემი(Uncle Sam) – აშშ_ის სიმბოლო.

ბიძია სემს გამოსახავენ როგორც ხანში შესულ მამაკაცს სახის სერიოზული გამომეტყველებით,ძველმოდური წვერით,აშშ_ის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ცილინდრით და ლურჯი ფრაკით.ბიძია სემის ეს სტილი პირველად შექმნა მხატვარმა ტომას ნასტმა.ბოლო პერიოდში არის უფრო თანამედროვე ვარიაციებში გადაწყვეტილი ბიძია სემი,მაგრამ ცილინდრი მაინც შეუცვლელი ატრიბუტია.
პირველად ბიძია სემი როგორც აშშ_ის სიმბოლო გამოჩნდა 1812 წლის აშშ-ბრიტანეთის ომის დროს.ამერიკული თქმულებების მიხედვით არსებობს ბიზია სემის შექმნის შემდეგი ისტორია-ნიუ იორკის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა ყასაბი სემი უილსონი,რომელიც ხორცს აფასოვებდა კასრებში და ატანდა U.S ინიციალებს(United States).ჯარისკაცები კი ხუმრობით ამბობდნენ,რომ ხორცი მოვიდა ბიძია სემისგან(Uncle Sam).

1961 წელს კი აშშ_ის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება რომ სემ უილსონი არის ბიძია სემის პროტოტიპი.
ბიძია სემი ცნობილი გახდა პირველი მსოფლიო ომის დროს როცა შეიქმნა პლაკატი,რომელზეც გამოსახული ბიძია სემი ხალხს მოუწოდებდა რომ ჯარში წასულიყვნენ და ეომათ ევროპაში.

d4c78aaf6f14

ეს ვარიაცია ბიძია სემისა გამოიყენეს ასევე მეორე მსოფლიო ომის დროსაც.ამის შემდეგ კი დაიწყეს ამ თემაზე კარიკატურების შექმნაც.აი სხვადასხვა ინტერპრეტაცია პლაკატისა-

aa9c3fbd0302

0018f48aa039

საბჭოთა კავშირშით შეიქმნა მსგავსი პლაკატი,რომლის ავტორია ქართველი მხატვარი ირაკლი თოიძე.1941 წელს შეიქმნა და მეორე მსოფლიო ომის წლებში საკმაოდ ფართოდ გავრცელდა.

045fd0053550

მსგავსი ამბები

Back to top button