TECH & მეცნიერებაგართობა

ქალის თვალით დანახული მარკეტინგი :):)

7fc3347a2dd2

მშვენიერი მაგალითები თემაზე – მარკეტინგი. ნურავინ გაიგებს ისე, თითქოს მარკეტოლოგიის სხვადასხვა ტერმინის განსამარტად მხოლოდ გოგოებს ჭირდებათ ასეთი ერთი შეხედვით პრიმიტიული მაგალითები – ეს სია შესანიშნავი სახელმძღვანელოა ნებისმიერი დამწყები მარკეტოლოგისთვის; ან ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც ზოგადი წარმოდგენის შექმნა სურს ამ სფეროზე :)

მოკლედ, ვინც ერკვევით – იხალისებთ; ვინც ვერ ერკვევით – გაერკვევით და მერე იხალისებთ :D ასერომ, დავიწყეთ:

წვეულებაზე შენ ხვდები სიმპათიურ ბიჭს. უახლოვდები მას და ეუბნები: ”საწოლში ძალიან მაგარი ვარ”.
– ეს პირდაპირი მარკეტინგია.

ამხანაგებთან ერთად მიხვედი წვეულებაზე და დაინახე სიმპათიური ბიჭი. ერთ-ერთი შენი მეგობარი მიდის მასთან და ეუბნება: ”ის გოგო საწოლში ძალიან მაგარია”.
– ეს რეკლამაა.

წვეულებაზე შენ ხედავ სიმპათიურ ბიჭს. დგები და ისწორებ კაბას, უახლოვდები მას და უსხამ სასმელს. ეკითხები: ”შეიძლება?” და კიდევ უფრო უახლოვდები, რათა ჰალსტუხი გაუსწორო, ერთდროულად ეხები მის მკერდს და შემდეგ ეუბნები: ”სხვათაშორის, საწოლში ძალიან მაგარი ვარ”.
– ეს პიარია.

წვეულებაზე შენ ხედავ სიმპათიურ ბიჭს. ეშმაკური მაქინაციების შედეგად შენ აწყობ საქმეთა ბინძურ გარჩევას წვეულებაზე დაპატიჟებულ გოგონათა შორის, თავად კი განზე დგები და არ ერევი. მას შემდეგ, რაც ყველა ერთმანეთს სახეს აახევს, შენ ეუბნები: ”წავიდეთ აქედან! სხვათაშორის, საწოლში ძალიან მაგარი ვარ”.
– ეს შავი პიარია.

წვეულებაზე სიმპათიურ ბიჭს ხედავ. ის გიახლოვდება და გეუბნება: ”გამიგია, საწოლში ძალიან მაგარი ხარ”.
– ეს ცნობილი ბრენდია.

წვეულებაზე სიმპათიურ ბიჭს ხედავ. სთხოვ შენს დაქალთან ერთად წავიდეს.
– ეს სავაჭრო წარმომადგენლობაა.

შენი დაქალი მას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ის შენ გირეკავს.
– ეს ტექნიკური მხარდაჭერაა.

წვეულებაზე შენ ხვდები სიმპათიურ ბიჭს, უახლოვდები მას და ეუბნები: ”გახსოვს, რა მაგარი იყო საწოლში ნათია? მას მე ვასწავლე. წამო ჩემთან”.
– ეს ლიზინგია.

წვეულებაზე ხედავ რამდენიმე სიმპათიურ ბიჭს. ყველას უწერ წერილს იმის შესახებ, თუ რა მაგარი ხარ საწოლში.
– ეს დაირექთ-მეილია.

მიდიხარ წვეულებაზე, იქ კი ისედაც საკმაოდ ბევრი ლამაზი გოგოა. მოუშვებ ბრეტელს და ამბობ: ”საწოლში ძალიან მაგარი ვარ, თანაც არც შოკოლადი მინდა და არც შამპანური”.
– ეს დემპინგია.

მიდიხარ წვეულებაზე და ამბობ: ”საწოლში ძალიან მაგარი ვარ, და შენ მესამე ბიჭი იქნები ვინც ამ საღამოს მეყოლება”.
– ეს ქსელური მარკეტინგია.

წვეულებაზე საერთოდ არ მისულხარ, მაგრამ იქ მხოლოდ იმაზე მიდის საუბარი, თუ რა საოცრად მაგარი ხარ საწოლში.
– ეს განთქმული სავაჭრო ნიშანია.

