კულტურაუცნაური

კამბოჯელი ველური გოგო

1e9a96fcdfca
Rochom P’ngieng-ს კამბოჯელ ველურ გოგოს ეძახიან – კამბოჯელ ქალს, რომელიც რატანაკირის პროვინციაში (კამბოჯა) 2007 წლის 13 იანვარს გამოჩნდა. იქვე, ახლოს მდებარე სოფელში მცხოვრები ოჯახი ირწმუნებოდა,რომ ეს ქალი მათი შვილი Rochom-ი იყო,რომელიც 1979 წელს დაიბადა და 1989 წელს გაუჩინარდა.

7bddf25b8f85

b776a91959df

ჭუჭყიანი, შიშველი გოგონა,რომელიც საჭმლის მოპარვას აპირებდა შეამჩნია ადგილობრივმა ფერმერმა, მოუხმო მეგობრებს და ეს გოგო დაიჭირეს. როცა ამ ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა, 45 წლის Sal Lou, (ეთნიკური წარმომავლობით ფნონგი- ეს არის ძირძველი კამბოჯური ეთნიკური უმცირესობა,ძირითადად მონდულკირის პროვინციაში არიან და მათ სალაპარაკო ენას ჰქვია Mon-Khmer. ფნონგებს არ აქვთ რელიგია,მაგრამ არიან ანიმიზმის მიმდევრები.) რომელიც სოფელ Oyadao-ში მუშაობს პოლიციელად, გაემგზავრა მეზობელ სოფელში გოგონას სანახავად და აღმოაჩინა, რომ ამდენი ხნის წინ დაკარგული შვილი იპოვნა. Sal-მა უკანასკნელად შვილი 8 წლის ასაკში ნახა. ეს იყო 1988 წელს, როცა გოგონა წყლის კამეჩს ჯუნგლებში მწყემსავდა და ამის მერე აღარავის უნახავს. სწორედ ამავე დღეს დაიკარგა მისი 6 წლის დაც, ვერც მისი მოძებნა მოხერხდა.

9ee3a4420a86

fae9a1b64663
ესე ბანდნენ Rochom-ს

Rochom-ის ნახვის შემდეგ გადაწყდა დნმ-ის ტესტის გაკეთება, მაგრამ მალე ოჯახმა გადაიფიქრა და ტესტი აღარც ჩატარებულა.

ჯუნგლებში გატარებულმა წლებმა რასაკვირველია დიდი კვალი დატოვა გოგონას ცხოვრებაზე. შეგვიძლია ამას წარუშლელი კვალიც კი ვუწოდოთ, ამ მოსაზრებას ამტკიცებს ამბის დასასრული, რომელსაც ბოლოს გაიგებთ. ,,ველურ გოგოს” მარცხენა ხელის მაჯაზე და კოჭთან აქვს ღრმა ნაიარევები. გოგონამ ახნისა და ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე გამოიყენა კოვზი. (ეტყობა იქაც ჰქონდა) ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის ძალადობის (სექსუალური ან ფიზიკური) მსხვერპლიც ყოფილიყო, რადგან ხელებზე შეინიშნება ნაიარევი, რომელიც ერთი შეხედვით თოკს (თოკით მიბმას) უნდა დაეტოვებინა.
მართალია ფნონგებს არ გააჩნიათ რელიგია, მაგრამ ოჯახმა გოგონა მაინც წაიყვანა ბუდისტურ პაგოდაში, რომ ბერებს დაეწყნარებინათ მისი სული.
Rochom-ს აღმოჩენიდან 1 კვირის თავზე უკვე საკმაო პრობლემები ჰქონდა ცივილიზაციასთან შეუგუებლობის გამო. იგი ამბობდა მხოლოდ 3 სიტყვას : მამა, დედა, მუცლის ტკივილი. ესპანელმა ფსიქოლოგმა,რომელიც გოგონას სტუმრობდა, განაცხადა, რომ Rochom სათამაშო ცხოველებითა და სარკეებით თამაშის დროს წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა, თუმცა ეს სიტყვები არცერთ ჩვენთვის ცნობილ ენას არ მიეკუთვნება.

d262b13ec724

Rochom-ს როცა მოშივდებოდა, ან მოწყურდებოდა, ოჯახის წევრებს თავის პირზე მიუთითებდა ხოლმე, ამას გარდა ხოხვით გადაადგილება უფრო მოსწონდა, ვიდრე გამართული სიარული. ოჯახის წევრები მტელი დღის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ მას, რომ ისევ ჯუნგლებში არ გაქცეულიყო, თუმცა ეს რამდენჯერმე მაინც მოახერხა.

1e053da68643

e0321b368984

2008 წეკს ყოველდღიურმა კამბოჯურმა გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა,რომ ველური გოგო კვლავ ჯუნგლებში გაიქცა,თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა. ესპანელი ფსიქოლოგი კვლავ აგრძელებდა ვიზიტებს და განაცხადა, რომ წინსვლა შეინიშნებოდა, თუმცა Rochom-მა ვერა და ვერ დაიწყო ლაპარაკი. გოგონას მამა ცდილობდა ფული შეეგროვებინა და შვილი სულების მკურნალთან წაეყვანა, რათა ეგზორციზმის გზით გამოედევნათ Rochom-დან ტყის სულები. არ ვიცი ეს განხორციელდა თუ არა, მაგრამ 2009 წლის ოქტომბერშიფრანგულმა პრესის სააგენტომ დაწერა, რომ ველურმა გოგონამ ბრინჯის ჭამაზე უარი განაცხადა და 1 თვე შიმშილობდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა. იქ ნერვული აშლილობა დაუდგინეს. გოგოს მამა ამბობდა, რომ შვილი ამ ცხოვრებას ვერა და ვერ მოარგო, ის არც ჭამს, ცდილობს ტანსაცმელი შემოიხიოს და კვლავ ტყეში გავარდესო.

7ecda6c4e445

cb6a8f1399ce

თუმცა 2009 წლის დეკემბერში მდგომარეობა თითქოს სასიკეთოდ შეიცვალა, გოგომ ჭამაც დაიწყო და მსობლიურ ენაზე სიტყვების სწავლასაც შეუდგა.
თუმცა 2010 წლის მაისში, ანუ ახლახან, Rochom მოიმიზეზა, ვითომ აბაზანის მიღება სურდა და სახლიდან ჩუმად გაიპარა.

1989fc84f147

16e356aea3ca

ea7d8ac6d832

f1dbcb42cd49

პ.ს. ახლა ალბათ ჯუნგლებში, რომელიმე ხეზე ზის, ალერსიანად გადმოჰყურებს ქვემოთ მოსრიალე, მძრომიალე თუ მხოხავ არსებებს და ამ ყველაფრით გამოწვეული სიამოვნების პიკის მიღწევისას ტარზანისებრი ყროყინით აყრუებს იქაურობას.
:(

მსგავსი ამბები

Back to top button