არქივი

კარაკურტი (შავი ქვრივი) ნაწილი 2

b8ff84c5f08c

ვაგრძელებ პოსტის წერას კარაკურტის შესახებივნისში ან ივლისში კარაკურტი თავის ცხოვრების გზას იწყებს-ჯერ, როგორც წესია, პარკში შეხვეული კვერცხის სახით. პარკი საკმაოდ დიდია 7-15 მმ. მისი ორი კედლის-ფაშარისა დამკვრივის უკან 50-600 კვერცხია. თბილ ამინდში 5-7 დღის შემდეგ კვერცხის გარსიდან უკვე უმწეოდ მოფართხალე ციცქნა ობობები მოძვრებიან. კიდევ რამდენიმე დღე და კანს იცვლიან. ჩვენ უკვე ვიცით, როგორი შესახედაობისანი არიან ისნი ახლა. ხალებიანი სამოსიც შეიძინეს, სააბლაბუდე ჯირკვლებიც და შხამიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთმანეთს ჩახუტებულნი წყნარად სხედან პარკში და მათ ირგვლივ არსებული ბუნება სულაც არ აინტერესებთ. ასე ერთად, ძმურად არიან შეყუჟული მზრუნველი დედის მიერ ნაქსოვ აკვანში მომდევნო გაზაფხულამდე.

გაზაფხელზე კი, მზე რომ დააცხუნებს, ზამთრის გარინდებიდან გამოერკვევიან და ენერგიულად აფუთფუთდებიან მსხლისებურ აბრეშუმის პაკეტში. ახლა კოლექტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ როგორმე გარეთ გამოძვრნენ: მზე და გაშლილი ველ-მინდვრები თავისკენ უხმობს მათ. მაგრამ ამისათვის ჯერ გზა უნდა გაიკვლიონ საპლრობილის მკვრივ, პერგამენტისებურ კედლებში, ასე ჯიუტად რომ ეფარებიან ჰორიზონტს.

პაწიები რიგრიგობით უშვებენ პირიდან რაღაც ხსნარის წვეთს, პარკის კედელს ჟღენთენ, მერე კი დასველებულ ადგილს საქმიანად ფხეკენ ქელიცერების ფრჩხილებით. ხვრელი ფართოვდება და მასში მოჩანს, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს ტყვეობაში მყოფი ძმები და თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას კვეთენ კედელში.

მოძვრება პირველი, თვალები უბრწყინავს და ფეხებს უმწეოდ ასავსავებს ჰაერში, მაგრამ როგორც კი საყრდენ წერტილს იპოვის, მაშინვე ზევით, სინათლისაკენ მიეშურება.
a3131296a7dc

f526581572a3

215ecd596bb1

955b1926e5a1

911631ae22cf

b7d204cf0e3c

b8ff84c5f08c

8351bdfda4b6

6c5ee5b639b8

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Back to top button