მეგობრებთან ერთად მიხვედი წვეულებაზე და დაინახე სიმპათიური ბიჭი. უახლოვდები და ეუბნები, რომ შენ ნათია გქვია. ყველამ იცის, თუ რა მაგარია ნათია საწოლში. ამასთან ერთად ნათიამ იცის, რომ შენ საკუთარ თავს ნათიად ასაღებ, მაგრამ არაფერს ამბობს – ამაში შოკოლადის ფილას ღებულობს.
– ეს ფრენჩაიზინგია.

წვეულებაზე დაქალებთან ერთად მიხვედი. ხედავთ სიმპათიურ ბიჭს. თითოეული უყვებით რა მაგარი ხართ საწოლში, და რისი მიღება გსურთ საპასუხოდ.
– ეს ტენდერია.

შენ მიხვედი წვეულებაზე და დაინახე სიმპათიური ბიჭი. უახლოვდები მას და ეუბნები, რომ საწოლში ძალიან მაგარი ხარ. ერთად ტოვებთ წვეულებას. დილით იგი გჩუქნის შოკოლადის ფილას, მაგრამ არ გჩუქნის შამპანურს.
– ეს დებიტორული დავალიანებაა.

შენ აპირებ წვეულებაზე წასვლას, შენი დაქალი კი უკვე იქაა და ყველას უყვება, რომ საწოლში მაგარი ხარ.
– ეს პრეს-რელიზის გავრცელებაა.

მიდიხარ საახალწლო წვეულებაზე და ხედავ უამრავ სიმპათიურ ბიჭს. ამბობ, რომ შენთან დაწოლა ღირს ხუთი ფილა შოკოლადი და სამი ბოთლი შამპანური. სასტიკად თვრები და დილას იღვიძებ ვიღაც მახინჯთან.
– ეს სეზონური სეილია.

ამხანაგებთან ერთად შენ მიხვედი წვეულებაზე და ხედავ სიმპათიურ ბიჭს. უახლოვდები მას და ეუბნები რომ საწოლში ძალიან მაგარი ხარ. ერთად ტოვებთ წვეულებას. მიდიხართ შენთან სახლში, მაგრამ შინ ქმარი გხვდება. ბიჭი მიდის ისე რომ შენგან ვერაფერს ღებულობს, შენ კი ქმრისგან ღებულობ ჩალურჯებას.
– ეს ფორს-მაჟორული გარემოებანია.

შენ მიდიხარ წვეულებაზე და ამბობ, რომ საწოლში ძალიან მაგარი ხარ და ეს სიამოვნება ღირს შოკოლადის სამი ფილა და ერთი ბოთლი შამპანური, მაგრამ მას ვინც ღამის განმავლობაში შენთან ხუთჯერ დაწვება მხოლოდ ერთ ფილა შოკოლადს გამოართმევ.
– ეს საბითუმო ფასდაკლებაა.

შენ მიდიხარ წვეულებაზე და ყველას ეუბნები, რომ საწოლში ძალიან მაგარი ხარ. რამდენიმე დღეში ბიჭები ერთმანეთს ვენდისპანსერში შეხვდებიან.
– ეს არაკეთილსინდისიერი რეკლამის შედეგია.

შენ მიდიხარ წვეულებაზე და ამბობ, რომ საწოლში ულტრა-მაგარი ხარ და ეს სულ რაღაც შოკოლადის 199 ფილა ეღირება. ამასთან ერთად, თუკი ვინმე უახლოესი ხუთი წუთის განმავლობაში წამოგყვება, შენგან საჩუქრად მიიღებს გამოყენებული პრეზერვატივების შესანახ სპეციალურ ყუთს. მეორე დღეს დალოხებული ბიჭი უყვება მეგობრებს, რომ საწოლში ”ულტრა-მაგარმა” გოგომ კაბა არც კი გაიხადა, ორჯერ უმღერა იავნანა და წავიდა.
– ეს თი-ვი-შოპ-ჯი არის.

შენ მიდიხარ წვეულებაზე და ამბობ, რომ საწოლში ძალიან მაგარი ხარ. შენ გადგებიან შტანგისტის ფიგურის მქონე ორი გოგო, და გეუბნებიან: ”ჩვენ თანახმანი ვართ შენს მიერ დაგროვებული შოკოლადის 30% და შამპანურის 40%, სხვა შემთხვევაში პრობლემები შეგექმნება”.
– ეს ”კრიშაა”.

