კულტურაუცნაური

თანამედროვე ნეფერტიტი

854350128792

ნეფერტიტი ვინ იყო და რას წარმოადგენდა ყველამ იცის, მაგრამ ახლა ვნახოთ, თუ ვინ მოირგო (თუ მიითვისა) მისი როლი თანამედროვე სამყაროში.

ზოგჯერ ადამიანს უჩნდება სურვილი იყოს ის, ვინც არაა. ასეთ დროს სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მაგრამ მაინც ერთმანეთის მსგავსს. ის შემთხვევა კი, რომელიც ქალბატონი ნამიტას ცხოვრებაში დაფიქსირდა, შეგვიძლია ხელაღებით შევიყვანოთ იშვიათ და გიჟურ გადაწყვეტილებათა რანგში.

ნამიტა 49 წლის მსახიობია ინგლისიდან, 3 შვილიც ჰყავს, დაქორწინებულიც იყო და ორჯერ განქორწინებასაც გაუგო გემო. ამჟამად მარტოხელა ცხოვრებას ეწევა. შვილებიც წამოზრდილი და დაფრთიანებული ჰყავს, 30–ის 25–ის და 15 წლისები, მათგან მხოლოდ პატარა ცხოვრობს დედასთან.

ამ ქალის ცხოვრება არც ისე ორდინალურია. ფეხის ფეხზე გადაკვანტილებისა და ცხოვრებით ტკბობის სანაცვლოდ, მის აწ უკვე ერთობ მოზრდილ თავში უცნაურმა აზრებდა იწყეს ფრთების შესხმა. ეს პროცესი 23 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. რას ეხება თავად პროცესი? სხვას რას თუ არა პლასტიკურ ოპერაციებს?!

როგორც ნამიტამ განაცხადა მცირე ასაკიდანვე ხედავდა სიზმრებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნეფერტიტს უკავშირდებოდა. ხედავდა ნეფერტიტის მსახურებს, ოთახებს, რას ჭამდენ, რას იცვამდნენ და ა.შ. 1987 წელს კი ეტყობა ამდენი სიზმრებით ზედმეტად გაწამებულ თუ აღშფოთების ნიადაგზე დაასკვნა, რომ იგი ნეფერტიტი იყო, ოღონდ მეორედ დაბადებული, იგივე რეინკარნირებული სული.

f6005ce46e46
ასე გამოიყურებოდა ახალგაზრდობაში ოპერაციებამდე

შემდეგ უფრო დაინტერესდა უძველესი ხანის ცნობილი ქალბატონით, მისი სურათებიც იხილა და მიხვდა, თუ რაოდენ ახლობელი და ძვირფასი იყო ის.

როდესაც მისი სიზმრები და ხილვები კიდევ უფრო გაძლიერდა, ნამიტამ სავარაუდოდ გონებაში მაინც წაიჩურჩულა ეს უკვე პიკიია და პლასტიკური ქირურგის კაბინეტს მიაშურა.
ასე და ამგვარად ოპერაციების სიყვარულში განვლო ოცზე მეტმა წელმა, რომელთაც ნაყოფიერების გარეშე ,,კანეშნა” არ ჩაუვლიათ. ნამიტამ 51 ოპერაციის გაკეთება მოასწრო. აქედან რვა- ცხვირის, 3- ნიკაპის, 2 წარბების აჭიმვა, 3 სახის გადაჭიმვა, 6 სახის მინი-გადაჭიმვა, 2 – ტუჩის ოპერაცია, 5 თვალების კორექცია, დანარჩენი წვრილ-წვრილი ოპერაციები.
როგორც 20 წელი გაფრინდა, ისევე გაფრინდა ფულიც, მან ამ ,,სიამოვნებაში” 200 000 ფუნტ-სტერლინგი დახარჯა.
ახლა კი თავს მშვენივრად გრძნობს და აცხადებს:
,,ძალიან ბედნიერი ვარ,რომ კარგი გენები მაქვს (იმედს გამოვთქვამ,რომ ნეფერტიტი არ მიაჩნია წინაპრად), საერთოდ არ მაწუხებს ცელულიტი, არც დიეტებს დაცვის საჭიროება მქონია, მაგრამ რადგანაც არ მინდა ჩემი სხეული სახესთან შედარებით დაბერებულად გამოიყურებოდეს, ამიტომაც ჯანსაღ საკვებს მივირთმევ.
არავის სჯერა,რომ თითქმის 50 წლის ვარ და თან 3 შვილიანი, იმიტომ რომ მუდამ 25 წლის გოგოსავით გამოვიყურები. ის კი არადა, გარეთ რომ გავდივარ პატარა ბიჭების ყურადღებასაც ვიპყრობ, ხშირად 20 წლის თაყვანისმცემლებიც მყავს იმდენად ახალგაზრდულად გამოვიყურები.

3d9f7ab561fa

ვიცი ახლა ბევრი გამკიცხავს ოპერაციების გამო, მაგრამ მე მჯერა,რომ დღესდღეობით კარგად და ლამაზად გამოვიყურები. ჩემი თავის ასე ახალგაზრდულად ყურება კი შინაგანადაც უფრო მაახალგაზრდავებს და ენერგიას მმატებს.”

აი ეს მოგვახალა ნამიტამ, სინდისი დაიმშვიდა ერისა და ქვეყნის წინეშე და ბოლო სიტყვად ისიც დააყოლა, კიდევ ორ ოპერაციას ვაპირებო, ერთს ტუჩების კიდევ ურო დასახვეწად და მეორეს ცხვირისას.

ასეთი გამოსვლის შემდეგ ისღა დაგვრჩენია ხმა გავიკმინდოთ და წარმატება ვუსურვოთ ქალბატონ ნამიტას.

1bf9f4469b61

5794b67685a0
ესეც ნეფერტიტის როლში შეჭრილი

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button