გართობაუცნაური

უცნაური ნათება თბილისის თავზე

post 29 1339092392
არანაირი უცხოპლანეტელები და კომეტები, უბრალოდ შემოდით სრულიადში.

დღეს, საღამოს 21:45 წუთზე ცაში გამოჩნდა უცნაური სპირალისებური ნათება. ბევრს ეგონა უცხოპლანეტელები მოვიდნენ, სხვებმა ეს ამბავი კომეტას მიაწერეს. ზოგმაც თქვა ასტეროიდი იყოო. რა მოხდა სინამდვილეში:

ზუსტად ასეთივე სპირალი ჩანდა ნორვეგიის თავზე 2009 წელს, ეს უჩვეულო ნათება 4-5 წუთს გრძელდებოდა, შემდეგ კი გაქრა. სინამდვილეში ეს იყო რუსული რაკეტის ტესტი, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა, სპირალები კი საწვავის წვამ გამოიწვია. იგივე მოხდა დღეს. როგორც ხედავთ საშიში არაფერია, თუმცა ფეისბუკზე უკვე გამოჩნდა სურათები, რომლებიც მოგვიწოდებენ გავაზიაროთ ეს “სასწაული” რათა ყველამ ნახოს.

ესეც ვიდეო:

სურათი აღებულია თბილისის ფორუმიდან

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button