შენ მიდიხარ წვეულებაზე, მაგრამ შენთან დაწოლა არავის უნდა. ზოგი ამბობს ”ძვირია!”, ზოგს ახლობლებისგან გაუგია, რომ საწოლში არც თუ ისე მაგარი ხარ, ზოგიერთიც წინა შეხვედრის შემდეგ ბოლომდე არ განკურნებულა. შენ დგები და ახვევ ამ წვეულებიდან უახლოესი, ზემო-ქართლის რაიონულ ცენტრში, ქალაქ მწვანე-წყაროში. იქ არავინ გიცნობს და შენს გასაცნობად რიგში დგებიან, საჩუქრებს თავზე გაყრიან და შენთან დასაწოლად გეჩალიჩებიან.
– ეს რეგიონებთან მუშაობაა.

წვეულებაზე შენ ხედავ სიმპათიურ ბიჭს, უახლოვდები მას და ეუბნები: ”პრივეტები! იცი დღეს რა ვნახე სიზმარში? ვითომ მე ვწევარ წითელი აბრეშუმის ზეწრიან საწოლში და პირდაპირ გონებას ვკარგავ სურვილისაგან, არადა დედამიწაზე არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩა! და მთელი ჩემი კამა-სუტრას ცოდნა აღარავის სჭირდება! რა საშინელებაა, არა? რაო? ჩემგან გინდა კამა-სუტრას ერთი-ორი გაკვეთილი აიღო?”
– ეს კრეატიული მიდგომაა.

შენ მიდიხარ წვეულებაზე და აცხადებ რომ, ძალიან მაგარი ხარ საწოლში, მაგრამ(!), მას, ვინც გაჩუქებს შვეიცარულ შოკოლადს და ფრანგულ შამპანურს, შენ მისცემ მხოლოდ ერთხელ, ხოლო იმას, ვისაც აქვს შამპანური ”თამარ მეფე” და ”მზიურის” შოკოლადი, შენ მისცემ ორჯერ და შეიძლება ორნახევარჯერაც!
– ეს პროტექციონიზმია.

იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, მუდმივად უთვალთვალებ ჩუმად შენს დაქალებს, როდესაც ისინი ბიჭებთან მარტო რჩებიან.
– ეს სამრეწველო შპიონაჟია.

წვეულებაზე ნათიასთან ერთად მიდიხარ (შენ გაგიჟება ტრაკი გაქვს, მას კი მკერდი). ყველა ბიჭს უყენებთ პირობას: ”ჩვენ ერთად ვართ”.
– ეს სტრატეგიული პარტნიორობაა.

დაქალს სთხოვ კაბას და ცოტა კოსმეტიკას, ამასთან ერთად აძლევ პირობას, რომ ყოველ მეორე ნაჩუქარ შოკოლადის ფილას მას გადასცემ.
– ეს სააქციო საზოგადოებაა.

მაგარი მახინჯი ხარ და შენი ნახვა არავის სურს, მაგრამ მამიკო იხდის მაყუთს და გრანდიოზულ წვეულებას მართავს. ზღვა ხალხი და ყველას უნდიხარ.
– ეს სახელმწიფო სუფსიდირებაა.

შენ დაბერდი, მაგრამ პერიოდულად ფოსტალიონს შენთან მოაქვს შოკოლადის გამხმარი ფილა.
– ეს პენსიაა.

084b6884e47c

შენ მიდიხარ წვეულებაზე, არ ცეკვავ, არ იცინი, ზედაც არ უყურებ არც ერთ ბიჭს, შენ კრუშონში იბან ხელებს და ტორტის სანთლებს აფურთხებ. მიუხედავად ამისა, ყველა ბიჭი მხოლოდ შენ გიყურებს და მხოლოდ შენ უნდიხარ, რადგან წვეულებაზე ერთადერთი სიმპათიური გოგო ხარ.
– ეს მონოპოლიაა.

შენ ლესბოსელი ხარ, მაგრამ უნდა იარო ჰეტეროსექსუალურ წვეულებებზე.
– ეს კომპანიის პოლიტიკაა.

ყველამ დიდი ხანია იცის, როგორი მაგარი ხარ საწოლში და ამ დროს შენ ავრცელებ ჭორს, რომ გადასარევი კერძების მზადებაც იცი.
– ეს ახალი ბაზრის დაპყრობაა.

