არქივი

მხატვრული კივილი

1e33fb2f4336

ისინი ქმნიდნენ შედევრებს…

1. მიქელანჯელო

f99d6e4d9b4c

  • “ყველაფერი წყვდიადითაა მოცული.  ამ ტკივილითა და გაჭირვებით სავსე დედამიწაზე, მე სიბნელეში ვცხოვრობ”.

7f70eee30b97

  • “სასიამოვნოა ძილი, მეტადრე გაქვავება, როცა გაჭირვება და სირცხვილი მძვინვარებს ირგვლივ… უნარი, თვალი დავხუჭო და არაფერი ვიგრძნო, ჩემი დიდი განძია. ნუ, ნუ გამაღვიზებ, ხმადაბლა იალპარაკე!”

a991946ad2cc

  • “ტანჯვით შექმნილი, ხშირად ერთი ხელის მოსმით, თითქმის უშრომლად გაკეთებული ჰგონიათ, მაგრამ ეს ასე არ არის. საიდუმლო ის არის, ძალა არ დაზოგო იმის შესაქმნელად, რაც თითქოსდა ძალისხმევის გარეშე გაკეთებული ჩანს.”

2. ლეონარდო და ვინჩი

c23c8afa73a8

  • მხატვარი ყოველივე იმის მბრძანებელია, რაც კი ადამიანის გონებაში გაივლის… სამყარო თავისი არსით, არსებობით თუ წარმოსახვით ჯერ მის გონებაში გაივლის, შემდეგ კი ხელოვნებაში გადმოინაცვლებს…”

39d5a1ee4643

  • “ჭეშმარიტი ცოდნა ის არის, რომელსაც გამოცდილებამ ადამიანის გრძნობებში შეაღწევინა და მოკამათენი დადუმა..”

4e3fcff15599

  • ადამიანსა და ბუნების ქმნეილებებს შორის ისეთივე კავშირი არსებობს, როგორიც ადამიანსა და ღმერთს შორის..”

3. ფრანცისკო დე გოია

f6ce8f950a5b

  • “დასახატად ვიყენებ დაკვირვებას, სადაც კაპრიზსა და ფანტაზიას გასაქანს ვაძლევ.”

4.  გუსტავ კლიმტი

12c85339cccd

  • “ჩემი ავტოპორტრეტი არ არსებობს! საკითარი თავი , როგორც “ასახვის ობიექტი” არ მაინტერესებს, მაგრამ სხვები, განსაკუთრებით ქალები და კიდევ უფრო მეტად ზმანებები ჩემსი დიდ ინტერესს იწვევს…”

f751ef34a0ab

  • “ვისაც ჩემი, როგორც მხატვრის გაცნობა სურს, რადგან სხვა არც არაფერია ჩემში ინტერესის ღირსი,ყურადღებით უნდა დააკვირდეს ჩემს ნამუშევრებს და შეეცადოს მათში იპოვოს , თუ ვინ ვარ მე და რა მინდა”…
  • “ახალგაზრდობას ყოველთვის უნდა ყირამალა დააყენოს ის, რაც უკვე გაკეთებულია მაგრამ მაინც არ მინდა მათ დავემდურო.”

5. ვინსენტ ვან გოგი

7735599cf530

  • მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშირებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს მეუფლება, განსაკუთრებით კი იმ პერიოდებში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებენ.”

0921e688c07a

  • “ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემს შემოქმედებაზე თქვან: “ეს კაცი ღრმად და ფაქიზად გრზნობს”, ყველასთვის კარგად ცნობილი ჩემი მოუხეშაობის მიუხედავად… ან, შეიძლება, მისივე წყალობით…”

89b91b5dd0bf

  • ” ყოველთვის ეძიო სრულყოფილება და ვერ იპოვო იგი, სრულიად საპირისსპიროა იმისა, რომ გეგონოს: “უკვე ვიცი, უკვე ვიპოვე”… “

6. კლოდ მონე

8bb607c6dcb6

  • “სამწუხაროდ რაც უფრო შორს მივდივარ, მით მეტად მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი… ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები, ის ვინც ამბობს, რომ დაასრულა ტილოზე მუშაობა, დიდი ამპარტავანია… დასრულება უნდა ნიშნავდეს, რომ მხატვარმა მიაღწია სრულყოფილებას”.

83eb23314e19

  • “დროთა განმავლობაში, როგორც იქნა, თვალი ამეხილა და ვისწავლე ბუნების აღქმა და სიყვარული.”
  • “ძლიერ გამაოცა იმის ხილვამ, თუ როგორ აქრობს ფერებს მოახლოებული სიკვდილი, რომელიც ნელ-ნელა ეუფლება უძრავ სხეულს.”

P.S. უბრლოდ საინტერესო მხატვრების საინტერესო გამონათქვამები, საიდანაც კარგად ჩანს თითოეული მათგანიშ შინაგანი მე…

მსგავსი ამბები

Back to top button