არქივი

რა? სად? როდის? #6

62b64e2a9f99

გამოცადე შენი თავი

  1. ფრინველი Buphagus, როგორც წესი შინაური და გარეული ცხოველების — სპილოს, კამეჩის, მარტორქას, ანტილოპის და სხვათა ზურგზე გადაადგილდება. მათ ბალანში ეს ფრინველი საკვებს — ძირითადად სისხლისმწოვ მწერებს მოიპოვებს. ამგვარი თანამშრომლობით კმაყოფილი არიან როგორც საჭმლის მომპოვებელი, ასევე მათი „ტრანსპორტი“. ეს უკანაკნელნი პარაზიტებისგან თავისუფლდებიან და კიდევ ერთ ხეირს ნახულობენ, თუმცა ნაკლებად ვთქვათ სპილო და მარტორქა და მეტად კამეჩი და ანტილოპა. მაშ კიდევ რაში ეხმარება Buphagus-ი ამ ცხოველებს? მიიღება შინაარსით ანალოგიური პასუხები.
  2. ზაფხულში, მანჰეტენის ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად იგრძნობთ მაღაზიების ღია კარებიდან მომქროლავ სიგრილეს. ისინი ამგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით კლიენტების მოზიდვას ცდილობენ. არც ისე დიდი ხნის წინ, ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ამგვარი უყაირათობის წინააღმდეგ, და ენერგომომარაგების ინტერესების დასაცავად არის მიმართული. სტატიის სათაურში, რომელშიც ეს ინფორმაცია ამოვიკითხე, აღნიშნული იყო, რომ მაიკლ ბლუმბერგმა ხელი მოაწერა ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბებულ კანონს, რომლის სახელწოდებაც თქვენთვის ცნობილია. დაასახელეთ ამ კანონის სახელწოდება. არ შეცდეთ, არასწორ პასუხზე გამონაკლისები არ დაიშვება.
  3. ადამიანთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან კონსტანტინე დრაგაში, იოანე დე ბრიენი, ფრანც მეორე, ჰაილე სელასიე და სხვები. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და რეჟისორმა თავისი ერთ-ერთი ნაწარმოების მთავარ გმირად აქცია.
  4. ნიუ-იორკში იგი მდებარეობს ჰიუსტონის ქუჩის სამხრეთით, ჰონ-კონგში ჰოლივუდ როუდის სამხრეთით, ტამპაში ამგვარად სამხრეთ ჰოვარდ ავენიუს უწოდებენ, ბირმინჰემში მისი სახელწოდება სამხრეთის სახლს აღნიშნავს, პიტსბურგში პირველი მშენებლობა ამ უბანში ჯეიმს ტასტინმა დაიწყო და მისი უწინდელი რეზიდენციის მდებარეობის სახელი უწოდა. დაასახელეთ ჯეიმს ტასტინის უწინდელი რეზიდენციის მაქსიმალურად ზუსტი მდებარეობა. მხოლოდ ქალაქის სახელწოდება არ მიიღება.
  5. 804 წელს, კარლოს დიდის არმიაში მობილიზაციის შემდეგ, „ეპისკოპოსმა“ აბულ-აბასმა მონაწილეობა მიიღო დანიელებთან ომში. 810 წელს, დაახლოებით 40 წლის ასაკში იგი პნევმონიისგან გარდაიცვალა. „ეპისკოპოსი“ ჰანო 1514 წელს მოხვდა იტალიაში. თავიდან იგი ბელვედერში ცხოვრობდა. პაპის კარის ფავორიტი გახდა და ხშირად იღებდა მონაწილეობას საზეიმო სვლებში. იგი 1516 წელს, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მემორიალური ფრესკის ავტორი რაფაელი, ხოლო ეპიტაფიის ავტორი პაპი ლეო მეათე არიან. “ეპისკოპოსმა” რუბიმ სახელი გაითქვა როგორც მხატვარმა. ერთხელ შეამჩნიეს, რომ იგი მიწის იატაკზე ჯოხით ფიგურებს ხაზავდა. მას მისცეს ფუნჯი და საღებავი. მისი შემოქმედების შედეგები აბსტრაქტულ ნახატებს წააგავს. რუბი 1998 წელს, 25 წლის ასაკში, მშობიარობით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. რა სიტყვითაა შეცვლილი სიტყვა „ეპისკოპოსი“ შეკითხვაში?
