არქივი

მონღოლეთი

58e17841bf82

მონღოლეთი (მონღ. Монгол Улс), სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

მიუხედავად იმისა რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამოდენიმე მილით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს.ულან ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 38% ცხოვრობს. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.მონღოლეთის იმპერია დაარსა ჩინგის ხანმა 1206 წელს.მე-16, მე-17 საუკუნეებში მონღოლები მოექცნენ ბუდიზმის გავლენის ქვეშ.მე-17 საუკუნის ბოლოს თითქმის მთელს მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები.1911 წელს კი მონღოლეთში გადავარდა ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დეფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა,მანადე მის დამოუკიდბლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა,ხოლო 1945 წელს მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ.1990 წელს,მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი აშკარად კრახს განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში ადგილი აქვს დემოკრატიულ გადატრიალებას.ამას მოჰყვან მრავალპარტიული სისტემა, 1992 წლის ახალი კონსტიტუცია და რთულად, მაგრამ მაინც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე. 1,564,116 კვ.კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით.მოსახლეობის 30% მომთაბარეა.დომინანტი რელიგიაა ბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ,მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუვანელები.სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებით მეტ წილად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

მონღოლეთის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში (დაახლ. 200-100 ათ. წლის წინ) უცხოვრია.ზედა პალეოლითში (40-12 ათ. წლის წინ) ჩამოყალიბდა მატრიარქალურ – გვაროვნული წყობილება.მნიშვნელოვანი წინარეისტორიული სანახაობებია პალეოლითის ხანის ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის(Khoid Tsenkheriin Agui) ნახატები ხოვდის პროვინციაში[4] და ასევე თეთრი გამოქვაბულის(Tsagaan Agui) ნახატები ბაიანხონგორის პროვინციაში.[5] დორნოდის პროვინციაში ნაპოვნია ნეოლითის ხანის, მეურნეობაში ჩართული დასახლება. დასავლეთ მონღოლეთში თანამედროვე აღმოჩენები მოიცავს მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების დროებით საცხოვრისებს[4].

სპილენძის ხანის მოსახლეობა მოიხსენიება როგორც პალეომონღოლიდურად.

ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში, ბრინჯაოს ხანის დროს,დასავლეთ მონღოლეთში გავრცელდა კარასუკის კულტურა. ამ დროიდან ჩნდება მონღოლეთში ირმის ქვები და ძალიან გავრცელებული ყორღანები. სხვა თეორიების თანახმად ირმის ქვები ქრისტეს შობამდე მე-7, მე-8 საუკუნეებს მიეკუთვნებიან.

წინარეისტორიული ხანის შემდგომ მონღოლეთში მომთაბარე ტომები სახლდებიან,რომლებიც დროდადრო ქმნიან დიდ კავშირებს, ვითარდებიან და დიდ მნიშვეოლბასაც იძენენ.პირველი მათგანი იყო ხიონგუ.ამ ტომმა ქრისტეს შობამდე 209 წელს შექმნა გაერთიანება მოდუ შანუი.ისინი იქცნენ დიდ წინაღობად ცინის დინასტიისათვის და იყვნენ ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი ვისაც აიძულეს მონაწილეობის მიღება ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში.ხიონგუს ტომის მმართველობა შეცვალა გიოქტიურკის მმართველობამ,რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა მონღოლეთში.მე-7 მე-8 საუკუნეებში ისინი დაამარცხეს უიგურებმა და შემდოგ კიტებმა და ჯურჩებმა.მე-10 საუკუნისათვის,ქვეყანა დაყოფილი იყო სხვადასხვა ტომებად.

მონღოლეთის იმპერია:

XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჩურიიდან ალტაის მთებამდე. 1206 წელს მან მიიღო ჩინგის ხანის ტიტული. ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით.დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში.ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს ღევანდელ დასავლეთით პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით სიბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ2[6] (მსოფლიო მიწის 22%-ი), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.

ჩინგის ხანის სიკვდილის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ. ერთ-ერთი მათგანი-დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს.მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი ყუბულაი ხანი(იანის დინასტია).დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი პეკინი,მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, 1368 წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი,მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იპერიის დროს.1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანსა და ამიერკავკასიაში, შუა აზიაში.

