Edouard Martinet-ის გასაოცარი სკულპტურები
“რაც უმრავლესობას უბრალო ჯართად მიაჩნია, ზოგიერთისთვის ნამდვილი ხელოვნებაა” — ეს ფრაზა პირდაპირ მიესადაგება უიშვიათესი ნიჭით დაჯილდოებულ ფრანგ ხელოვან Edouard Martinet-ს, რომელიც შესაშური ოსტატობით, უკვე 20 წელია, მასალად იყენებს გამოუსადეგარ სამზარეულოს ტექნიკას, საბეჭდი მანქანის კლავიატურას, ძველ სათამაშოებს, ავტომანქანის ნათურებს, სამუხრუჭე ნაწილებს, ჯაჭვებს და მრავალ სხვა ისეთ ნივთს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯართად მოვიხსენიებთ (და სულ რაღაც 13 თეთრად ვაბარებთ “ჟეშტიანშჩიკებს” :D)..
რაც მთავარია, ეს ადამიანი ყველაფერს თავისი ხელით, ყოველგვარი შედუღებისა და თუ სხვა ტექნიკის ჩარევის გარეშე ქმნის! მიუხედავად იმისა, რომ უსულო, გამოფიტული მეტალისა და პლასტმასისაგან არიან დამზადებულნი, მარტინეტის თვითოეულ სკულპტურა ცოცხალის შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ ამიტომ, არამარტო საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს მრავალი მუზეუმი სიამოვნებით მასპინძლობს ამ მართლაც შემოქმედი ადამიანის ნამუშევრებს.
მოკლედ, ბევრი წერით ხელი რომ არ დამეღალოს, თქვენ კი ბევრი კითხვით-თვალები (90% მაინც არ კითხულობს..) , მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ Edouard Martinet-ის ვებ–გვერდსა და სლედმორის გალერეას, მანამდე კი, პოსტს იქნებ ცოტა ქვევით ჩაუყვეთ და დაათვალიეროთ ედუარდის ზოგიერთი სკულპტურა = ))