არქივი

“მფრინავი ჰოლანდიელი”

225dd654705f

“მფრინავი ჰოლანდიელი” წარმოადგენს ლეგენდარულ იალქნიან გემ-მოჩვენებას,რომელიც განწირულია იმისათვის რომ მუდამ იდრეიფოს ოკეანეში.არსებობს მრავალი ფაქტი “მფრინავი ჰოლანდიელის” გამოჩენისა და ამას ზურგს უმაგრებს მეზღვაურთა ჩანაწერები რომელთაც იხილეს გემი-მოჩვენება.”მფრინავი ჰოლანდიელის” ხილვა ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა-ეს უფრო ცრუ რწმენას წარმოადგენდა.

ეს ლეგენდა გემ-მოჩვენების შესახებ გაჩნდა XVII საუკუნეში.ამ ლეგენდის ჩამოყალიბების ასეთი ისტორია არსებობს და ამას ისტორიკოსთა უმეტესობა მხარს უჭერს-1641 წელს ჰოლანდიელი კაპიტნის ვან დერ დეკენის ხომალდი ოსტ-ინდოეთიდან მიემგზავრებოდა ჰოლანდიაში.გემის კაპიტანს კი ამ დროს მოელანდა ახალგაზრდა,მომხიბლველი გოგონა,კაპიტანი ისე მოიხიბლა რომ მისი ცოლად მოყვანა მოინდომა,მაგრამ გოგონა ხომალდიდან ოკეანეში გადახტა და გაუჩინარდა ტალღებში.

კაპიტნის ბრძანებით დაიწყეს ამ მანდილოსნის ძებნა,ამ დროს კი ძლიერი ქარი ამოვარდა,რამაც შტორმი გამოიწვია.კაპიტანი კი მაინც განაგრძობდა მის ძებნას.ამან ეკიპაჟის პროტესტი გამოიწვია,რაც საბოლოოდ ერთ-ერთი მეზღვაურის სიკვდილით დამთავრდა-მას კაპიტანმა ესროლა.

739236a6860a

4695f9539b3f

კაპიტანმა ისე იყო მომხიბლველი მანდილოსნის ნახვის სურვილით,რომ მან ფიცი დადო-ხომალდს ვერავინ დატოვებდა სანამ ვერ იპოვიდნენ ქალს.მაგრამ ქალი რათქმაუნდა ვერ იპოვეს,რადგან ის კაპიტნის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა.

ამის შემდეგ კი ჩამოყალიბდა ლეგენდა “მფრინავ ჰოლანდიელზე”,ხომალდზე რომელიც ზოგჯერ გამოჩნდება და მოაქვს შიში და სიკვდილი…

პირველად “მფრინავი ჰოლანდიელის” გამოჩენის ფაქტი 1795 წელს აღწერა ირლანდიელმა ჯორჯ ბერინგტონმა.

101821493f25

მეცნიერები მიიჩნევენ,რომ ეს მოვლენა არ შეესაბამება რეალობას და საქმე გვაქვს მირაჟ ფატა-მორგანთან(ეს არის საკმაოდ რთული სტრუქტურის მირაჟი,რომელიც იშვიათ ატმოსფერულ მოვლენას წარმოადგენს).

99b2d28214e1

მსგავსი ამბები

Back to top button