არქივი

7 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა

12f58b2bae27
7 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა.

კატასტროფა ბაიკონურზე (1960)
14e0a8c68754
კატასტროფა ბაიკონურზე არის კოსმოსური პროგრამის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პირველი კატასტროფა. ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა 1960 წლის 24 ოქტომბერს კოსმოდრომ ბაიკონურზე. ამ დღეს იმ დროს ჯერ კიდევ ზესაიდუმლო ობიექტის რაკეტის P-16 სტარტის საყურებლად მოვიდა უმაღლესი რანგის ბევრი სტუმარი, მათ შორის ავიაციის მარშალი მიტროფან ნედელინი. რაკეტის სტარტის მომზადებისას აღმოჩნდა უამრავი რაოდენობის გაუმართაობებები, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანებიც, მაგრამ კონსტრუქტორების შეკრებისას მარშალი ნედელინი პირადად ითხოვდა იმას, რომ სტარტი არ გადადებულიყო, ხოლო შემდეგ კი გადაწყდა საწვავით სავსე რაკეტაზე რემონტის ჩატარება. სტარტამდე ოცდაათი წუთით ადრე ობიექტზე მოხდა მეორე ძრავის არასანქცირებული სტარტი, რამაც გამოიწვია აფეთქება და 74(ოფიციალური მონაცემებით) ადამიანის სიკვდილი, მათ შორის თვითონ ნედელინისაც. ამავე დღეს, მაგრამ ეხლა უკვე 1963 წელს ბაიკონურზე მოხდა კიდევ ერთი კატასტროფა, რომელიც რვა ადამიანის სიკვდილით დასრულდა. მას შემდეგ 24 ოქტომბერს რუსეთში არანაირი კოსმოსური სტარტები არ ტარდება, ხოლო თვითონ ამ დღეს იხსენებენ კოსმოსის დაპყრობისთვის დაღუპულებს.

ვალენტინ ბონდარენკოს სიკვდილი
eb21b09566c2
პირველი დაღუპული კოსმონავტი კი აღმოჩნდა ვალენტინ ბონდარენკო. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ის გარდაიცვალა არა გაფრენის დროს, არამედ ხმელეთზე ცდების დროს. 1961 წლის 23 მარტი, ერთ თვეზე ნაკლებიღა რჩება გაგარინის გაფრენამდე, ბონდარენკო იმყოფებოდა სურდობაროკამერაში და დაუდევრად ისროლა ბამბა, რომლითაც ის იწმენდდა ოფლს. ის მოხვდა ელექტროქურის სპირალში, რამაც გაიწვია სუფთა ჰაერის წამიერი აორთქლება კამერის შიგნით.

აპოლო-1
b4501a388127
კოსმოსის პირველი დამპყრობლები, რომლებიც დაიღუპნენ შიგნით კოსმოსურ აპარატში, გახდნენ სამი ამერიკელი ასტრონავტები, პროგრამა აპოლო-1-ის მონაწილეები: ვირჯილ გრისომი, ედვარდ უაითი და როჯერ ჩაფი. ისინი დაიღუპნენ კამერის შიგნით ყოფნისას რაკეტის ხმელეთზე ცდებისას. მოკლე ჩართვამ გამიწვია ჟანგბადის მომენტალური აალება(ამგვარი პრობლემა იყო ბონდარენკოს სიკვდილის მომენტშიც) და ასტრონავტების წამიერი სიკვდილი.

Союз-1
300a39250dc4
ხოლო სულ რაღაც სამი თვის შემდეგ 1967 წლის 24 აპრილს, კოსმოსურ ხომალდში დაიღუპა საბჭოთა კოსმონავტი ვლადიმირ კომაროვი, მაგრამ ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით მან მოახერხა კოსმოსში გაფრენა, ხოლო დაიღუპა დედამიწაზე დაბრუნებისას. აპარატს პრობლემები დაეწყო ორბიტაზე გასვლისთანავე – არ გაიხსნა მზის ერთ-ერთი ბატარეა, რომელსაც უნდა ეზრუნველყოფინა ის ენერგიით, ამიტომაც გაფრენის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დროზე ადრე შეეწყვიტა მისია, მაგრამ ხომალდის დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას არ გაიხსნა არც ძირითადი და არც სათადარიგო პარაშუტი. Союз-1 დიდი სიჩქარით დაეჯახა დედამიწის ზედაპირს, ხოლო შემდეგ კი დაიწვა.