იმპერიის შემდგომი პერიოდი:

იმპერიის დაცემის შემდგომ, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები ძალაუფლებისათვის. დამოუკიდებელ ფეოდალურ სახანოებსა და სამთავროებს სჭირდებოდათ ბაზარი მესაქონლეობის პროდუქტისა და პირუტყვის გადასაცვლელად ბინადარი ხალხების ხელოსნურ და სხვა ნაწარმზე. ასეთი ბაზარი იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ჩინეთი, მაგრამ იგი დიდად არ იყო დაინტერესებული ასეთი გაცვლით. დაიწყო მონღოლური ეკონომიკის კრიზისი. XVI საუკუნეში ორგზის წარუმატებლად დამთავრდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის დაძლევისა და მონღოლური სახელმწიფოს აღდგენის ცდა. საუკუნის დასაწყისში გამარჯვება მოიპოვეს ოირადებმა. მათი მეთაური იყო ესენ ტაისი. იორადებმა ერთ-ერთი შეტაკების დროს (1449 წელს) მძევლად აიყვანეს ჩინეთის იპრეატორი. 1454 წელს ესენი მოკლულ იქნა და ხელისუფლება დაუბრუნდათ ჩინგის ხანის შთამომავლებს. XVI საუკუნის დასაწყისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ალტან ხანმა. მან დააარსა ჰოჰოტი 1557 წელს, 1578 წელს ის შეხვდა დალაი ლამას, რამაც ხელი შეუწყო მონღოლეთში ბუდიზმის გავრცელებას. მას შემდეგ რაც ახალი ხანი-აბთაი ხანი გახდა ბუდისტი(1585 წელს), მან ააშენა ბუდისტური მონასტერი ერდენ ზუუ 1586 წელს.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მონღოლეთი მანჯურიელ ფეოდალთა ექსპანსიის ობიექტი გახდა. 1634 წელს მათ გაანადგურეს სამხრეთ მონღოლეთში უდიდესი ჩახარის სახანო. 1636 წელს, სამხრეთ მონღოლეთის ნოინებმა აღიარეს მანჯურიელთა ბატონობა. იმ დროიდან სამხრეთ მონღოლეთს ეწოდა შიდა მონღოლეთი.

XVII საუკუნის 1630-იან წლებში დასავლეთ მონღოლეთში შეიქმნა იორათთა ფეოდალური სახელმწიფო. 1640 წელს ჯუნღარიაში (დას. მონღოლეთი) მონღოლეთის საერთო ყრილობაზე ხანებმა და მთავრებმა სცადეს გაერთიანება, მაგრამ უშედეგოდ. 1691 ფეოდალებმა სცნეს მანჯურიელთა ბატონობა. ამის შემდეგ მხოლოდ იორათთა დამოუკიდებელი ფეორალური სახანო უწევდა წინააღმდეგობას ჩინელ-მანჯურიელთა შემოსევებს. 1755-1758 წლებში გაიშალა ფართო ანტიმანჯურიული განმათავისუფლებელი მოძრაობა იორათთა მთავრის ამურსანასა და ხალხას ნოინის ჩინგუნჟაბის ხელმძღვანელობით, თუმცა მანჯურიელებმა აჯანყება ჩაახშეს. 1758 წელს მანჯურიელებმა გაანადგურეს იორათთა სახელმწიფო და გაჟლიტეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ დროიდან მთლიანი მონღოლეთი ცინის დინასტიას, ჩინეთს დაემორჩილა. 1911 წლამდე მონღოლებს ჩინელები მართავდნენ.