ამხანაგებთან ერთად შენ მიხვედი წვეულებაზე და უამრავი სიმპათიური ბიჭი ნახე. ყველა მათგანს უყვები, თუ რა მაგარი ხარ საწოლში. ორ დღეში იღვიძებ შენს ბინაში და ხედავ 18 ბოთლ შამპანურს, 27 ფილა შოკოლადს, 12 ყუთ კანფეტს და 2 გაუხსნელ პრეზერვატივს.
– ეს საერთო შიდა პროდუქტია.

შენ მიდიხარ წვეულებაზე და უამრავ სიმპათიურ ბიჭს ხედავ. წვეულების დასრულებისას შენ აბსოლუტურად მთვრალი ხარ და იმისათვის, რომ რაიმე მაინც მოგიხერხონ, ბიჭებს ხელით უხდებათ შენი გადატანა საწოლში.
– ეს თვითმომსახურებაა.

შენ მიდიხარ წვეულებაზე და აბსოლუტურად ყველა ბიჭი, ერთდროულად, ისე რომ ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან, გეკითხება: ”მართალია, რომ საწოლში ძალიან მაგარი ხარ?”. ამასთან ერთად, მათი სახის გამომეტყველებით ცხადია, რომ მათ ეს ისედაც იციან. შენ დამაინტრიგებლად პასუხობ: ”უკომენტაროდ!”. ამ დროს კი, შენი საუკეთესო დაქალი მაკა ჩუმად ზის კუთხეში და მიირთმევს შოკოლადს შამპანურით.
– ეს საიდუმლო ინფორმაციის წინასწარ დაგეგმილი გაჟონვაა.

შენ მიდიხარ წვეულებაზე, ხედავ სიმპათიურ ბიჭს, უყვები, რა მაგარი ხარ საწოლში და, რომ 2 ბოთლი შამპანური და 2 ბამბანერკა გჭირდება. ერთად მიდიხართ შენთან სახლში, მაგრამ შენ ეუბნები, რომ თავი გტკივა და შენს მაგივრად ბიჭთან სექსი შენს დაქალ მაკას აქვს. ამისათვის მაკას 1 ბოთლ შამპანურს და 1 ბამბანერკას აძლევ.
– ეს აუთსორსინგია.

დაქალებთან ერთად მიხვედი წვეულებაზე და ხედავთ ძააალიანმაგარ-მობანდერას-დიკაპრიოსნაირ ბიჭს. თქვენ უახლოვდებით მას და ეუბნებით: ”წამო ჩვენთან, საწოლში საოცრად მაგრები ვართ”. ის კი გპასუხობთ: ”არ შემიძლია იმიტომ, რომ ბიჭები მიყვარს”.
– ეს მიზნობრივი აუდიტორიის არასწორი არჩევაა.

თქვენ ერთად ტოვებთ წვეულებას და შენ ეგრევე, დაქალის მანქანაშივე, წვები მასთან, რადგან იცი, რომ მანქანის გამოყენებისათვის მაკა ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ 1 ბამბანერკას გამოგართმევს.
– ეს ოფშორული ზონაა.

შენ იძლევი შოკოლადის და შამპანურის საფასურად, რის შემდეგაც მთელ ნაშოვარს გადასცემ მაკას, რომელსაც საღამოს მოაქვს ეს ყველაფერი შენთან სახლში, და თქვენ, შენს ქმართან ერთად, მიირთმევთ შოკოლადს და შამპანურს.
– ეს კაპიტალის გათეთრებაა.

შენ მიხვედი წვეულებაზე და ხედავ უამრავ ბიჭს, იწყებ საკუთარი თავის განურჩევლად ყველასათვის შეთავაზებას. თანახმა ხარ ყველაფერზე, რასაც მოგცემენ. ზოგიერთს უფასოდაც გამოსდით.
– ეს საწყობის სასწრაფო ლიკვიდაციაა.

და ბოლოს შენ მიდიხარ წვეულებაზე, საოცრად ლამაზი და სექსუალური ხარ, საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებული: იცი, რომ საწოლში შენი ტოლი არ მოიპოვება. შენ მზად ხარ სრულიად უანგაროდ დაწვე ვინმე კარგ ბიჭთან, მაგრამ ყველა კარგი ბიჭი დაითრიეს მოკლეფეხა-მსუქანტრაკა ძუკნებმა და წველიან მათ მაყუთს.
– ეს დამპალი კაპიტალიზმია, ბეიბი!

წყარო www.rocko.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button