არქივი

პარკურის ისტორია

c46fbcbbfc4f

ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფს, მოძრაობა ქონდათ თამაშად ქცეული, რაღაც ექსკურსიის მაგვარი რომელიც წინააღმდეგობებითაა შეჩერებული. ყველას უყვარს სპორტი და ვარჯიში [ამ ჯგუფში, მარტო yann hnautra და david belle დარჩნენ].პარკურის ისტორია შეიძლება 5 მთავარ საფეხურად დაიყოს:
*შეხვედრა ლისში 1987*david და sebastien შეხვდნენ. ჯგუფის თავდაპირველმა წევრებმა დაკარგეს ერთმანეთი თვალთახედვიდან,მიუხედავად იმისა რომ ეს არის აკრობატიკის და საბრძოლო ხელოვნებების შეხამება, მათ გადაწყვიტეს ერთად შეკრებილიყვნენ იმისათვის რათა გაეგრძელებინათ ვარჯიში სპორტისა სახელად “parkour” (freerun) .

david მა და sebastien მა აიმაღლეს დონე. ამავდროულად აკეთებენ სტრუქტურას და არქმევენ ილეთებს სახელებს. თავიანთ საქმეში მათ ბევრი მეგობარი შეიძინეს მათ გარშემო.

*მოძრაობის ხელოვნების განვითარება 1995-1997*
ისინი შეხვდენენ სხვა მეგობრებს და გაუზიარეს მათი ძლიერი გრძნობა. ისინი იყვნენ ლისიდან, Evry-დან და Sarcelles-დან და მათ შექმნეს პარკური. მათ მოიარეს მთელი ქალაქი თავიდან ბოლომდე და იპოვეს ადგილები რომლებიც დაეხმარებოდათ მათ მათი დისციპლინის საფუძველის განვითარებაში. ეს მათი შეუპოვრობის და მზადყოფნის გამოა, რომ მათ გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ისეთი რამ, რაც მხოლოდ კარგად ნავაჯიშებ სპორცმენს შეეძლო.

*ჯგუფი Yamakasi ს შექმნა 1997*
david , sebastien, yann, charles, malik, guilan, chau და william, 8 მეგობარი, რომლებმაც გადაწყვიტეს შეექმნათ ჯგუფი Yamakasi. მათ სჯეროდათ მათი ტალანტის და ამიტომ გადაწყვიტეს რომ გახდომილიყვნენ პროფესიონალები და ეცხოვრათ თავიანთი ხელოვნებით.

ასოციაციის შექმნა (The Art Of The Movement Association) 31 მაისი 1997. sebastien ი ქმნის ასოციაციას და ლოგოს.სხვები (მათი მეგობრები და ოჯახი) ჩამოყალიბდნენ მათ გარშემო და დიდად დაინტერესებულნი იყვნენ იმაში რომ იამაკასი ცნობილი გამხდარიყო. ჯგუფმა გამოუშვა რამოდენიმე რეკლამა და მათი პირველი რეპორტაჟი სპორტულ გადაცემაში “stade 2” ფრანგულ ტელევიზიაში.

*ჯგუფი yamakasi ის დაშლა : თებერვალი 1998*
1998 წლის დასაწყისში ჯგუფ Yamakasi ს შესთავაზეს აკრობატიკული ილეთების შესრულება მიუზიკლში “Notre Dame de Paris”. ჯგუფში ხდება უთანხმოება და იშლება. yann, charles, guilan,chau და William მა გადაწყვიტეს გაეფორმებინათ კონტრაქტი 2 წლით. მათ სჯეროდათ რომ ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთავის რათა ენახებინათ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და საცხოვრებელი ფულის შოვნისთვის.

David და sebastien დარჩნენ ერთგულნი თავიანთი ფილოსოფიის მიმართ და არ გააფორმეს 2 წლიანი კონტრაქტი, ეს ორი ფიქრობდა რომ მიუზიკლი გააქრობს მათ ინდივიდუალიზმს და მოწოდებებს (david ის მოწოდება – კინო და sebastien ის განათლება).

წარმოდგენები, ტელევიზია, კინო ეს არის ის რაზეც ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ, მაგრამ ისინი ყოველთვის მიისწრაფოდნენ თავიანთი ხელოვნების ინდივიდუალურობისთვის.
ასოციაცია დაიშალა 17 თებერვალს 1998 და ჯგუფი გაიყო.

11 აპრილს, “notre dame de paris” ის მომავალმა აკრობატებმა თავიანთ ჯგუფს დაარქვეს yamakasi და იგივე სახელით ქმნიან ასოციაციას.

ამავდროულად ჯგუფი ახალგაზრდა ბავშვებისგან ყალიბდება. ზოგი მიდის, ზოგი რჩება რამოდენიმე დემონსტრაციებზე აქ და იქ. Sebastien, თავის თავში დარწმუნებული იცდის ცოტა ხანს. ის ხვდება სხვა ხალხს რომლებიც იზიარებენ მის ხედვას.

*ასოციაციის შექმნა სახელად “Parkour” 31 მაისი 2000*
„for the love of the art“ ეს არის მათი დევიზი რომლითაც 31 მაისს 2000 წლისა ახლიდან დაიწყო პარკურის დისციპლინის ისტორია. ვითარდება ახალი ასოციაცია – პარკურის ასოციაცია (Parkour Association). Sebastien ასოციაციის პრეზიდენტია. Jerome, Stephane, Sebastien – ესენი არიან ფილოსოფიის ახალი მიმდევრები. David Belle აღარაა დაინტერესებული მაგ საქმეში.

აი ასეთი არაჩვეულებრივი და საინტერესოა ჯგუფი იამაკასის (Les Yamakasi) ისტორია. ქალაქი ლისი (Lisses) ძველებურად რჩება პარკურის სამშობლოდ და საუკეთესო ადგილად ტრეისერების სავარჯიშოთ. და ყოველი წლის 20 ივლის, დაწყებული 2002 წლიდან, ლისში ტარდება პარკურის დღეები (Day Of Parkour ან PK Day), რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ჯგუფები რომლებსაც თავში Sebastien Foucan უდგათ.

1e78a9a683bd

6fcfb3565d41

94bbe4ad2952

მსგავსი ამბები

Back to top button