გართობაუცნაური

Platypus – იხვნისკარტა

180239f0c03f

რა არსებაა ?? მღრღნელი ? ფრინველი ? ძუძუმწოვარი ? თევზი ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია ..

7313793a6a9d

ეს უნიკალური არსებები ბინადრობენ აღმოსავლეთ ავსტრალიაში . ცხოვრობენ მდინარის ნაპირთან ახლოს სოროებში, სადაც დღის განმავლობაში ისვენებენ. ისინი აქტიურობენ დაღამებიდან გათენებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში. არიან საუკეთესო მოცურავეები და მყვინთავები. იკვებებიან ჭიებით, კრევეტებითა და მატლებით.  იხვნისკარტას შეუძლია ერთ ღამეში შეჭამოს თავისი წონა საკვები.

და მაინც რა არის განსაკუთრებული ამ არსებაში ? მას აქვს მღრღნელისმაგვარი ტანი და კუდი  , იხვის ნისკარტი , მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.  მამალი იხვნისკარტა არის შხამიანი.  მას შეუძლია ძალიან ძლიერი ტოქსინის გამოყოფა, რითაც თავს იცავს მტაცებლებისგან.  ეს შხამი არის საკმარისად ძლიერი , რომ მოკლას ძაღლი და მიაყენოს მტანჯველი ტკივილი ადამიანს.

57f69889be36

მამალი იხვნისკარტა ზომით დედალზე გაცილებით დიდია. შეჯვარება ხდება წელიწადში ერთხელ : ჩრდილოეთ ნაწილში ივნისში , ხოლო სამხრეთ ნაწილში – ოქტომბერში. დედალი “მუცელში ინახავს” შვილს როგორც ყველა ძუძუმწოვარი და დებს 2-4 კვერცხს , როგორც ფრინველი.

ამ არსების ძირითადი მტრები არიან : გველები , “წყლის ვირთხები” და მელიები.

წყარო:australian-animals.net ეს არის ჩემი პირველი პოსტი, ასე რომ , ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ :))

დამატებითი ვიდეო იხვნისკარტაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ :

მსგავსი ამბები

Back to top button