არქივი

საინტერესო ფაქტები ყველაზე გავრცელებული ღამის კოშმარების შესახებ

8d7ef33605f4
საინტერესო ფაქტები ყველაზე გავრცელებული ღამის კოშმარების შესახებ.

მანქანასთან დაკავშირებული პრობლემები
თუკი თქვენ ამგვარ კოშმარს ხედავთ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძლიერ დაიღალეთ, თქვენ კარგავთ კონტროლს თქვენს ცხოვრებაზე და აღარ შეგიძლიათ წინ სვლა. ავტომობილი – ეს არის თქვენი შესაძლებლობების სიმბოლო.

თუკი კბილები გცვივათ
ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ ვერ უმკლავდებით იმ დავალებებს, რომლებიც გევალებათ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა არ იცის თუ როგორ დაარეგულიროს ცხოვრების გზა. კბილების ცვენა ასევე სიმბოლიზირებს იმას, რომ ადამიანი დარწმუნებული არ არის თავის სოციალურ სტატუსში. ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გრძნობს იმას, რომ ის არის არამიმზიდველი; რომ მოვახდინოთ ინტერპრეტირება ზუსტად საჭიროა ადამიანი ცხოვრებისეული სიტუაციის ცოდნა.

თქვენ დაიკარგეთ
ეს არის ერთ-ერთი ძირითადი და პოპულარული კოშმარი, რომელიც თქვენ დაგსიზმრებიათ და ასევე მეც. ბავშვებისთვის ეს ნამდვილი კოშმარია. თუკი ასეთი სიზმარი ესიზმრება ზრდასრულ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მან არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს, ან რა უნდა გააკეთოს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს.

თქვენ იხრჩობით
ასეთი სიზმარი მაშინ გესიზმრებათ, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ დაახარჯეთ რაიმეს ძალა და დრო, რამაც სანაცვლოდ არაფერი მოქცათ. იმისათვის, რომ სწორად განმარტოთ მოცემული სიზმარი, აუცილებელია იცოდეთ დეტალები: ერთადერთი ხართ გარემოში, იხრჩობით თუ ვინმე გახრჩობთ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
როგორც წესია, ასეთი სიზმარი ადამიანს იმიტომ ესიზმრება, რომ მას ეშინია იმის რაც უნდა მოხდეს. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ შეგნებულათ გეშინიათ რაიმე დაავადებით დასნებოვნება. ასევე შეიძლება თქვენ გეშინიათ, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ დაგეგმეთ.

თუკი თქვენ გითვალთვალებენ
მოცემული სიზმარს რამდენიმე განმარტება აქვს. ერთ-ერთ მათგანი არის შიში იმის ვერ გაკეთებისა რაც თქვენ გჭირდებათ, ან თუკი ადამიანს რაიმეს ეშინია და ეს რაღაცა მას უახლოვდება. იმისათვის, რომ ზუსტად განმარტოთ სიზმარი საჭიროა, იცოდეთ სირბილის დროს განცდილი ემოციები. თუკი ცუდი ემოციები არ არის მაშინ ეს კოშმარიც არ ყოფილა.

ვარდნა
ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ეშინი მაგალითად სიკვდილის ან სიტუაციზე კონტროლის დაკარგვის, მაგრამ ასევე არსებობს ჰიპნაგოგიური მდგომარეობაც – ეს არის ძილიდან გამოღვიძებაში გადასვლის მომენტი. ამ მდგომარეობაში ადამიანს ესიზმრება, რომ ის ეცემა და მას ამისგან აჟრიალებს.

გამოცდაზე ჩაჭრა
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მზად არ ხართ იმის რაც გელოდებათ, ან საქმე ისე არ გააკეთეთ როგორც საჭირო იყო. ეს ნიშნავს, რომ ის ადგილი, სადაც ადამიანი არის მას არ ეკუთვნის ან აბსოლუტურად არ შეესაბამაება.

დაჭრა ან თავდასხმა
თქვენ გეშინიათ ხალხის. ეს ფაქტია. თქვენ გაშინებთ გარშემო მყოფების კრიტიკა. იმისათვის, რომ ზუსტად გავიგოთ ასეთი სიზმრის განმარტება საჭიროა იცოდეთ, თუ რა მოსდის ადამიანს ცხოვრებაში.

მსგავსი ამბები

Back to top button