არქივი

ცათამბჯენები

1e99da9666d3

უძველესი ეგვიპტის პირამიდები, შუა საუკუნის ევროპის უდიდესი ეკლესიები, აზიის მაღალი პაგოდები და რა თქმა უნდა , ალექსანდრიის ფაროსის შუქურა მაღალი ნაგებობების შენებისადმი ადამიანის მიდრეკილებაზე მეტყველებენ. მიუხედავად ამისა, მაღალი საცხოვრებელი სახლების შენება 100 წლის წინ აღმოჩენილმა სამშენებლო მეთოდებმა და მასალებმა გახადა შესაძლებელი. ფოლადის კარკასისა და ელექტრონული ლიფტების გამოგონების შემდეგ, ცათამბჯენების აგება ძალზე პრაქტიკული გახდა. ჯერ ჩიკაგოში, შემდეგ ნიუ-იორკში უფრო და უფრო მაღალი სახლების შენება დაიწყეს. ერთი მილის სიმაღლის შენობის აგების იდეა ჯერ კიდევ განუხორციელებელია. მაგრამ საოფისე შენობები და სატელემუნიკაციო კოშკები კვლავ მეტოქობენ ,, მსოფლიოს უმაღლესი შენობის” ტიტულის მოსაპოვებლად.

ბიგ ბენი

,,ბიგ ბენი” , სინამდვილეში , პარლამენტის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა სტეფანეს კოშკის 14 ტონიანი ზარის სახელია, მაგრამ ამ სახელით დღეს თვით კოშკს აღნიშნავენ. ამ 96-მეტრიანი ელეგანტური კოშკის მშენებლობა 1840 წელს დაიწყო და 1859 წელს დასრულდა. კოშკის თითოეულ კედელზე 6,8მ დიამეტრის საათია დამონტაჟებული. ეს საათები ერთ დროს მსოფლიოში უდიდეს საათებად ითვლებოდა.ამ საათების მოკლე ისრის სიგრძე 4,5 მეტრია.

f7d08b80b04b

ეიფელის კოშკი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, პარიზის ეიფელის კოშკი 1889 წელს ააგეს მსოფლიო გამოფენისთვის. კოშკს , რომლის პროექტიც გუსტავ ეიფელის კომპანიის ორ ინჟინერს ეკუთვნის, 300 მუშა, ორი წლის , ორი თვისა და ხუთი დღის განმავლობაში აშენებდა. ეს 300-მეტრიანი კოშკიმსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად რჩებოდა 1930 წლამდე ნიუ-იორკში კრაისლერის შენობის აგებამდე. ეიფელის კოშკი დღესაც ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ტურისტს იზიდავს.

08435a862d49

სი-ენის კოშკი

კანადაში , ტორონტოში მდებარე სი-ენის კოშკის სიმაღლე 553,3 მეტრია. კოშკის მშენებლობა 1976 წელს დასრულდა და 38 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. ის ტელესიგნალის გადაცემის გაუმჯობესების მიზნით ააგეს. თუმცა მალე ტურისტების საყვარელ სანახაობად იქცა. აქ იმყოფება მსოფლიოში ყველაზე მაღლა-447,7 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ობსერვატორია, რომელსაც ყოველწლიურად 2 მილიონი მნახველი ყავს.

eb79b5f19dac

იმფაიარ სთეით ბილდინგი

იმფაიარ სთეით ბილდინგის მშენებლობა მხოლოდ 410 დღე გაგრძელდა და 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. მშენებელთა სამუშაო დრომ ჯამში 7 მილიონი საათი შეადგინა. შენობა 1931 წელს აშენდა და 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმაღლეს შენობად რჩებოდა, 70-იან წლებში ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპების აგებამდე. დღესაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შენობაა წლიურად 2,5 მილიონი მნახველი ყავს, რომლებიც 86 და 102-ე სართულებზე მდებარე მოედნებიდან გადაშლილი ხედით ტკბებიან. ეს შენობა 100-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. შენობის სატელეფონო კაბელის საერთო სიგრძე 5633 კილომეტრია. შენობას 73 ლიფტი ემსახურება.

491ee9b086c5

შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი

შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის მშენებლობა 1997 წელს დაიწყო და 2001 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეკონომიკური მიზეზების გამო შენობა ჯერ დაუმთავრებელია. პროექტის მიხედვით ეს მსოფლიოს უმაღლესი შენობა იქნება.

fc213f9b2401

პეტრონასის კოშკები

პეტრონასის ტყუპი კოშკები მალაიზიაში , კუალა ლუმპურში აშენდა 1996 წელს. კოშკების პროექტი არგენტინული წარმოშობის ამერიკელმა არქიტექტორმა ცეზარ პელიმ შექმნა. და ნავთობკომპანიის სახელი უწოდა. 451 მეტრის სიმაღლის კოშკები მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობებიადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში მდებარე სეარსის კოშკს რვა მეტრით აღემატება. ეს წრიული 88-სართულიანი კოშკები ერთმანეთთან ,, ზეციური ხიდითაა ” დაკავშირებულიმიწიდან 170 მეტრის სიმაღლეზე. თითოეულ კოშკში 29 ლფტია.

5c792b62605c

David Guetta- Missing You (Featuring Novel) by shethjuice

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button