დამოუკიდებლობა:
1911 წელს გარე მონღოლეთში ანტიმანჯურიული გამოსვლების, ჩინეთის რევოლუციის და რუსეთის დახმარების შედეგად დაემხო მანჯურიელთა ბატონობა. ყველა მონღოლურმა ტომმა გამოხატა მზაობა მონღოლეთის დამოუკიდებლობისათის. ფეოდალებმა შექმნეს დამოუკიდებელი ფეოდალური, თეოკრატიული სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის შეთანხმებით 1915 წელს მონღოლეთი ჩინეთის ავტონომიური ტერიტორია გახდა. 1919 წელს,რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ ჩინეთის ჯარებმა დაიკავეს მონღოლეთის დედაქალაქი,მაგრამ მათი გამარჯვება დროებითი იყო. 1918-1921 წლებში იაპონიამაც თავის მხრივ სცადა გარე მონღოლეთის დამორჩილება თუმცა რუსმა მოგზაურმა,ბარონმა უნგერმა(სისხლიანი ბარონი),რომელიც იბრძოდა თეთრი არმიის მხარეს წითლების წინააღმდეგ სიბირში,გამოუშვა შენაერთი მონღოლეთში და დაამარცხა აქ მდგარი ჩინელების შენაერთი.მალევე შექიმნა მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია სუხე-ბატორისა და ჩოიბალსანის მეთაურობით. 1921 წლის 13 მარტს შეიქმნა დროებითი სახალხო მთავრობა და სახალხო რევოლუციური არმიის მთავარსარდლად დაინიშნა სუხე-ბატორი. 18 მარტს განთავისუფლებულ იქნა ქალაქი მაიმაჩენი. რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება- სახალხო ხურალები. საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მშრომელი არატების დიქტატურის თავისებური ფორმა. მიუხედავად სახალხო მთავრობისა, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება, 1921-1924 წლებში მონღოლეთი ფორმალურად მაინც შეზღუდულ მონარქიად რჩებოდა. სახელმწიფოს სათავეში იდგა ბოგდო-გეგეგნი (ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში). ამ წლებში სახალხო მთავრობამ განახორციელა მრავალი ანტიიმპერიალური და ანტიფეოდალური ხასიათის გარდაქმნა, რევოლუციის გამარჯვებამ და ანტიფეოდალურმა გარდაქმნებმა გამოიწვია ძალთა გამიჯვნა და კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, დაიწყო კონტრრევოლუციური შეთქმულებები (1922, 1924 წლები), რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მტკიცდებოდა რევოლუციური მთავრობის კავშირი საბჭოთა კავშირთან. 1921 წლის ნოემბერში მონღოლეთის დელეგაცია შეხვდა ლენინს. 1924 წელს პირველმა სახალხო ხურალმა მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადა და მიიღო პირველი კონსტიტუცია. 1929 წელს დაიწყო მსხვილი ფეოდალური საკუთრების ექსპროპრიაცია. კლასების ლიკვიდაციის პროცესს თან სდევდა სხვადასხვა შეიარაღებული გამოსვლები. 1924 წელს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მეფე და რელიგიური ლიდერი ბოღდ ხანი,საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა მონღოლეთს.1924 წელს ხორლოგიინ ჩოიბარსანის ხელში მოექცა ძალაუფლება.მის სახელს უკავშირდება კოლექტივიზაცია, ასევე მონასტრების გადაწვა და ბერების ხოცვა. მონღოლეთში 1920 წლისათვის მამაკაცთა დაახლოებით ერთი მესამედი იყო ბერი და მეოცე საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 750 მონასტერი ფუნქციონირებდა.[7] სტალინის დიდი წმენდის შემდეგ, რომელიც 1937 წელს დაიწყო, მონღოლეთში 30,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იაპონური იმპერიალიზმი კი სულ უფრო და უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის. 1939 წლის იაპონია – საბჭოთა კავშირის ომის დროს, საბჭოთა კავშირმა წარმატებით დაიცვა მონღოლეთი იაპონიისაგან. 1945 წელს მონღოლმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მანჩურიის ოპერაციაში. 1945 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი და გამოკითხულთა 100%-მა (ოფიალური ინფორმაციით) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 1949 წლის 6 ოქტომბერს მოხდა ჩინეთის მხრიდან მოღოლეთის ოფიციალური აღიარება.ცნობილი ’პერესტროიკისა’ და ’გლასნოსტის’ შემდგომ მონღოლეთში აქტიურად დაწიყეს ფიქრი დემოკრატიულ რესპუბლიკაზე,მრავალპარტიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე. 1992 წლის ახალ კონსტიტუციაში ”სახალხო რესპუბლიკა” ამოღებულ იქნა ქვეყნის სახელიდან.საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ მომხდარა მარტივად. 1990-იანი წლებში ქვეყანაში იფლაციასა და საკვების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი.1993 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში და 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა არაკომუნისტურმა პარტიამ.

ადმინისტრაციული დაყოფა:

მონღოლეთი იყოფა დედაქალაქად და 21 აიმაკად:136c80cd8c39

არა-ხანგაი;

ბაიან-ულეგეი;

ბაიანხორგორი;

ბულგანი;

აღმოსავლეთ გობი;

აღმოსავლეთი;

გობი-ალთაი;

გობი-სუმბერის აიმაკი;

დარხანი;

ძაბხანი;

კობდო;

ორხონი;

სელენგი;

შუა გობი;

სუხე-ბატორი;

უბსუნური;

უვერ-ხანგაი;

ხუბსუგული;

ხენტეი;

ცენტრალური;

სამხრეთ-გობი.

მეცნიერა

ნუ მიყვარს მეცნიერება და...?

მსგავსი ამბები

Back to top button