არქივი

Lexsus LFA

c2a0e92d007c

Lexsus LFA არის იაპონური ავტო მწარმოებლის ლექსუსის სპორტული ავტომობილი. მისი პირველი მოდელი შეიქმნა 2005 წელს და 2007 წელს გამოვიდა ახალი ექსტერიერით. გასაკვირია თუ რაოდენ დიდი ხანი დასჭირდა ლექსუსს რათა შეექმნა სპორტული მანქანა. ლექსუსმა ხომ ამ მანქანის შექმნაზე 9 წელი დახარჯა. ერთ-ერთი ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ თავდაპირველად მანქანის ძარა იყო ალუმინისგან გაკეთებული. სამწუხაროდ ალუმინი ზედმეტად მძიმე გახლდათ და ამის გამო მოუხდათ იგი სპეციალურად Carbon Fiber-ით დაემზადებინათ, რაც გაცილებით ამცირებდა ავტომობილის წონას. ასევე აღსანიშნავია, რომ ლექსუსის ინჟინერებმა მოახერხეს V10 ტიპის ძრავას ჰქონოდა V8 ტიპის ძრავის ზომა და V6 ტიპის ძრავის წონა და სწორედ ამ ძრავისგან მოახერხეს გამოემუშავათ 560 ცხენის ძალა. ამ მანქანას შეუძლია 0-100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს 3.6 წამში და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 325 კმ/სთ. ასევე ამ ავტომობილმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრასა Nürburgring-ზე, რომელიც განთქმულია ცნობილი ავტომობილების დასატესტ ტრასად, რადგან მას გააჩნია 174 მოსახვევი, აჩვენა საოცარი შედეგი და დააფიქსირა დრო 7 წუთი და 38 წამი, ამ მაჩვენებლით კი მან აჯობა ფერარი ენცოს, პორშე 911 ტურბოს, ფერარი 458 იტალია, მერსედეს ეს-ელ-არ მაკლარენს და სხვა ცნობილ მანქანებს. ამ მონაცემების ნახვის შემდეგ კი სამწუხაროა, როდესაც გავიგებთ, რომ მისი ფასი 375000 დოლარია.

ბოლოს კი რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ მანქანაში:

bbf576072b11

Speedometer

Lexsus LFA-Top Gear

7c1cd6ac6bd2

a07dfacbf7fa

60619fc12ebf

მსგავსი ამბები

Back to top button