Союз-11
09e7d0c62e78
საბჭოთა კოსმოსური ხომალდის Союз-11-ის გაფრენა უფრო წარმატებით დაიწყო, ვიდრე Союз-1-ის. ხომალდი გაფრინდა გეორგი დობროვოლსკის, ვლადისლავ ვოლკოვის და ვიქტორ პაცაევის შემადგენლობით და მან ორბიტაზე შეასრულდა ყველა მასზე დაკისრებული დავალებები, მათ შორის გახდა ორბიტალური სადგურის Салют-1-ის პირველი ეკიპაჟი. ნეგატივიდან შეიძლება გავიხსენოთ მხოლოდ მცირე დამწვრობა, რის გამოც გადაწყდა ხომალდის დედამიწაზე დაბრუნება დაგეგმილზე ცოტა ადრე, მაგრამ მიწაზე დაშვებისას აპარატი გაჰერმეტირდა და სამივე კოსმონავტი დაიღუპა. კატასტროფის კვლევებმა აჩვენეს, რომ ხომალდის წევრები ცდილობდნენ პრობლემის გამოსწორებას, მაგრამ ვერ მოასწრეს და დაიღუპნენ დეკომპრესიისგან.

შათლ “ჩელენჯერის” ავარია
4c143522c598
ეს კატასტროფა მოხდა 1986 წლის 28 იანვარს და გახდა ყველაზე ხმაურიანი კატასტროფა კოსმოსის დაპყრობის მთლიანი ისტორიიდან. საქმე იმაშია, რომ ის მოხდა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში, რომელსაც უყურებდა ამერიკის შეერთებული შტატების ათობით მილიონი მაყურებელი. შათლი “ჩელენჯერი” აფეთქდა გაფრენიდან 73 წამში. ის აფეთქდა მარჯვენა რეაქტიული ბუსტერის გამამკვრივებელი რგოლის დაზიანების გამო. ამან გამოიწვია კოსმოსური ხომალდის განადგურება, ხოლო შემდეგ კი აფეთქება. ბორტზე მყოფი შვიდივე ასტრონავტი დაიღუპა. აი მათი სახელები: დიკ სკუბი, მაიკლ სმიტი, რონალდ მაკნეილი, ელისონ ონიძუკა, ჯუდით რეზნიკი, გრეგორი ჯარვი და კრისტა მაკოლიფი.

შათლ “კოლუმბიას” ავარია
024a1599635c
“ჩელნჯერის” კატასტროფამ აიძულა ინჟინერები და NASA-ს მეცნიერები დაეხვეწათ კოსმოსური შათლები და გაეხადათ ისინი მაქსიმალურად უსაფრთხოები, მაგრამ ყველა ეს მცდელობა სამწუხაროდ აისახა 2003 წლის 1 თებერვალს შათლ “კოლუმბიას” კატასტროფისას. ამ ტრაგიკული მოვლენის მიზეზი იყო შათლის სიცხისგან დამცავი ფენის განადგურება, რამაც ზესწრაფი სიჩქარისას დედამიწაზე დაშვებისას გამოიწვია კოსმოსური ხომალდის დაშლა, შემდეგ ის დაიწვა და დაიღუპა ეკიპაჟის შვიდი წევრი: რიკ ჰასბენდი, უილიამ მაკკულა, მაიკლ ანდერსონი, ლორელ კლარკი, დევიდ ბრაუნი, კალპან ჩალვი და ილანა რამონა. 2011 წელს პროგრამა Space Shuttle დაიხურა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button