გართობა

ზღაპრული ჯუჯა სახელმწიფო

001083f5472d
გინდათ ზღაპარში მოხვდეთ? ინდოეთის ოკეანეში, წვრილ კუნძულებზე მდებარეობს ჯუჯა სახელმწიფო -მალდივის რესპუბლიკა, 263 ათასი მცხოვრებით. ორი ათასი კუნძულიდან მხოლოდ ორასია დასახლებული, თუმცა ზოგიერთი კუნძულის ფართობი ფეხბურთის მოედნის სიდიდეს არ აღემატება. დედაქალაქში სწორი და სუფთა ქუჩებია, სახლები კი მაღალი ღობის იქითაა შემალული. ხიდები, შენობები და ღობეები ქათქათა თეთრია – ისინი მარჯნისგამ არის აგებული. სისიუფთავეა იმიტომ, რომ თითოეული მცხოვრები პასუხს აგებს მისი ბინის მიმდებარე ქუჩის წესრიგზე. როგორც ყველა მუსლიმანურ ქალაქში, შენობის ფასადი ეზოსკენაა მოქცეული, ქუჩაზე კი უფანჯრო და უკარო კედლები გამოდის. კუნძულების მცირე ფართობის გამო ძლივს მოხერხდა აეროდრომის მოწყობა, სადაც მესამე, მეოთხე ცდაზე გაჭირვებით ახერხებს თვითმფრინავი დაჯდომას. რესპუბლიკაში არ არის განვითარებული მრეწველობა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მცირე საწარმოები აგებენ ნავებს, ამზადებენ თევზის საჭერ ბადეებს , ლერწმისგან წნავენ ჭილოფებს. აქ არის ნოყიერი მიწები, არ ყოფნით ბრინჯი , ცოტაა ბოსტნეული…
dd4b05ef311c
ადრე დილით ასობით ნავი გადის სათევზაოდ, მამებს 11-12 წლის მოზარდებიც მიჰყვებიან. მამაკაცები თევზს იჭერენ; ქალები შებოლილ თევზს ამზადებენ. საზღვარგარეთ გამხმარი თევზი გააქვთ . აზიაში თინუსს მალდივის თევზს უწოდებენ. დედაქალაქის სახელიც ამ თევზის სახელიდანაა. ძველ მალდივურ ენაზე მას მალი ჰქვია. არქიპელაგზე ქოქოსის პალმას „სიცოვხლის ხეს“ უწოდებენ, მისი ნაყოფი ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საკვებია, ფოთლებით კი ხურავენ სახლებს. არსებობს ასეთი გამოთქმაც: ქოქოსის პალმის მოჭრას ხელის მოკვეთა სჯობსო. ჩვეულებრივ, როცა ქონებაზეა ლაპარაკი, მხედველობაშია ფული, მალდივის რესპუბლიკაში კი სიმდიდრე ქოქოსის ხეების რაოდენობით განისაზღვრება. ადამიანი ადამიანის გაცნობისას სახელთან ერთად ამბობს, რამდენი პალმის ხე აქვს, შემდეგ კი სად მუშაობს, ჰყავს თუ არა ოჯახი და სხვ. სახელმწიფო ყიდის კუნძულებს, რომლის ფასი ზომით კი არ განისაზღვრება, არამედ , იმით თუ რამდენი პალმის ხეა მასზე. მთავრობას არ ანაღვლებს კუნძულების გაყიდვა, მიაჩნიათ, რომ ისინი მაინც ძალკიან ბევრია. არიან ადამიანები, რომლებიც ათეულობით კუნძულს ფლობენ. რესპუბლიკის მეორე სიმდიდრეა ზღვის ნიჟარები. ისინი იყიდება მაღაზიებში, ბაზრებსა და უშიშროების სამინისტროს შესასვლელშიც კი. მალდიველები შრომისმოყვარე ხალხია; ვეერ ნახავთ უსაქმურს ან მოწყენილს; მიტინგები და ზეიმები გვიან საღამოს ტარდება, როცა მუშაობა დამთავრებულია.

aae0ebcc62f2
d5d7fa70784f
001083f5472d

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button