არქივი

ჩაძირული ტყეები

8c8331cbf315
წარმოგიდგენთ 6 ყველაზე საოცარ და ლამაზ ტყეს, რომელიც ნახევრად წყლითაა დაფარული

1. კენდის ტბა, ყაზახეთი
5789b9fd86fb

ეს ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. 400 მეტრის სიგრძისაა და სიღრმე 30 მეტრს აღწევს. ის, რაც ამ ტბას სხვა ტბებისგან გამოარჩევს არის ხეები. ტბაში არის უზარმაზარი გამხმარი ნაძვები, რომელსაც წვერი ტბიდან აქვთ ამოყოფილი და შესახედავად ძალიან ლამაზია.
ზამთარში კენდი იყინება, მაგრამ ეს ხეებს ხელს არ უშლის. ამ ადგილას ხშირად მოდის ხალხი და ყვინთავს წყალში, რადგან ტბის ქვეშ საოცარი სილამაზე იმალება.

7c130b3ee2f2

9dd165297749

2. ბეზიდის ტბა, რუმინეთი
167ba850f58d

ბეზიდის ტბის ზედაპირზე დაინახავთ გამხმარ კუნძებს, ეს ხეები ოდესღაც ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ადამიანებმა მოჭრეს და ახლა ასეთი შესახედაობისაა. თავდაპირველად ამ ადგილას იყო პატარა სოფელი, რომელიც შემდეგ დაიტბორა და ამის შედეგად წარმოიქმნა ბეზიდის ტბა. წყლის ზედაპირზე ახლაც შეამჩნევთ სახლების სახურავებს და ეკლესიების გუმბათებს.

8ac057744d1b

067744ad3cb3

3. ჩაძირული ტყე, შრი ლანკა
a3dfb8b55b2f

ოდესღაც ამ ადგილას ტყე იყო, სადაც რა თქმა უნდა ცხოველებიც იყვნენ. დროთა განმავლობაში ეს ადგილი დაიტბორა. ამიტომაც არაერთი ცხოველის ჩონჩხი უპოვნიათ ამ ადგილას. ლამაზი ტყისგან მხოლოდ ჩონჩხები დარჩა. ტბაში ნაპოვნია თევზების მნიშვნელოვანი სახეობები.

fd06aedcbe86

020effbd2313

4.ვოლტას ტბა, განა
1d3a9a7db56c

უამრავი გამხმარი ხე არის ვოლტას ტბაში, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდი ტბაა დედამიწაზე. ეს ტბა გაკეთდა 1965 წელს, თავიდან აქ ჩვეულებრივად ცხოვრობდა ხალხი, ხოლო ტბის გაკეთების შემდეგ საჭირო გახდა 78,000 ადამიანის გადასახლება თავიანთ 200,000 შინაურ ცხოველთან ერთად, მათი სახლების და სხვა ნაგებობების დანგრევა. ხალხის ნაწილი ტბასთან ახლოს დასახლდა, ადგილობრივები ხშირად ჭრიან ხეებს ამ ტბაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია.

c01093d89759

94a097dbc95f

5.ქადოს ტბა, ტეხასი
2100494055d1

მისტიური შესახედაობისაა ეს დატბორილი ტყე. მიუხედავად იმისა, რომ ხეები ნახევრად დაფარულია წყლით ისინი მაინც იზრდებიან და არცერთი არ არის გამხმარი. აქ არის კვიპაროსის ხეები, ზოგიერთ მათგანს შეუძლია 1,000 წელი იცოცხლოს.
f0432e40ee15

c96ebe45fa1c

6. კამბოჯის ჩაძირული ტყე
6deca8e11872

კიდევ ერთი ჩაძირული ტყე, რომელიც წინა ტყის მსგავსაც ცოცხალია და ხეები არ გამხმარა. აქ არის მანგროს ხეები. როცა სხვა ხეები დატბორვის შედეგად ხმებიან, მანგროს ხეები პირიქით, უფრო აყვავდნენ. ამ ადგილას ხშირად წააწყდებით ცხოველებს, რომელთაგანაც გამოვარჩევ კიბორჩხალის მჭამელ მაკაკებს.
6deca8e11872

მსგავსი ამბები

Back to top button