კულტურა

უცნაურის შეკრება (მზიური)

9c110b88fcac
უცნაურის კიდევ ერთი შეკრების დროა. სანამ შემოდგომის სიცივეები დაიწყებოდეს სჯობს ერთი განავარდება მოვაწყოთ და გავიცნოთ ის ხალხი,ვისაც აქამდე არ ვიცნობდით ჩვენდა სამწუხაროდ : )

წინასწარ ვიტყვი,რომ ასაკზე არანაირი შეზღუდვა არ არის. შედარებით პატარებს ერიდებათ წამოსვლა და ჰგონიათ,რომ იქ სულ დიდი ბიძიები და დეიდები მოიყრიან თავს, მაგრამ დამიჯერეთ ასე არაა. შეგიძლიათ თავისუფლად წამოხვიდეთ და არც უცხოდ გაგრძნობინებთ ვინმე თავს.

5e15bb7c459f

ბევრი ვიფიქრე ადგილთან დაკავშირებით, თავიდან ნარიყალას ტურისტული ბილიკი ამოვიჩემე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. პირველ რიგში გვესაჭიროება ადგილი თბილისსში, რადგან ეს არ არის ექსკურსია ქალაქგარეთ რომ გავიდეთ, ასევე ეს ადგილი უნდა იყოს მყუდრო, თან ლამაზი, მინდორი ან რამე ეგეთი,რომ დაჯდომა და პატარა პიკნიკის მოწყობა შევძლოთ.
ადგილის ამორჩევაში ,,სკიპი”  დამეხმარა და მგონი სწორედ ისაა რაც გვჭირდება. მზიურის ტერიტორიაზე, ქვევით მდინარე ვერეს ხეობა რომაა მგონი იცით, ჰოდა პარკიდან თურმე არის ჩასასვლელი ქვემოთ, არის მინდორი და იქვე საქანელები, ასევე გავიგე,რომ ხალხმრავალი ადგილი სულაც არაა. თვითონ მაგ ადგილის სურათები არ მომეპოვება, მაგრამ მივაგნებთ, მთავარია პარკის ჩასასვლელთან შევიკრიბოთ.

მგონი მზიურის ადგილმდებარეობა ყველამ იცის, მაგრამ ვისაც უნდა ამ რუქას დახედოს
დააკლიკე

მისამართი: ი. ჭავჭავაძის I ჩიხი 37

რაც შეეხება პიკნიკს, თან უნდა იქონიოთ მინიმუმ 5 ლარი, თუმცა ალბათ მეტიც დაგვჭირდება. ამაზე კომენტარებში იმსჯელეთ სჯობს და ვინც წამომსვლელია მენიუ შევადგინოთ,თორემ დაიწყება მერე იქ წინ და უკან სირბილი :)))

შეკრება იქნება 11 სექტემბერს 4 საათზე, პარკის ჩასასვლელთან.

შეკრებაზე ნაღები საზოგადოება მოიყრის თავს :evil: ვუდენ ბანტიანი გიტარის გარეშე არ დაიშვები : D
ხალხნო ვინც დაკვრა იცით წამოიღეთ გიტარა, უფრო გავერთობით.

სიახლე: ვისაც გაქვთ პირწიგნაკი, იგივე facebook, გთხოვთ შებრძანდეთ ამ გვერდზე დააკლიკე და მიუთითეთ დასწრებას.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button