  6. მოგეხსენებათ მსოფლიოში მრავალი საინტერესო ფობიაა გავრცელებული. მაგალითად: აკრიბოფობია — წაკითხულის შინაარსის ვერგაგების შიში, ზოიფობია — სიცოცხლის შიში და ა.შ. ერთ-ერთი ფობიის გამო მულტსერიალ „ფუტურამაში“ რობოტს შეეშინდა, როდესაც სარკეში რიცხვ 0101100101-ის ანარეკლი შეამჩნია. ამავე ფობიის გამო უკრაინის პარლამენტმა 2006 წელს ერთი დღით გადაწია რადას სხდომა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ჩატარდა აღნიშნული რადას სხდომა.
  7. ებრაელებს მრავალი მესია/თუ ცრუმესია ახსოვთ: სიმონ ბარ-კოხბა, იაკობ ფრანკი, დავით რეუვენი, მენაჰემ შნეერსონი და ა.შ. მათი მესიანური მოღვაწეობა როგორც წესი მათი სიკვდილის შემდეგ მთავრდებოდა. განსხვავებულია კიდევ ერთი ებრაელი მესიის — შაბთაი ცვის — ბიოგრაფია. მის სახელს ასევე საბათეი ცევის, საბათაი ცვის სახითაც მოიხსენიებენ. ასევე იგი ცნობილია ამირას და მეხმეთ ეფენდის სახელებითაც. შაბთაი ცვი 1676 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მესიანური მოღვაწეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით 1666 წელს, სტამბულში ყოფნისას შეწყვიტა. რა გადაწყვეტილება მიიღო შაბთაი ცვიმ 1666 წლის 16 სექტემბერს?
  8. # რუსულ ინტერნეტ-სივრცეში მრავალი სტატია მიეძღვნა ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც ალბათ ყველაზე დიდად რუსულ ბაზარზე იმოქმედა. ჩემდა გასაკვირად სხვადასხვა გამოცემებში ამ საკითხისადმი მიძღვნილი მრავალი სტატიის სათაური ან ერთნაირი იყო, ან ერთიდაიმავე სიტყვებს შეიცავდა. მაგალითისთვის განვიხილოთ ტრიბუნა.რუ-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, რომლის ქვესათაურები იყო: „٭Плата за стабильность, ٭Ньюсмейкер Греф и новая реальность, ٭Конец кредитному раю? ٭Утекающие миллиарды, ٭Рынок щупает дно“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ სტატიის სათაური, რომელიც ფრანგულ ენაზე შექმნილი და რუსეთში მეტად პოპულარული სიმღერიდან ერთ-ერთ ფრაზას წარმოადგენს!
  9. მან დაიბარა, რომ მეხიკოში, იესო ნაზარეველის ჰოსპიტალში დაესაფლავებინათ. მაგრამ თავიდან მისი ნეშტი სევილიაში, სან-ისიდოროს მონასტერში იყო დაკრძალული, შემდეგ ტესკოკოში გადაასვენეს და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს, შემდგომ მეხიკოს მთავარ მოედანზე, სან-ფრანცისკოს მონასტერში ესვენა, შემდეგ სარემონტო სამუშაოების გამო მისი ნეშტი გადაასვენეს და მისი დანაბარებიც მხოლოდ 1794 წელს აღსრულდა. ინდიელთა ნაციონალისტური დაჯგუფების მუქარის შემდეგ, 1981 წელს, მისი ნეშტი კიდევ ერთხელ გადაასვენეს და პრეზიდენტის ლოპეს პორტილიოს ბრძანების საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ვისზეა საუბარი შეკითხვაში?
  10. 2008 წლის ივლისში „ამერიკული კინოს“ თაყვანისმცემლებს და უბრალო ტურისტებსაც სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ამავე სახელწოდების სასტუმროს საზეიმო გახსნის ცერემონია, ქალაქ ზალცბურგში, ფონ ტრაპების საკარმიდამო სახლში გაიმართება. სასტუმროს ბინადართ შესაძლებლობა ექნებათ ღამე ოჯახის წევრების საძინებლებში გაათიონ. მსურველები ფონ ტრაპების საგვარეულო სამრეკლოში ქორწინებასაც კი შესძლებენ. შენობაში არაფერი გადაკეთდება და არაფერი შეიცვლება, გარდა პირველადი მოთხოვნილების საგნებისა. დაასახელეთ ფილმის სათაური, რომლითაც შეკითხვაში შეცვლილია სიტყვები „ამერიკული კინო“.

xixani

http://xixani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button